იტალიური მედია საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის “უდინეზეში” პოტენციური ტრანსფერის შესახებ წერს. “მცველი, რომელიც როდრიგო ბეკაოს შეცვლის, შესაძლოა რუსეთიდან მოვიდეს. დაკვირვების ქვეშ მყოფი ფეხბურთელი საბა საზონოვია. ნამდვილი კოლოსი, იმის გათვალისწინებით, რომ ის თითქმის ორი მეტრია და ჯერ კიდევ ოცდაერთი წლისაა. ამ ტრანსფერის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს. ვნახოთ, სერიოზულად არის თუ არა დაინტერესებული უდინეური […]
განახლებული შეთავაზება ნაპოლის – ნიუკასლი 100 მილიონზე მეტს იხდის
ევროპული მედიის ინფორმაციით, “ნიუკასლმა” საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებისთვის “ნაპოლის” განახლებული შეთავაზება გაუგზავნა. ახალ შეთავაზებაში ნაცვლად 82 მილიონი ევროსი, რომელიც, პირველ წინადადებაში იყო დასახელებული, “კაჭკაჭები” 100 მილიონ ევროს იხდიან. Corriere dello Sport-ის ცნობით, პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში გასულ კლუბებს სანდრო ტონალის ტრანსფერის შემდეგ, იტალიის სერია A-ს სხვა გამორჩეული ფეხბურთელების დამატებაც სურთ და მთავარ აქცენტს სწორედ ნეაპოლელთა ქართველ […]
ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
“სარბიელის” მიერ ორგანიზებული საქართველოს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შედეგები ცნობილი გახდა. 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად სპორტული მედიის წარმომადგენლებმა ერთხმად, ცხადია, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს. 22 წლის ფეხბურთელი გამოკითხვაში მონაწილე 85-დან 84-მა სპორტულმა ჟურნალისტმა პირველ პოზიციაზე დაასახელა, საერთო ჯამში კი 254 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გიორგი მიქაუტაძეს […]
გულშემატკივრების გამოკითხვაში ზურიკო დავითაშვილის გოლი ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა
უეფას ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის A ჯგუფის მესამე ტურში, ნიდერლანდების ნაკრების კარში ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი გოლი უეფას გამოკითხვაში გულშემატკივრებმა მეორე ადგილზე დაასახელეს. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, რომელიც UEFA-ს ვებ-გვერდზე ჩატარდა, დავითაშვილის გოლი ევროპელმა გულშემატკივრებმა ხმის მიცემის შედეგად მეორე პოზიციაზე გავიდა. 22 წლის ქართველზე წინ მხოლოდ პორტუგალიელი ჟოაო ნევეშის გოლი გავიდა, რომელმაც ბელგიელთა კარის […]
აზერბაიჯანული მედია: სოლომონ კვირკველიამ ბაქოს ნეფთჩი დატოვა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვირკველიამ ბაქოს “ნეფთჩი” დატოვა. azerisport.com-is ცნობით, გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუმინული ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ადრიან მუტუმ ქართველ ფეხბურთელთან მუშაობა არ გადაწყვიტა. კვირკველიამ, რომელიც კარიერის განმავლობაში ყაზანის “რუბინში”, “ნეფთეხიმიკში”, მოსკოვის “ლოკომოტივში”, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინულ “მეტალისტში” და “გაგრაში” ითამაშა, აზერბაიჯანის დედაქალაქში 1 სეზონი გაატარა და 42 მატჩში 2 გოლის […]
გალათასარაი საბა საზონოვით დაინტერესდა
თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატება თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გრანდს, “გალათასარაის” სურს. ირკვევა, რომ თურქეთის მოქმედ ჩემპიონს, რომელიც 2023/24 წლების სეზონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, დადებითად უყურებს შემადგენლობის გაღრმავებასა და გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირებას. აღნიშნულია ისიც, რომ ჯერ მოსკოვის “დინამოსთვის” სტამბულელებს ოფიციალური შეთავაზება არ გაუგზავნიათ, მაგრამ […]
ფრანგული მედია საქართველოს ნაკრების და “ბორდოს” შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ფრანგული წყაროს ცნობით, “ჟირონდინებმა” 22 წლის ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 9 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზება მიიღეს, რომელიც იტალიურმა კლუბმა გამოაგზავნა. “რა თქმა უნდა, არის შემოთავაზებები, რომელთა განხორციელებაც სულაც არ გვინდა. საუბარი იმ ფეხბურთელებზეა, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან სატრანსფერო სიაში. სატრანსფერო ფანჯრის […]
ზურიკო დავითაშვილის გოლი ევროპის ჩემპიონატის სამ საუკეთესოს შორის მოხვდა
საქართველოს 21-წლამდლეთა ნაკრების ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე შთამბეჭდავ და ისტორიულ გამოსვლას კიდევ ერთი აღიარება და გამოხმაურება მოჰყვა. ზურიკო დავითაშვილის გოლი, რომელიც 22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრების კარში გაიტანა, ტურნირის 3 საუკეთესო შორის დასახელდა. ზურიკო დავითაშვილს მხოლოდ საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, არნუ კალიმუნეომ და ვიცე-ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების შემტევმა, სერხიო გომესმა აჯობეს, რომელიც საუკეთესო 3 […]
ლუკა ლოჩოშვილით ლა ლიგის გუნდი ინტერესდება
საქართველოს ნაკრების და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი “კრემონეზეს” ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის მიმართ ინტერესს ლა ლიგის წარმომადგენელი კლუბი იჩენს. GolaTV-ის ცნობით, 25 წლის ქართველი მცველის დამატების სურვილი მადრიდულ “რაიო ვალეკანოს” აქვს, რომელსაც დაცვის ხაზის გაძლიერება სურს და ამ პოზიციაზე მოთამაშე 2 ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის და “ბეშიქთაშის” ხავიერ მონტეროს დამატებას გეგმავს. 🚨 El @RayoVallecano quiere reforzar su centro de […]
ლევან კუტალია კარიერას ალაშკერტში გააგრძელებს
გამოცდილი ქართველი თავდამსხმელი, ლევან კუტალია საკლუბო კარიერას სომხურ “ალაშკერტში” გააგრძელებს. 33 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს 2023 წლის 7 ივლისს შეუერთდა – ამის შესახებ მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გამოაცხადა. ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნული ლიგის გამარჯვებული 3-ჯერ გახდა, 2019 წელს კი 20 გატანილი გოლით საუკეთესო ბომბარდირის წოდებაც მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მას “დინამო თბილისის”, ქუთაისის “ტორპედოს”, ქობულეთის […]
“მამარდაშვილის ბაიერნში ტრანსფერი ვალენსიას მოთხოვნაზეა დამოკიდებული” – ფაბრიციო რომანო
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული საფეხბურთო ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის “ბაიერნში” პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს. “მეტი იან სომერის შესახებ. მის კონტრაქტში არის წასასვლელი პუნქტი, რომელიც საშუალებას აძლევს მას დატოვოს კლუბი იმავე საფასურით, რომელიც “ბაიერნმა” მის გასაფორმებლად გადაიხადა. “ბაიერნს” ჰყავს მამარდაშვილი სატრანსფერო სიაში, როგორც ახალი მეკარე, […]
“ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – უცხოური მედია საბა საზონოვს ვრცელ სტატიას უძღვნის
საქართველოს 21-წლამდელთა და ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის შესახებ ინდონეზიურმა ვებ-გვერდმა idntimes.com-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და მისი კარიერის ევროპულ პერსპექტივას გაუსვა ხაზი. “საბა საზონოვი, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების კედელი, რომელსაც შეუძლია ევროპის ელიტარულ ლიგაში გადასვლა” – ასე სათაურდება სტატია, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებში მის უფროს თანაგუნდელებს, საბა საზონოვსაც სჭირდება ფართო საზოგადოების ყურადღება. მისი […]