კლიმენტი წიტაიშვილი: “ჩემი შვილით და საქართველოთი ვამაყობ – კარიერის გარძელების რამდენიმე ვარიანტი გვაქვს”
საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის მამამ, კლიმენტი წიტაიშვილმა ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალზე და ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დროს საქართველოში არსებულ გარემოზე ისაუბრა. “თბილისში ახლა გიჟური ატმოსფეროა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებს და ეს ფაქტია. მალე ყველა გაიცნობს ქართველ ფეხბურთელებს. ბედნიერი ვარ ჩემი შვილის და ასევე მთელი ქვეყნის გამო. ყველა ბედნიერია – ისტორია […]
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, რომელსაც საქართველო და რუმინეთი მასპინძლობენ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა და სადებიუტო ტურნირზევე 1/4-ფინალამდე მიღწევა მოახერხა. ტურნირზე წაუგებლად და წარმატებით სვლაში ერთ-ერთი გამორჩეული ქართველთა შემადგენლობაში გუნდის ვიცე-კაპიტანი ზურიკო დავითაშვილია, რომლის ტრანსფერიც ფრანგულმა “ბორდომ” რამდენიმე დღის წინ “დინამო ბათუმიდან” გამოისყიდა. ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშის შედეგად, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ […]
“4 წლის შემდეგ ლორიას და ანორთოსისის გზები იყრება – ქართველი სამშობლოში ბრუნდება” – კვიპროსული მედია
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია “ანორთოსისს” ტოვებს და დიდი ალბათობით, სამშობლოში დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს და წერს, რომ 4-წლიანი პერიოდის შემდეგ, გამოცდილი ქართველო გოლკიპერი კლუბს ემშვიდოებება. “ანორთოსისი” და გიორგი ლორია დაშორდნენ და ქართველი მეკარე “ანტონის პაპადოპულოსის არენას” ოთხი წლის შემდეგ ტოვებს. მხარეები თანამშრომლობის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ გარემოებას გამოცდილი მეკარის “დინამო თბილისთან” […]
გურამ კაშია: “დამიჯერეთ, ნიჭიერი ქართველები ევროპას დაიპყრობენ”
უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპიდან გასვლის საქმეში გადამწყვეტი შეხვედრა ნიდერლანდების 21-წლამდელთა ნაკრებთან ელის. გამარჯვების შემთხვევაში, რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში პირველ პოზიციას გაინაღდებს, თუმცა პარალელურ შეხვედრაზე (ბელგიასა და პორტუგალიას შორის) სასურველი შედეგით დასრულების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს შესაძლოა ფრე ან მარცხიც კი ეყოს. აღნიშნული უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, […]
მორიგი აღიარება: მიქაუტაძე საფრანგეთში სეზონის აღმოჩენა გახდა
საქართველოს ნაკრების ლიდერი, გიორგი მიქაუტაძე 2022/23 წლების სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის აღმოჩენად დასახელდა. “მეცის” ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა გამოარჩია და მას აღნიშნული ჯილდო მიაკუთვნა. გარდა ამ პრიზისა, 22 წლის ქართველი ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. მიქაუტაძე, რომელმაც განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე […]
უეფას ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრის წინ, ბელგიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და “მილანის” ნახევარმცველმა, შარლე დე კეტელაერმა საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა. “როგორც ჩვენმა მწვრთნელმა აღნიშნა ნიდელრანდების ნაკრების წინააღმდეგ გუნდური სულისკვეთებით და ხარისხით ვითამაშეთ. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ვფიქრობ ჩვენმა მეტოქემ ხასიათი და სულისკვეთება აჩვენა, ასევე გასათვალისწინებელია, რომ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ კარის […]
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ბერგამოს “ატალანტას” კარში გატანილი გოლი 2022/23 წლების სეზონის იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესოდ დასახელდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა აღნიშნული გოლი 2023 წლის 11 მარტს 26-ე ტურის ეგიდით გაიტანა, როცა მარტოდმარტო 8 მეტოქის წინაშე დარჩენილმა მეტოქის კარის აღება შესანიშნავი ცრუმოძრაობების შემდეგ ზუსტი დარტყმით შეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლი ატალანტას წინააღმდეგ […]
რამაზ სვანაძე: “კარგი მატჩის მიუხედავად, ბელგიასთან სიფრთხილე და კონცენტრაცია გვმართებს”
21-წლამდელთა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ, საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. “ტურნირის ყველა შეხვედრა რთული იქნება და ბელგიასთანაც რთულ მატჩს ველოდები. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიასთან კარგი თამაში ვაჩვენეთ, ბევრი რამ გამოსასწორებელი გვაქვს – პირველ რიგში შეტევის ხაზში. გარკვეული სირთულე […]
კვიპროსული მედია: “გოჩოლეიშვილის დამატება ექს-ჩემპიონს სურს”
კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და დონეცკის “შახტარის” შემტევი ნახევარმცველის დამატებით კვიპროსის ექს-ჩემპიონი ლიმასოლის “აპოლონი” ინტერესდება. kerkida.net-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “აპოლონს” სურს ისეთი ახალგაზრდები დაიმატოს, რომელიც გუნდს შედეგებს მალევე მოუტანს და ამავე დროს მომავლის ინვესტიციაც იქნება. ამ სიაში კი ერთ-ერთი მოწინავე 22 წლის ქართველი, უნივერსალური თვისებების მქონე ფეხბურთელია. ნათქვამია ისიც, რომ კვიპროსელები უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე […]
ვალენსიამ მამარდაშვილის შემცვლელი აირჩია და ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიას” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს რომ დატოვებს, ეს თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. მთელი წლის განმავლობაში აქტიური საუბარი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ 22 წლის ქართველი მეკარე კლუბს შეიცვლის, ბოლო რამდენიმე დღე კი განსაკუთრებულად ლონდონის “ტოტენჰემი” გააქტიურდა, რომელიც ფეხბურთელის დამატებით უკვე დიდი ხანია ინტერესდება. როგორც უახლოესი საათების განმავლობაში ესპანურ მედიაში გავრცელებული ცნობებით […]
ვილი სანიოლი: “საქართველო ოცნების ასრულების გზაზეა და ამ მიმართულებით გლაზგო სწორი დანიშნულების ადგილია”
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. “კვიპროსი მეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა. ვფიქრობ, პრობლემა იყო, რომ შემტევი ტიპის ფეხბურთელები დაცვაში აქტიურად არ მოქმედებდნენ. გუნდში ბალანსი ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ალბათ უყურეთ საფრანგეთისა და გიბრალტარის ნაკრებების მატჩს, თუმცა […]
კვიპროსი – საქართველო: მატჩის მსაჯთა ვინაობა ცნობილია
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის ეგიდით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კვიპროსის ეროვნულ გუნდს სტუმრად, ლარნაკაში, “აეკის” სტადიონზე დაუპირისპირდება. საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების შეხვედრას პორტუგალიელ მსაჯთა ბრიგადა ფაბიო ვერისიმოს ხელმძღვანელობით მოემსახურება. ლეირიაში დაბადებული 40 წლის არბიტრი ფიფას კატეგორიის რეფერის სტატუსს 2015 წლიდან ატარებს, ხოლო პორტუგალიის რანგით ყველაზე მაღალი დივიზიონის მატჩებს 2014 წლის შემდეგ მსაჯობს. […]