საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში სამ შეხვედრას გამართავს. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობას დღეს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა – ეროვნულ გუნდს ,,დინამო ბათუმის” შემტევი, გიორგი ფანცულაია ვერ დაეხმარება. უკვე ცნობილია, რომ 27 წლის ფეხბურთელს მისივე თანაგუნდელი, გიორგი ზარია ჩაანაცვლებს, რომელიც ნაკრების დებიუტანტია. საქართველო 2 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში კოსოვოს უმასპინძლებს, […]