რაგბი ევროპა | ღია ვარჯიში რუმინეთამდე
ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან, დღეს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისა და ჟურნალისტებისთვის ღია ვარჯიში გამართეს. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი წელს შეიცვალა და გუნდებს პირველად მოუწევთ ჯერ ნახერფინალის თამაში და მერე ტიტულისთვის ფინალში ბრძოლა. ნახევარფინალში „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი საქართველო „ბ“ ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს 5 მარტს, თბილისში, 16 საათზე „ავჭალაზე“ ერკინება […]
რაგბი ევროპა | ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო
ბორჯღალოსნები 33 კაცის შემადგენლობით „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის განახლებული ფორმატის თანახმად, 8-გუნდიანი ტურნირის ნახევარფინალისტები ჯგუფური ეტაპის დასრულების შედეგად გამოვლინდნენ. თასისთვის ოთხი მათგანი აგრძელებს ბრძოლას – „ბ“ ჯგუფის პირველადგილოსანი პორტუგალია 4 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს, 5 მარტს კი „ა“ ჯგუფის გამარჯვებული საქართველო, „ავჭალაზე“, 16 […]
ნინიაშვილი და ტაბუცაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად გადალახა. “ბორჯღალოსნებმა” გერმანია, ნიდერლანდები და ესპანეთი მარტივად დაამარცხეს, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და 1/2-ფინალში რუმინეთს დაუპირისპირდებიან. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ მოთამაშეთა ჩამონათვალი გამოქვეყნდა, რომელთაც ჯგუფურ ეტაპზე გაიბრწყინეს. გასაკვირი არაა, რომ საუკეთესოთა შორის ორი “ბორჯღალოსანი” დავით ნინიაშვილი და აკა ტაბუცაძე მოხვდნენ. დავით ნინიაშვილი […]
“ესპანეთში მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვებით საქართველომ იტალიას გადაუსწრო” – Planetrugby
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ესპანეთისა და საქართველოს დაპირისპირება შედგა. ტორელავეგაში, პრინციპულ მეტოქესთან გამართული მატჩი, “ბორჯღალოსნების” სრული დომინირებით წარიმართა და ლოგიკური შედეგით (3:41) დასრულდა. ბორჯღალოსნების ყველა ლელო ესპანეთის ნაკრებთან | VIDEO ესპანეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, შინ რუმინეთს დაუხვდება. ტორელავეგაში მოპოვებული გამარჯვება […]
ლევან მაისაშვილი | რაც დავგეგმეთ შევასრულეთ
ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთთან 41:3 გამარჯვების შემდეგ, გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ესპანეთის სტუმრად სარეკორდო სხვაობით დამარცხებაც შეეძლო, მაგრამ ირლანდიელმა მსაჯმა მატჩის მიწურულს 13-კაცით გატანილი ლელო გაგვიუქმა და მხოლოდ 38-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, სარეკორდო გამარჯვება კი (ესპანეთში გამართულ მატჩებში) 2009 წელს მადრიდში დაფიქსირდა – 55:11. […]
რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნებს ნახევარფინალი საქართველოში მოაქვთ
ბორჯღალოსნებმა ესპანეთს ტორელავეგაში 7 უპასუხო ლელო გაუტანეს, 41:3 დაამარცხეს და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგიზე დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 4, ან 5 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრას საკუთარი ქომაგის წინაშე გამართავენ. ვინ იქნება საქართველოს მეტოქე დღეს, ლისაბონში გაირკვევა. „ბ“ ჯგუფის ლიდერები პორტუგალია და რუმინეთი ერთმანეთს პირველობისთვის ერკინებიან და დამარცხებულ გუნდს საქართველოში მოუწევს ჩამოსვლა. შეხვედრა ჩვენი დროით 19 […]
“დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი ემოცია იყო პირველად ჰიმნზე დგომა” – სერგო აბრამიშვილი
2023 წლის 5 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება შედგა. თბილისში, “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” გამართული დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 75:12 დასრულდა. აღნიშნული მატჩი იმ გარემოებითაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 დებიუტანტი ვიხილეთ. ოთარ ლაშხმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თენგიზ ზამთარაძე და სერგო აბრამიშვილი კი დაპირისპირებაში მარქაფიდან […]
ლევან მაისაშვილი | გამოცდილებისთვის ასეთი თამაშები უკეთესია
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში, ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდებს ამსტერდამში 6 ლელო გაუტანეს და 32 ქულის სხვაობით – 40:8 დაამარცხეს. მაგრამ როგორც მწვრთნელები, ასევე თავად მორაგბეები და გულშემატკივრები თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩნენ, ჩვენთვის კი ტიტულის მე-15-ედ მოპოვებასთან ერთად, ხარისხიც მნიშვნელოვანია. „ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ნიდერლანდებში ჩასვლა საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ იყო. თურქეთში მომხდარი ტრაგედიისა და […]
გიორგი ჭყოიძე: „ეს მხოლოდ ციფრებია“
ბორჯღალოსანთა კვაჭმა გიორგი ჭყოიძემ, 11 თებერვალს ამსტერდამში, ნიდერლანდებს მეორე ტაიმის დასაწყისში, 8 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაუტანა. 52-ე წუთზე ის მოლს დროულად მოწყდა და დუბლი გაიფორმა. ეს მატჩში საქართველოს მე-4 ლელო იყო და მე-500-ე რაგბი ევროპის ჩემპიონატში (და მის წინამორბედ ერთა თასზე), რომელშიც საქართველო 2000 წლიდან რეგულარულად თამაშობს და დღემდე 115 შეხვედრა ჩაატარა. „რა თქმა […]
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში გასამართი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება. 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ლევან მაისაშვილი შემოდგომაზე საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილავს და წინდაწინვე ითქვა, რომ თამაშის შანსს გაფართოებულ რაზმში მყოფი ყველა მორაგბე მიიღებდა. შედეგად, გერმანიასთან 75:12 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება […]
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის – უკეთესი გუნდი
ნიდერლანდებში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართეს. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ბექა გორგაძეს, რომელმაც ტოპ 14-ში ‘რასინგ 92’-თან მოგებული მატჩისას მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა საშიში არაფერია და ის მწყობრში მალე ჩადგება. ინტენსიური ვარჯიში, რომელიც ორმხრივ თამაშსაც მოიცავდა საათზე მეტხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა და ბორჯღალოსნებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. ლევან მაისაშვილი: „ნიდერლანდები გაცილებით უკეთესი […]