“შემოდგომის ერთა სერიის” ეგიდით გამართული ნოემბრის ტესტ-მატჩების დასრულების შემდეგ, გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Guardian ვრცელ შემაჯამებელ სტატიას აქვეყნებს. რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ევროპის უძლიერეს ერებს შორის, ბრიტანელები საქართველოს ასახელებენ და იტალია ჩამონათვალში ვერ მოხვდა. 14 ნოემბერს, ბორდოში, საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო 41:15 დაამარცხა. “ბორჯღალოსანთა” სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა მორაგბეებმა […]