Rugbypass | ნოემბერში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდება
ნოემბრის ტესტ-მატჩებზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება – აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი სარაგბო პორტალი Rugbypass ავრცელებს. წყაროს მტკიცებით შეთანხმება უკვე მიღწეულია და ნოემბერში “ბორჯღალოსნებისა” და “მფრინავი ფიჯელების” დაპირისპირება აუცილებლად შედგება. Rugbypass-ი აღნიშნულ ინფორმაციას ფიჯის რაგბის კავშირზე დაყრდნობით ავრცელებს. მატჩის გამართვის ზუსტი თარიღი ამ დროისათვის უცნობია, თუმცა გართულებული კოვიდ სიტუაციის გამო ტესტ-მატჩი შესაძლოა ნეიტრალურ ლოკაციაზე ჩატარდეს. […]
ეს კვირა შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ – გელა აფრასიძე
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. “მიხეილ მესხის” სტადიონზე გამართული დრამატული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 25:25 დასრულდა. სენსაციური მატჩის შემდეგ, “ბორჯღალოსანთა” ჰავბეკი – გელა აფრასიძე აღნიშნავს, რომ პორტუგალიასთან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში აფრასიძე აღნიშნავს, […]
“ბოლომდე ვეცდებით, რომ ქართველები შევაჩეროთ” – იტალიის მწვრთნელი
10 ივლისს ქართული რაგბისათვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – ეს არის დღე, რომელიც ქართული რაგბის ისტორიაში შესაძლოა ოქროს ასოებით ჩაიწეროს – ან დღე, რომელიც შესაძლოა მორიგ იმედგაცრუებად დაგვამახსოვრდეს. 10 ივლისს, 20:00 საათზე, ბათუმის ახლადაშენებულ სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იტალიის პრინციპული დაპირისპირება შედგება. დაპირისპირება, რომელსაც 6 ერის ინტრიგა მუდამ თან ახლავს და ბრძოლა, რომლის შედეგიც […]
ბორჯღალოსნები | საქართველო სამოას წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამოას დაუპირისპირდება. 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” საქართველოსა და სამოას სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. რიგით მეორე საშემოდგომო ტესტ-მატჩისათვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველო ურუგვაის დაუპირისპირდა და 34:18 გაიმარჯვა. აღნიშნულ მატჩში, ბექა […]
“დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი ემოცია იყო პირველად ჰიმნზე დგომა” – სერგო აბრამიშვილი
2023 წლის 5 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში, საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირება შედგა. თბილისში, “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” გამართული დაპირისპირება, “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 75:12 დასრულდა. აღნიშნული მატჩი იმ გარემოებითაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 3 დებიუტანტი ვიხილეთ. ოთარ ლაშხმა მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, თენგიზ ზამთარაძე და სერგო აბრამიშვილი კი დაპირისპირებაში მარქაფიდან […]
მერაბ შარიქაძე: “მაისურები გვეცვა იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”
“მაისურები გვეცვა სიმბოლურად, იმის დასტურად და თანადგომის ნიშნად რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი არის საქართველო”,-ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა. “ყველასთვის კარგად არის ცნობილი რომ ეს თამაში ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებულია. არამარტო მორაგბეებისთვის ზოგადად საქართველოსთვისაც. როგორც დავპირდით გულშემატკივარს ბოლომდე დავიხარჯებოდით, ბოლომდე დავიხარჯეთ, ღვთის წყალობთ, ჩვენთვის სასურველი შედეგით დამთავრდა თამაში. მაისურები […]
მსოფლიო რაგბი თედო აბჟანდაძეზე: “ყურადღებით ადევნეთ თვალი ამ ბიჭს…”
2019 წლის იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასის დაწყებამდე 5 დღე რჩება. რამდენიმე საათის წინ კი მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა “Facebook”-ის გვერდმა “ბორჯღალოსანთა” 20 წლის მგეზავის თედო აბჟანდაძის ფოტო შემდეგი სათაურით დადო: “ყურადღებით ადევნეთ თვალი ამ ბიჭს.”
საქართველოს რაგბის კავშირი: “მზად ვართ განვიხილოთ სხვა სტადიონზე თამაშის შესაძლებლობა”
საქართველოს რაგბის კავშირის მარკეტინგის დირექტორმა მიხეილ ხარატმა, მედიას ის თასები წარუდგინა, რომელთა შესანარჩუნებლად ბორჯღალოსნები უახლოესი ორი თვის განმავლობაში იბრძოლებენ. 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ბორჯღალოსნები 1 თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუმინეთთან მატჩით იწყებენ. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება. ტრადიციულად, საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები ურთიერთშეხვედრაში „ანთიმოზ ივერიელის თასისთვის“ იბრძოლებენ, რომელიც ამ გუნდებს შორის 2002 წლიდან თამაშდება. აქამდე […]
რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ევროპის მასშტაბით პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმდა ან განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ კავშირებთან, საჩემპიონატო კომიტეტის მმართველთან, პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო. რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2019/20 წლების სეზონები მამაკაცთა კონფერენცია 1-ში, კონფერენცია 2-სა და განვითარებად დივიზიონში გაუქმდა. არ […]
შემოდგომის ერთა თასი – ინგლისი 40:0 საქართველო (სრული ვიდეომიმოხილვა)
გიორგი ნემსაძე | პროგრესი გაგრძელდება
ვეტერანი “ბორჯღალოსანი” – გიორგი ნემსაძე “შემოდგომის ერთა თასზე” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ასპარეზობას აფასებს და მიიჩნევს, რომ თვალსაჩინო პროგრესი კვლავ გაგრძელდება. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, გიორგი ნემსაძის საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა. “ყველა ასეთი ტურნირი, ასეთი მაღალი დონის თამაში გვაჩვენებს, თუ სად ვართ და რამდენით ჩამოვრჩებით ტიერ1-ის გუნდებს, საითაც ჩვენ მივისწრაფით. ასევე გვაჩვენებს, თუ რა […]
იოსებ ტყემალაძე ბორჯღალოსნებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე, პირველ სამუშაო დღეს ბორჯღალოსნებს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეხვდა რუსეთთან გამარჯვება მიულოცა, რუმინეთთან წარმატებები უსურვა და საკუთარ გეგმებზე ესაუბრა. პრეზიდენტი ნაკრების წევრებს დაპირდა, რომ მათი წარმომადგენელი აუცილებლად იქნება რაგბის კავშირის გამგეობაში და გარდა ამისა, რეგულარულად მოხდება შეხვედრები პრეზიდენტსა და ნაკრების კაპიტანს შორის, სადაც გუნდის საჭიროებებზე შუამავლის გარეშე ისაუბრებენ. ტყემალაძემ შეხვედრისას […]