2027 და 2031 წლების რაგბის მსოფლიო თასის მასპინძლები ცნობილია
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, მსოფლიო რაგბის ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდა. დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, 2027 და 2031 წლების რაგბის მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნები დასახელდა. ოფიციალურად გადაწყდა, რომ 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასს ავსტრალია უმასპინძლებს, ხოლო 2031 წლის რაგბის მსოფლიო თასი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ავსტრალია მსოფლიო პირველობას მესამედ მასპინძლობს, აშშ კი ტურნირს პირველად უმასპინძლებს. შეგახსენებთ, 2023 […]
50 უნიკალური NFT ბარათი – ექსკლუზიურად შექმნილი პროდუქტი იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად
იტალიასთან მოგებული მატჩის აღსანიშნავად, საქართველოს რაგბის კავშირმა პლატფორმა Enefty-სთან ერთად გამოუშვა 50 უნიკალური NFT ბარათი – ექსკლუზიურად შექმნილი ქართველი მორაგბის ნონო (ნოდარ) ანდღულაძის მიერ, კოლექცია მოიცავს ნაკრების 5 მორაგბის სხვადასხვა ხარისხის ბარათებს. World Rugby: ,,ისტორიული გამარჯვება საქართველოსთვის” რას წერს მსოფლიო პრესა საქართველოს ისტორიული გამარჯვების შესახებ?! როგორ ეხმაურებიან ჟურნალისტები საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას?! პროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს ქართული […]
7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალური ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 7 […]
8 ერი – ცნობილია თუ რომელ სტადიონზე გვეთამაშება უელსის ნაკრები
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გაირკვა, თუ რომელ სტადიონზე მიგვიღებს უელსის ეროვნული ნაკრები 8 ერის მატჩში. უელსი – საქართველოს მატჩი 21 ნოემბერს, “სკარლეტს პარკზე” შედგება. “სკარლეტს პარკი” უელსური კლუბი “სკარლეტსის” მთავარი საშინაო სტადიონია, რომელიც 14,870 გულშემატკივარს იტევს. ეს სტადიონი 2008 წლის 15 ნოემბერს გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები 8 ერში ითამაშებენ, ისინი პირველ მატჩში, რომელიც 14 ნოემბერს […]
8-ერის თასზე საქართველოს ნაცვლად იაპონია იასპარეზებს
ახალი 8-გუნდიანი ტურნირი, რომელშიც შესაძლოა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მიეღო მონაწილეობა სტარტს 14 ნოემბერს აიღებს. თავდაპირველად, THE IRISH TIMES-სმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტურნირზე 6-ერის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველო და ფიჯი მიიღებდნენ მონაწილეობას – თუმცა უკანასკნელი ცნობების თანახმად, 8-ერის ჩემპიონატი ბორჯღალოსნების გარეშე ჩაივლის. ფრანგული პორტალის – Asie Rugby-ს მტკიცებით, ტურნირში საქართველოს ნაცვლად იაპონია იასპარეზებს. წყაროს მტკიცებით, […]
Autumn Nations Series: “იტალიისა და უელსის შემდეგ, შოტლანდიაც?! – საქართველო დიდი გამარჯვებებისთვის ემზადება…”
ცნობილი სარაგბო სპორტული საიტი “Autumn Nations Series”-ის ოფიციალური გვერდი, მსოფლიო თასამდე მოახლოებულ ზაფხულის ტესტ მატჩებზე წერს. “Autumn Nations Series”-ი ვრცელ სტატიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ყურადღებას საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს აქცევს და ქართველების საგრძნობლად მომატებულ თამაშზე წერს. “საქართველოს დიდი ხანია აცხადებენ, როგორც მომავალ სარაგბო ერს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს “ბორჯღალოსნებმა” საბოლოოდ გასული წლის […]
6 ერის დასრულების შემდეგ, “BBC Sport”-მა ვრცელი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა, სადაც 6 ერის მიმდინარე გათამაშების გუნდებსა და სტატისტიკებზე გაამახვილა ყურადღება. უელსის ნაკრების განხილვისას, BBC Sport-მა მოახლოებულ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზეც ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრებიცაა ნახსენები. “უელსს ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, თუ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა სურთ. მაშინ, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა, მათ იმის დიდი […]
live.ge-ს სიუჟეტი საქართველო შოტლანდიის მატჩზე (ვიდეო)
Macron საქართველოს რაგბის კავშირის სპონსორი გახდა
საქართველოს რაგბის კავშირსა და ეკიპირების მწარმოებელ ფირმა Macron-ს შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, Macron-ი საქართველოს რაგბის კავშირის ახალი სპონსორია. Macron-თან გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების დეტალები, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
planetrugby – თვიქენჰემზე საქართველომ საამაყო პერფორმანსი აჩვენა
შემოდგომის ერთა თასის A-ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში, ინგლისი საქართველოს დაუპირისპირდა. ლეგენდარულ “თვიქენჰემზე” გამართული დაპირისპირება, რა თქმა უნდა მასპინძელთა გამარჯვებით (40:0) დასრულდა. მარცხის მიუხედავად, არაერთი გავლენიანი სარაგბო პორტალი მიიჩნევს, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და გამოცდა ჩააბარა. ინგლისელთათვის საკულტო ციხესიმაგრეში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველად იასპარეზა – აღსანიშნავია, რომ “თვიქენჰემზე” “ბორჯღალოსნებმა” შოტლანდიასთან […]
Rugby Europe | მორიგი ქართველი ამომავალი ვარსკვლავი მამის კვალდაკვალ
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, კიდევ ერთი ამომავალი ქართველი ვარსკვლავის – მიხეილ ალანიას შესახებ სტატია გამოქვეყნდა. თავდაპირველად, რაგბი ევროპა დავით ნინიაშვილის პროგრესით იყო აღფრთოვანებული და 18-წლის ქართველ მორაგბეს საკმაოდ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა. დავით ნინიაშვილის შემდეგ, რაგბი ევროპის ყურადღების ცენტრში მიხეილ ალანია მოექცა, რომელიც 7 თებერვალს, რუსეთის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის გაფართოებულ შემადგენლობაშია შეყვანილი. მიხეილ ალანია […]
Rugby Europe ბორჯღალოსნების ამომავალ ვარსკვლავს ვრცელ სტატიას უძღვნის
რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ამომავალი ვარსკვლავის – დავით ნინიაშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. “გაოცებული და აღტაცებული” ამომავალი ვარსკვლავი – დავითს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში მეტი გამოცდილების მიღება სურს. 2020 წლის 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 18-წლის ამომავალი ვარსკვლავის დებიუტი შედგა. დავით ნინიაშვილმა აიხდინა ოცნება, რომელიც ჯერ კიდევ […]