ვილი სანიოლი: “ეროვნული ლიგა ნაკრებში მოსახვედრად პრობლემას არ წარმოადგენს”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, საქართველოში პირველი პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს საჯაროდ პირველად უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მან სანაკრებო სიაში შეიყვანა. “რა თქმა უნდა, მას მერე, რაც საქართველოში ჩამოვედი, ყველა ფეხბურთელის თამაში ვნახე და მათ შესაძლებლობებს გავეცანი. ნაკრების ყველა კანდიდატს თვალს ვადევნებდი, […]
ვილი სანიოლი: “შვედეთთან ვნახეთ, რომ სანახაობრივი ფეხბურთის თამაში შეგვიძლია, მინდა ეს მომავალშიც ვნახო”
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარევი ეტაპის მეორე ტურის წინ, პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის შვედეთთან ჩატარებულ შეხვედრასა და ფეხბურთელების ინდივიდუალურ შედეგებზე. “შვედეთთან მატჩში ჩემი ფეხბურთელების თამაშით ამაყი ვარ. რა თქმა უნდა, ორი დღის შემდეგაც იგივეს ვფიქრობ. ჩვენი პირველი შეხვედრის […]
გადაწყვეტილია: ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს – ქართველი მწვრთნელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
მიმდინარე საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, თემურ ქეცბაია “ანორთოსისის” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ ქართველმა სპეციალისტმა “აპოლონთან” კვიპროსის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის შეხვედრის ფრედ დასრულების (1:1) შემდეგ ისაუბრა. “იმის მიუხედავად თუ რომელ გუნდს უფრო მეტი ქულა აქვს, ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ აქამდე მოვედით. ჩვენ ვითამაშეთ ის, რაც ვიცით. ამ სეზონში ჩვენ ჩემპიონატიდან ევროსაგზურის მოპოვება ვერ მოვახერხეთ […]
მერაბ ურიდიამ სეზონში მე-16 გოლი მოედნის ცენტრიდან გაიტანა (ვიდეო)
2 ივნისი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2 ივნისს, რუმინეთის ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, რომ “ჯვაროსნებისთვის” 2 ივნისი წარუმატებელი მატჩებით გახდა დასამახსოვრებელი და იმედი გვაქვს, რუმინეთთან მატჩში ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ნავსის გატეხვას მოახერხებენ. აქამდე, 2 ივნისს საქართველოს ნაკრებმა სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე […]
როდის და სად გადავა ხვიჩა კვარაცხელია? – მამუკა ჯუღელის კომენტარი
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა, TV იმედის გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში, ქართული ფეხბურთის ამოავალი ვარსკვლავის კარიერული მომავლის შესახებ ისაუბრა და განმარტა თუ როდის და სად შედგება 20 წლის ტალანტის ტრანსფერი. “კვარაცხელიას მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. გვაქვს იტალიური, გერმანული და ინგლისური კლუბების წინადადებები. სატრანსფერო ფანჯარა ახლახანს დასრულდა და მოლაპარაკებები დაიწყო. კლუბი ყველა […]
“ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა” – გიორგი ქვილითაია აპოელში ვიცე-კაპიტნად აირჩიეს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან და ისტორიულ კლუბში ვიცე-კაპიტნად აირჩიეს. ქართველი ფორვარდი იმ ოთხეულში მოხვდა, რომელსაც ახალი სეზონიდან გუნდისთვის ლიდერობის გაწევა მოუწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი თავად 27 წლის ფეხბურთელმა გააკეთა: “ახლა პირველი შემთხვევაა, როცა გუნდის ლიდეორბის პასუხისმგებლობა მენიჭება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთ საფეხბურთო კლუბში, რომელსაც აქვს ტრადიცია და უზარმაზარი ისტორია, ზუსტად […]
5 საფეხურით უკან – საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა
16 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგები განაახლა. განახლებული მონაცემებით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები FIFA/კოკა-კოლას რეიტინგში 96-ე ადგილს იკავებს, რაც წინა შედეგთან შედარებით 5 პოზიციით ნაკლებია. აქამდე, საქართველოს ნაკრებს 91-ე ადგილი ეჭირა, 2017 წლის შემდეგ (103) კი ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სექტემბრის თვეში განახლებული ციფრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ვიეტნამმა, ლუქსემბურგმა, იორდანიამ კონგომ და ბაჰრეინმა გადაასწრეს. რაც […]
ვილი სანიოლი: “კოსოვოსთან წაგებით გაწბილებული ვარ, მინდა კარგი იმიჯით წარმოვჩინდეთ”
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები კოსოვოს პრიშიტინაში დაუპირისპირდება, “ჯვაროსნების” მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა. “კოსოვოსთან წაგებამ გაგვაწბილა და ის, რაც მე ახლა ფეხბურთელებისგან მინდა, არის კარგი მომზადება და იმიჯის კარგად წარმოჩენა და იმედი მაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ. მე არ მინდა კომენტარი გავაკეთო მეტოქეზე. მაგრამ რაც მე შემიძლია ვთქვა იმ […]
ოფიციალურად: საქართველო-შვედეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრას – საქართველო-შვედეთი, გულშემატკივარი დაესწრება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად, საქართველო – შვედეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი […]
დინამოში ცვლილებები იწყება – თბილისურ კლუბს ორი ფეხბურთელი ტოვებს
მას მერე, რაც “დინამო თბილისმა” ეროვნული ლიგის ტიტული “დინამო ბათუმს” გადააბარა, ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ გუნდში საკმაოდ დიდი ცვლილებები დაანონსა. როგორც Live.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უახლოეს პერიოდში სერბი ნახევარმცველი, მილან რადინი და ქართველი შემტევი, ნოდარ ქავთარაძე დატოვებენ, თუმცა ცვლილებები ამით არ დასრულდება და 18-გზის ჩემპიონი სხვა ადგილობრივ […]
ავთანდილ ასათიანი: “საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, თუმცა გუნდში კარგი განწყობაა”
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა. “მოწინააღმდეგე ძალიან ძალისმიერი და ტექნიკურად გამართული გუნდია, რომელიც ხშირად იყენებს მეხუთე მოთამაშის უპირატესობას. ვარჯიშებზე ვამუშავებთ ტაქტიკას, რომელსაც მათ დავუპირისპირებთ. უეფას რეიტინგში ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენზე წინაა. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი ჰქონდათ საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველი ადგილი დაიკავეს ისეთ ძლიერ ჯგუფში, სადაც რუმინეთი და სერბეთი ჰყავდათ. საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, თუმცა ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუსტი მოწინააღმდეგე გამორიცხულია. ასეთ დონეზე ყველა თამაში ძალიან მაღალი დონისაა. ვიცი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და თამაშის საწყისი წუთები ბევრ რამეს გვიჩვენებს. ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად მზად ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბრძოლისუნარიანობას მოედანზე. ასე რომ, არც ერთი მილიმეტრი არ უნდა დავუთმოთ მეტოქეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსები, რომ ვიფიქროთ წარმატებაზე. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდაგავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შევძლოთ. საბედნიეროდ ტრავმები არ გვაქვს და თითქმის იგივე შემადგენლობა გვექნება, რაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყო. ფსიქოლოგიურად გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. აქამდე მოვედით და ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. თუ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, მეტად გასახარი იქნება. კარგი განწყობაა და გუნდში ზედმეტი დაძაბულობა არ არის. მხოლოდ ის იგრძნობა, რომ ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და მაქსიმუმის არ გაკეთების შემთხვევაში შედეგის მიღწევა ძნელი იქნება”, – თქვა ავთანდილ ასათიანმა. საქართველოსა და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებების დაპირისპირება 26 იანვარს, ნიდერლანდების ქალაქ გრონინგემში გაიმართება და თბილისის დროით […]