ბექა გორგაძე – კარგად ვიცით რა გველოდება რვა ერზე
ბორჯღალოსნებისა და “ბორდოს” შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე მიიჩნევს, რომ შოტლანდიასთან 23 ოქტომბერს გამართული მატჩი კარგი გაკვეთილი იყო “შემოდგომის ერთა თასის” წინ. “შოტლანდიის მატჩმა დაგვანახა რა გველოდება “შემოდგომის ერთა თასზე” და რისთვის უნდა მოვემზადოთ. ეს განსაკუთრებით კონტაქტის არეალს ეხება. ასევე გამოჩნდა ისეთი ფაქტორები, რომლებზეც ვერ ვიმუშავეთ და სასწრაფოდ გამოსასწორებელი გვაქვს – შეტევითი და დაცვითი მოლი. ამ […]
ბექა გორგაძე – მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივრებმა და ჩვენმა ოჯახებმა იამაყონ
25 წლის ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და 14 ნოემბერს ბორდოში, საფრანგეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება. ბექამ, რომლის ანგარიშზე 31 კეპი და 7 ლელოა, ნაკრების კვართით ბოლოს შარშან ნოემბერში, “შემოდგომის ერთა თასზე” ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა და ჯვარედინი მყესებიც ამ შეხვედრაში დაიზიანა. მას ოპერაცია შარშან, 9 დეკემბერს ჩაუტარდა და მოედანს უკვე […]
ბექა გორგაძე | რეაბილიტაცია წინსწრებით
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ბექა გორგაძის ტრავმასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბორდოს” მორაგბის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა გორგაძე სეზონის დასრულებამდე მზად იყოს. “რეაბილიტაცია ისე კარგად მიდის, რომ უკეთესს ვერც ვინატრებდი და ძალიან გახარებული ვარ” – ამბობს ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე, რომელიც 29 ნოემბერს, “შემოდგომის ერთა თასზე” […]
ბექა გორგაძე: “ისეთი ხარისხის რაგბი უნდა ვითამაშოთ, რაც აქამდე არ გვითამაშია…”
საქართველოს რაგბის კავშირმა გამოაქვეყნა მეტად სასიამოვნო ინფორმაცია – ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრები 8 ერის გათამაშებაში ჩაერთვება. 8 ერში შესვლის შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ბორდოს” მორაგბემ – ბექა გორგაძემ, Live.ge-სთან საუბრისას პირველი კომენტარი გააკეთა. “სიმართლე რომ გითხრათ, აქამდე არც კი მჯეროდა რომ ეს რეალობა იქნებოდა და 8 ერში მიგვიღებდნენ. სასწაული გრძნობაა ამ […]
ბექა შვანგირაძე Pro D2-ის წლის აღმოჩენებს შორის დასახელდა
გავლენიანმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ Pro D2-ის წლის აღმოჩენების გუნდი შეადგინა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ორიაკის” მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე მოხვდა. Midi Olympique-მ საფრანგეთის ელიტური სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბეები გამოარჩია და 20 წლის შვანგირაძეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. ბექა შვანგირაძე – “ორიაკი” – 20 წლის “ქართველი მესამეხაზელი “ორიაკში” თავს შესანიშნავად გრძნობს. ექვსი […]
ბონუს ქულა – ჯაბა ბრეგვაძემ ურუგვაი მეოთხედ დაალელოვა (ვიდეო)
ბორდოში ექვსი ერის ეგიდით
14 ნოემბერს ბორდოში, ბორჯღალოსნები “ლე ბლეს” წინააღმდეგ ექვსი ერის მიერ ორგანიზებული “შემოდგომის ერთა სერიების” ეგიდით ითამაშებს. შარშანდელი “შემოდგომის ერთა თასის” შემდეგ, სადაც წვეულ გუნდებს შორის საქართველო და ფიჯი იყვნენ, ექვსმა ერმა მსგავსი პროექტის განხორციელება წელსაც განიზრახა და 20 თამაშის ორგანიზატორად მოგვევლინა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ თამაშებს არ აქვს ტურნირის სახე და არ გამოვლინდება გამარჯვებული. […]
ბორჯღალოსნებთან მატჩის წინ სამხრეთ აფრიკას შესაძლოა 2 ვარსკვლავი გამოაკლდეს
ზაფხულის ტესტ-მატჩებზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – სამხრეთ აფრიკა საქართველოს ორჯერ დაუპირისპირდება. “სპრინგბოქსისა” და “ბორჯღალოსნების” დაპირისპირება 3 და 10 ივლისს გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს “ბორჯღალოსნებთან” და “ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან” შესაძლოა ორი ლიდერი გამოაკლდეს. დამიან დე ალენდესა და არ ჯეი სნიმანს მრავლობითი დამწვრობები აქვთ, რის გამოც ნაკრებისაგან განცალკევებით, ინდივიდუალურ […]
ბორჯღალოსნები | 14 ფრანგით “ლე ბლეს” წინააღმდეგ
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ოთხი კი პრო დე2-იდანაა. შემადგენლობაში 7 მორაგბეა “შავი ლომიდან”. დავით ნინიაშვილი, რომელიც “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით პირველად ითამაშებს. ტოპ 14-ის […]
ბორჯღალოსნები | აფრასიძე პერანიძემ შეცვალა
ბორჯღალოსანთა 9 ნომერს გელა აფრასიძეს, საფრანგეთში გამგზავრებამდე ვარჯიშზე მხრის ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და გუნდს ნოემბრის თამაშებში ვერ დაეხმარება. 23 წლის “მონპელიეს” მორაგბემ მხარი ტოპ 14-ში, “ტულუზთან” მატჩში სექტემბერში დაიზიანა, რის გამოც დაახლოებით თვენახევარი იძულებით დაისვენა და მოედანს 30 ოქტომბერს დაუბრუნდა. “ძალიან სამწუხარო დანაკლისია. როგორც სჩანს, მისი მხრის ტრავმის რეაბილიტაცია დასრულებული არ იყო და ვარჯიშზე აბსოლიტურად […]
ბორჯღალოსნები | ზაფხულის ტესტების მსაჯები
მსოფლიო რაგბმა ზაფხულში გასამართი ტესტ-მატჩებისთვის, მათ შორის ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის, მსაჯები და ოფიციალური პირები დანიშნა. ივლის-აგვისტოში 44 მატჩი მატჩი შედგება და მათ ჯამში 8 ქვეყნის 21 რეფერი მოემსახურება. სასიხარულოა, რომ მათგან ერთ-ერთი ქართველი ნიკა ამაშუკელია, რომელიც 3 ივლისს უელსი-კანადის, ხოლო 10 ივლისს რუმინეთი-შოტლანდიის მატჩს იმსაჯებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტიერ2-ის ქვეყნის […]
ბორჯღალოსნები | კაპიტნის ვარჯიში კავკასიონი არენაზე
ნიდერლანდებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა “კავკასიონი არენაზე” კაპიტნის ვარჯიში გამართეს. 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა (საქართველოსთვის) თელავში 17 საათზე დაიწყება. კაპიტნის ვარჯიში დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ მომავალ შეხვედრაზე ისაუბრეს. ლევან მაისაშვილი: “ნიდერლანდებთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას გავმართავთ. უკვე ჩემპიონები ვართ და […]