საქართველო 19:20 სამოა | თანაბარ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით
ბორჯღალოსნებმა და მანუ სამოამ „დინამო არენაზე“ შეკრებილ 35 ათას მაყურებელს დიდი ბრძოლა შესთავაზეს. ეს იყო ორი თანაბარი, ღირსეული მეტოქის ომი, რომლის ბედი რაგბის ღმერთმა მატჩის მიწურულს სტუმრების სასარგებლოდ გადაწყვიტა – 19:20. უაღრესად დაძაბულ მატჩში გამარჯვებას ორივე გუნდი იმსახურებდა. მოედანზე გასულ არცერთ მორაგბეს თავი არ დაუზოგავს და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა. ეს იყო ტიტანების ფიზიკური ჯახი […]
ბორჯღალოსნები | ოთხი ცვლილება და ერთი დებიუტანტი სამოასთან
გასულ კვირას ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამოასთან გასამართი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილება განახორციელა. სამი ახალი სახეა მარქაფაში. საქართველო სამოას 12 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ 18 საათზე ეთამაშება და გამარჯვების შემთხვევაში დიდი შანსია (თუ ფიჯი ირლანდიასთან და იტალია ავსტრალიასთან დამარცხდება) მსოფლიო რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე დაწინაურდეს. როტაციის პრინციპით, სამი ცვლილებაა შერკინებაში. კვაჭმა […]
ბორჯღალოსნები | საქართველო სამოას წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამოას დაუპირისპირდება. 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” საქართველოსა და სამოას სარაგბო დაპირისპირება გაიმართება. რიგით მეორე საშემოდგომო ტესტ-მატჩისათვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გამართულ პირველ შეხვედრაში, საქართველო ურუგვაის დაუპირისპირდა და 34:18 გაიმარჯვა. აღნიშნულ მატჩში, ბექა […]
სამოა საქართველოს წინააღმდეგ დაირაზმა
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, საქართველოსა და სამოას დაპირისპირება შედგება. 12 ნოემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენაზე” ბორჯღალოსნები მანუ სამოას ისტორიაში მეექვსედ დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, სამოას მთავარმა მწვრთნელმა კუნძულელთა შემადგენლობა დაასახელა.
სამოასა და უელსთან მატჩებში საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება
შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ მატჩებში, რომლებშიც “ბორჯღალოსნები” სამოასა და უელსს დაუპირისპირდებიან, გიორგი კვესელაძე მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს. საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით ლევან მაისაშვილი: ,,მიზანს მივაღწიეთ – თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ” რეიტინგი გამოქვეყნდა | საქართველო იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებს კვესელაძის არყოფნის მიზეზი მუხლის ტრავმაა, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების […]
ბორჯღალოსნები | მზადება სამოასთვის და კომენტარები
ბორჯღალოსნები 12 ნოემბერს „დინამო არენაზე“ სამოასთან გასამართი მატჩისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადებიან. ურუგვაისთან 34:18 მოგებული მატჩის შემდეგ, მუხლის ტრავმა მიიღო და 1,5-2 თვე გაუცდება გიორგი კვესელაძეს. მცირე დაზიანება აქვს და სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს ბექა გორგაძე, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ის შაბათის თამაშს მზადყოფნაში შეხვდება. დღეს ბორჯღალოსნებმა გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. […]
მეტოქეები | სამოა ოთხი წლის შემდეგ ბრუნდება
მანუ სამოა საქართველოს მეოთხედ ეწვევა და 12 ნოემბერს ბორჯღალოსნებთან ისტორიაში მეექვსედ ითამაშებს. წლის ბოლო საშინაო შეხვედრა „დინამო არენაზე“ 18 საათზე დაიწყება. სამოას კუნძულებზე რაგბის თამაში 1920 წელს დაიწყეს, მალე ნაკრებიც შეიქმნა და 1924 წელს ფიჯისთან პირველი შეხვედრა გამართა. სამოელებმა ყველაზე დიდი სხვაობით 2009 წელს პაპუა-ახალი გვინეასთან მოიგეს (115:7), თავად კი ერთი წლით ადრე ახალ ზელანდიასთან […]
საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით
ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი „დინამო არენაზე“, ლამაზ სტილში 34:18 დაამარცხეს. ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოახერხა სამხრეთელთა დამარცხება, რომელსაც ბოლო დროს დიდი პროგრესი აქვს და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა. შეხვედრა ბექა გორგაძისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ფლანკერად მოთამაშე 26 წლის მორაგბემ მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო […]
ბორჯღალოსნები | ღია ვარჯიში და კომენტარები
ნოემბრის ტესტ-მატჩების დაწყებამდე სამი დღით ადრე, ბორჯღალოსნებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გულშემატკივრებისთვის ტრადიციული ღია ვარჯიში გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. საქართველო პირველ თამაშს 6 ნოემბერს, 18 საათზე, „დინამო არენაზე“ ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს, 12-ში სამოას უმასპინძლებს, ხოლო 19-ში კარდიფში უელსს ერკინება. „მაღალი ინტენსივობის ძალიან კარგი ვარჯიში გვქონდა. ვფიქრობ, უკვე შევთამაშდით და ნოემბრის ტესტებს მომზადებულები ვხვდებით. მიზანი რა […]
რაგბის სიმბოლიკიანი პროდუქცია დინამო არენაზე
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რაგბის კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება უფლება მისცეს სოციალურ საწარმოებს რაგბის ქომაგებისთვის კავშირის ლოგოტიპის გამოყენებით შექმნან სამოსი და აქსესუარები, და, 6 და 12 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო მატჩებზე სტადიონზე გაყიდონ, ხოლო მიღებული შემოსავალი განვითარებისთვის გამოიყენონ. რაგბის კავშირი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოციალური საწარმოების მხარდაჭერას, სადაც სოციალურად დაუცველთა სხვადასხვა ჯგუფები, ასევე შშმ პირები არიან დასაქმებულნი. შესაბამისი მემორანდუმი […]
“ბორჯღალოსნები” ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად
6 და 12 ნოემბერს ბორჯღალოსნებს „დინამო არენაზე“ რაგბის მხარდამჭერი გუნდის – “ბორჯღალოსნების” ქომაგობა გარანტირებული ექნებათ. „ბორჯღალოსნების“ საბჭოს წევრის, ილია როდონაიას თქმით, გუნდის წვრები რამდენიმე საათით ადრე შეიკრიბებიან და ქალაქში შესაბამის ატმოსფეროს შექმნიან: „ურუგვაისთან და სამოასთან მატჩებზე მარჯანიშვილის მეტროდან 4 საათზე დავიძრებით და სტადიონამდე ხმაურიან მსვლელობას მოვაწყობთ. 300-ზე მეტმა ჩვენმა წევრმა უკვე დაგვიდასტურა მონაწილეობა და ვფიქრობ, […]
ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსანთა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები შემოდგომის ტესტ-მატჩებზე 3 დაპირისპირებას გამართავს. 6 ნოემბერს, “ბორჯღალოსნები” ურუგვაის დაუპირისპირდებიან. 12 ნოემბერს საქართველოსა და სამოას მატჩი შედგება, ხოლო 19 ნოემბერს უელსი ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” გვიმასპინძლებს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლევან მაისაშვილმა შემოდგომის ტესტებისთვის “ბორჯღალოსანთა” შემადგენლობა დაასახელა. 2022 წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებს საქართველო 7 დებიუტანტით ხვდება. ტრავმისა თუ სხვა მიზეზებით გუნდს […]