ოლ ბლექსზე უფრო ძლიერი | სამხრეთ აფრიკის ფანების რეაქცია საქართველოსთან მატჩზე (ფოტო)
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტ-მატჩებზე უძლიერეს მეტოქეებს დაუპირისპირდება. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, “სპრინბოქსი” ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ-სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას რაგბის მსოფლიო თასს მიღმა დავუპირისპირდებით. აქამდე “ბოკეს” ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ […]
რაგბი | საქართველო Vs. შოტლანდია გაუქმებულია
სამწუხაროდ, 17 ივლისს „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გასამართი ტესტ-მატჩი ვეღარ შედგება. მიზეზი COVID 19-ია, რომელმაც მანამდე სამხრეთ აფრიკასთან 9 ივლისს გასამართი მეორე შეხვედრა ჩაშალა. გამოკვლევების შედეგად ბორჯღალოსნების ბანაკში ვირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა და მანამდე ინფიცირებული წევრების მდგომარეობაც სტაბილურია, თუმცა COVID 19-ს თავისი პროტოკოლი აქვს. შინ დაბრუნებული, არაინფიცირებული ბორჯღალოსნები 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში უნდა იყვნენ და […]
მსოფლიო რაგბის ინტერვიუ ბორჯღალოსნების კაპიტანთან
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მსოფლიო რაგბი ბორჯღალოსნების კაპიტან მერაბ შარიქაძეს ესაუბრა და გასული წლის შეფასებასთან ერთად, წლევანდელ პერსპექტივებზეც ესაუბრა: “2021 წელი საქართველოსთვის მოედანზე აღმავლობის და მის მიღმა დაცემის წელიწადი იყო. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ მოიგეს ხუთიდან ხუთი თამაში და ტიტული მორიგ ჯერზე შემართეს. მათ 24 ქულა მოაგროვეს და 10 ქულით გაასწრეს […]
ბორჯღალოსნები | ხუთი დებიუტანტით ზაფხულის სერიებისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის ზაფხულის ტესტებისთვის გაფართოებული, 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პირველად 2015 წლის თბილისის თასის შემდეგ, ზაფხულის კამპანიას ბორჯღალოსნები სამშობლოში გაატარებენ და სამ შეხვედრას გამართავენ – ორს ქუთაისში და ერთსაც ბათუმში, ახალ სტადიონზე. 3 ივლისს საქართველო “აია არენაზე” არგენტინა XV-ს დაუხვდება (18:00); 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებს (20:00); 16-ში კი კვლავ “აია არენაზე” პორტუგალიას […]
ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში და კომენტარები
ნოემბრის ტესტ-მატჩების დაწყებამდე სამი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. საქართველო პირველ თამაშს 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, 12-ში სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში კარდიფში უელსს ერკინება. „მაღალი ინტენსივობის ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ვფიქრობ, უკვე შევთამაშდით და ნოემბრის ტესტებს მომზადებულები ვხვდებით. მიზანი რა […]
“საქართველოსთან ურთულესი დაპირისპირება გველის” – გერმანიის მთავარი მწვრთნელი
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება შედგება. “ბორჯღალოსნები” 2023 წლის პირველ საშინაო შეხვედრას 5 თებერვალს, 13:00 საათზე, “ავჭალის” სარაგბო სტადიონზე გამართავენ. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის დომინანტ ძალას წარმოადგენს, შესაბამისად გერმანიას პირველივე ტურში უმნიშვნელოვანესი გამოცდის ჩაბარება უწევს. სტუმარი გუნდისათვის პრინციპული მატჩის წინ, გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა […]
“მსოფლიოს უძლიერესი შერკინება” – ბორჯღალოსნების აღიარება | VIDEO
2023 წლის რაგბის მსოფლიო თასის დაწყებამდე 100 დღეზე ნაკლებია დარჩენილი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები C-ჯგუფში, კარგად ნაცნობი მეტოქეების: ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და პორტუგალიის წინააღმდეგ იასპარეზებს. რაგბის მსოფლიო თასის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, 2015 წლის ჩანაწერი განთავსდა, რომელშიც “ბორჯღალოსნებისა” და ლეგენდარული “ოლ ბლექსის” ერთ-ერთი შერკინების ამსახველი კადრებია ასახული. სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო ქართული შერკინების სიძლიერეს უსვამს ხაზს. […]
გავიხსენოთ: რუსეთი 9:29 საქართველო (მიმოხილვა)
live.ge-ს სიუჟეტი საქართველო შოტლანდიის მატჩზე (ვიდეო)
ავსტრალია საქართველოსთვის დაირაზმა
11 ოქტომბერს, რაგბის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში ავსტრალია საქართველოს დაუპირისპირდება. ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბორჯღალოსნებთან დაპირისპირების წინ რაზმი დაასახელა.
ოფიციალურად: საქართველოსა და რუსეთის მატჩი გადაიდო
ახლახანს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა განაცხადა, რომ 13 მარტიდან 15 აპრილამდე გასამართი ყველა ღონისძიება გადაიდო. შესაბამისად, 14 მარტს თბილისში, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აღარ ჩატარდება. კორონავირუსის გამო ვერ გაიმართება U20 (22-28 მარტი) და U18 ევროპის ჩემპიონატები (12-18 აპრილი). ასევე, განვითარების თასის შეხვედრა სერბეთსა და ჩეხეთს შორის.
ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ
8 ნოემბერს გამთენიისას საქართველოში მყოფი ბორჯღალოსნები ბრიტანეთში გაემგზავრნენ, სადაც 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, „შემოდგომის ერთა თასში“ მიიღებენ მონაწილეობას. მათ საფრანგეთიდან ლეგიონერები შეუერთდებიან, ჩაუტარდებათ კოვიდ-ტესტები და კონტაქტური ვარჯიშების გამართვის უფლება მხოლოდ ოთხშაბათიდან ექნებათ. ჯგუფები და განრიგი COVID19-ის მსოფლიო პანდემიის გამო, წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შორის ტესტ-მატჩების გამართვა შეუძლებელი გახდა. ექვსი ერისა და მსოფლიო რაგბის […]