იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვების მოპოვების შედეგად, ამაღლებულ ნოტაზე დასრულებული ზაფხულის ტესტ-მატჩების შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს მორიგი სასიხარულო სიახლე ელის. შემოდგომის ტესტ-მატჩების ეგიდით გასამართ შეხვედრებში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამივე მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნოემბერში, “ბორჯღალოსნები” ურუგვაის, სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ პირველი 2 დაპირისპირება თბილისში გაიმართება, დასკვნით ტესტ-მატჩში კი საქართველოს ნაკრები უელსს ესტუმრება. […]