3-მილიონიანი შეთავაზება – წიტაიშვილის დამატება MLS-ში სურდათ
შესაძლო იყო, საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, გიორგი წიტაიშვილს კარიერა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გააგრძელებინა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება, სადაც იწერება, რომ MLS-ის ბინადარი ერთ-ერთი კლუბი ქართველი ფეხბურთელის დამატების მიზნით, კიევის “დინამოს” 3 მილიონ ევროს სთავაზობდა. “MLS-დან ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა. წიტაიშვილის დამატების მიზნით სამ მილიონ ევროს მთავაზობდნენ, თუმცა მე ის დავარწმუნე, რომ უნდა დარჩენილიყო, რათა უკრაინის […]
ვაკო გვილია: “ნაკრებში ამხანაგური მატჩები არ არსებობს”
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ვაკო გვილიამ, მოახლოებული ამხანაგური მატჩების წინ, კომენტარი გააკეთა. “ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება, ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს გასვლაზე. რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი კეთდება ივნისის თამაშებისთვის მოსამზადებლად. ნაკრებში ამხანაგური შეხვედრები არ არსებობს. ეროვნულ გუნდში ყოველთვის მოსაგებად ჩამოვდივართ, ახალი სქემების და ტაქტიკის შესამუშავებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ივნისის ოფიციალურ […]
იტალიური მედია: ტრანსფერი დახურულია – კვარაცხელია ნაპოლიში ითამაშებს
საფეხბურთო კლუბ “ნაპოლის” პარტნიორ რადიოზე დაყრდნობით, იტალიური მედია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოცემა, Corriere dello Sport-ი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ვინგერის, ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლიტანურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია. წყაროს ცნობით, კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მატიაშკრისტიანო ჯიუნტოლიმ ყველა დეტალი მოაგვარა და 21 წლის ქართველთან ერთად, ურუგვაელი მარცხნა მცველი, მატიაშ ოლივეირა ფაქტობრივად გაიფორმა, ახლა კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის კიდევ 5 […]
ოთარ კაკაბაძე: “ვეცდებით გულშემატკივრის რაოდენობა უფრო გავზარდოთ”
მატჩის წინ, ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში მდებარე “ლუდოგორეცის ჰუვეფარმა არენაზე”, საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ქართველი ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. “პირველ რიგში, მინდა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ფავორიტთან არ გვითამაშია, გიბრალტართან მატჩს “დინამო არენაზე” ძალიან ბევრი ქომაგი დაესწრო და იმედია მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ გასვლით შეხვედრებში ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. უკვე მეორედ მომეცა იმის შესაძლებლობა, […]
ახალი კონტრაქტი და 100 მილიონი – ვალენსია და მამარდაშვილი შეთანხმდნენ
ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და საფეხბურთო კლუბი “ვალენსია” ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის პირობებიც შთამბეჭდავია. AS-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილისთვის კონტრაქტის განახლება “ვალენსიას” ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ამ მიზნის მიღწევაზე “ღამურების” ხელმძღვანელობა მაისის თვიდან მოყოლებული მუშაობს. მამარდაშვილი ლა ლიგის 10 ყველაზე ძვირადღირებულ მეკარეს შორისაა წყაროს ცნობით კლუბმა მამარდაშვილი და მისი წარმომადგენლები შეხვედრაზე დაიბარა, […]
ხვიჩა კვარაცხელია: “აქ დიდი ტიტულების მოსაგებად მოვედი” | VIDEO
“ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას 5-წუთიანი ინტერვიუ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ფეხბურთელი საკუთარ თავს გულშემატკივარს უკეთ აცნობს. “მოგესალმებით მეგობრებო. მე კვარა ვარ, 20 წლის და მოგიყვებით ჩემს ისტორიას. მე საქართველოდან ვარ. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. როდესაც პატარა ვიყავი, სტადიონზე ფეხბურთს ყოველთვის ვთამაშობდი. ფეხბურთი ძალიან მიყვარს. ფეხბურთის თამაში დაახლოებით 8 წლის […]
მეორე ქულა და მორიგი სრული მატჩი – ლოჩოშვილის გუნდმა ბერგამოდან ფრე წამოიღო
საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის სერია A-ში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. მეხუთე ტურის დაპირისპირებაში, “კრემონეზემ” ბერგამოში მიმდინარე გათამაშების ლიდერ, “ატალანტასთან” ფრე – 1:1 ითამაშა. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევრის შუაში გუნდებმა გოლები გაცვალეს. ანგარში მერიჰ დემირალმა 71-ე წუთზე გახსნა, სტუმართაგან კი წონასწორობა 8 წუთში ემანუელე ვალერიმ აღადგინა. რაც შეეხება უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია თავისი გუნდის […]
საქართველო – ყაზახეთი: ურთიერთშეხვედრების ისტორია
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი დასრულებულია. საქართველოს ნაკრები აღნიშნული გათამაშების C დივიზიონის ტრიუმფატორი გუნდი გახდა. გარდა იმისა, რომ 5 გამარჯვებისა და 1 ფრის დამსახურებით ვილი სანიოლის გუნდმა საკუთარი ჯგუფის მოგება მოახერხა, 16 დაგროვილი ქულით 4 გამარჯვებულს შორის საუკეთესოც აღმოჩნდა და სასურველ შედეგს ზედმიწევნით მიაღწია. მას შემდეგ, რაც პარალელურ ჯგუფში საბერძნეთის ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას – […]
Corriere dello sport: “ნაპოლის შედეგებში მთავარი გადამწყვეტი ფიგურა კვარაცხელიაა”
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა corriere dello sport-ი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და “ნაპოლის” ბოლოდროინდელ წარმატებაში მის წვლილს ახსენებს. “ირვინგ ლოსანოსა და მატიას ოლივეირას გოლების შემდეგ, ამ სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობიდან გატანილი გოლების ავტორების რაოდენობა უკვე 12-მდე გაიზარდა, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს არის ის შედეგი, რომლის უკანაც პირველ რიგში […]
ნიკა კვეკვესკირმა ლეხთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, პოზნანის “ლეხთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. პოლონეთის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა უკვე მეორედ გაახანგრძლივა. “ამ კლუბში ჩემი თავგადასავალი მარტივად არ დაწყებულა, მაგრამ ეტაპობრივად გუნდში ჩემი თავი დავიმკვიდრე და საკუთარი ღირებულების წარმოჩენა შევძელი. გავხდი ფანტასტიკური გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე. ეს თასი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, მით […]
topsoccerblog.com-მა საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თავის პოზიციაზე მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის 2023 წლის 10 საუკეთესოს შორის დაასახელა. 22 წლის მეკარე მე-9 პოზიციაზე გავიდა და სტატიის ავტორმა იგი შემდეგი კომენტარით შეაფასა: “გიორგი მამარდაშვილმა ძალიან პატარა ასაკში გაითქვა სახელი მშობლიურ ქვეყანაში, საქართველოში. 2021 წელს ის შეუერთდა ლა ლიგის გუნდს, ვალენსიას, ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის პუნქტით. ის […]
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, “ნაპოლის” და მისი შესანიშნავი სათამაშო სტილისა და ფორმის შესახებ ისაუბრა. “ახლა მხოლოდ “ნაპოლის” მატჩებს ვუყურებ, რომელიც იტალიასა და ევროპაში ერთობა და ეს ყველაფერი ლუჩიანო სპალეტის დამსახურებით ხდება. დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის სიტყვა “სიურპრიზი”. ის, რომ “ნაპოლი” ევროპის მასშტაბით მხიარულ განწყობაზეა, ეს მთლიანად სპალეტის დამსახურებაა. სპალეტისგან, […]