მსოფლიო რაგბი ბულინგის მსხვერპლი ბავშვის გასამხნევებლად გაერთიანდა
მარკ პაგსლიმ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისი 12 წლის შვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა. პაგსლის მტკიცებით, ვარჯიშზე გადაღებულ ფოტოს, იდიოტები დამცინავი კომენტარებით გამოეხმაურნენ – ამ ყველაფერმა კი მის შვილზე ძალიან ცუდად იმოქმედა. “იძულებული ვარ Facebook-ზე განთავსებული პოსტი წავშალო, რადგან იდიოტებმა დაწერეს, რომ 12-წლამდელთა გუნდში სათამაშოდ, ჩემი ბიჭი ძალიან “დიდია”. არ იციან რამდენს შრომობს […]
რაგბი ევროპა | შემადგენლობა 2022 წლის პირველი ორი თამაშისთვის
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. 6 თებერვალს საქართველო პორტუგალიას “მესხზე”, 15 საათზე მასპინძლობს, 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს ეწვევა. ამ თამაშებისთვის ხუთი დებიუტანტი მოემზადება და სამი მათგანი შერკინების მოთამაშეა, ორი კი ხაზის. ესენი არიან “ენისეის” ფრთა დავით მესხი, რომელიც ბორჯღალოსნებში ზაფხულშიც იყო გამოძახებული, “ბიარიცის” ბურჯი […]
შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი U20 ექვს ერში
მსოფლიო რაგბმა 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება. მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის “ალაფაზე” ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და სასიამოვნოა, რომ რთული შეხვედრის […]
ქარი ქაფზე შავი ლომის მეტოქეები ცნობილია
პირველი ქართული ფრენჩაიზი – “შავი ლომი” “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში იასპარეზებს. ტურნირი 2022 წლის 26 მარტს დაიწყება. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, “ქარი ქაფის” პირველ დივიზიონში, ქართულ ფრენჩაიზთან ერთად სამხრეთ აფრიკული და სამხრეთ ამერიკული (არგენტინა, ჩილე, ურუგვაი, პარაგვაი) კლუბები იასპარეზებდნენ, თუცმა უკანასკნელი ცნობების თანახმად, “შავი ლომი” მხოლოდ აფრიკულ კლუბებს დაუპირისპირდება. rugger.info-ს მტკიცებით, “შავი ლომის” მეტოქეები ზიმბაბვეს, ნამიბიისა […]
მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები! დავით ნინიაშვილი
2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა. 19 წლის ბორჯღალოსანი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან “პოს” ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა: პირველი ლელოს ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში […]
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან – ხუთი ლელო საფრანგეთიდან
2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა. წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს. ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში 19 წლის […]
ბორჯღალოსნები ერთ თვეში იწყებენ
2022 წლის პირველ მატჩამდე ბორჯღალოსნებს ზუსტად ერთი თვე დარჩათ. რაგბი ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, 5 თებერვალს ორი თამაშით იხსნება – რუმინეთი რუსეთს ბუქარესტში მასპინძლობს, ესპანეთი კი ნიდერლანდებს მადრიდში დაუხვდება. ტურის დასკვნით მატჩში 6 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პორტუგალიას “ავჭალაზე” 15 საათზე მიიღებს და მისი მიჯრით მეათედ დამარცხებით, საფრანგეთისკენ […]
კლოდ სორელი: ქართულ რაგბს უნდა ჰქონდეს თავისი განსაკუთრებული იდენტობა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, იოსებ ტყემალაძის ინიციატივით პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭო იქმნება, რომელიც ვეტერანი მორაგბეებითა და სხვადასხვა დარგის პროფესიონალებით დაკომპლექტდება. საბჭო პერიოდულად შეიკრიბება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე პრეზიდენტისთვის რეკომენდაციებს მოამზადებს. პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში იქნება ფრანგი მწვრთნელი კლოდ სორელი, რომელიც საქართველოში 1996 წელს ჩამოვიდა, ქართველ სპეციალისტებს და მორაგბეებს რაგბის ანი-ბანი შეასწავლა, გზა გაუხსნა ქართველ ლეგიონერებს ფრანგული კლუბებისკენ […]
რაგბის კავშირის საერთო კრება – ვეტერანები, ანგარიში, ბიუჯეტი და აჭარის რეგიონი
თბილისი “მარიოტში” საქართველოს რაგბის კავშირის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) გაიმართა, რომელსაც 36 ნამდვილი წევრიდან 33 დაესწრო. აღსანიშნავია, რომ ნამდვილ წევრთა სიას სარაგბო კლუბი ‘ავჭალა’ დაემატა (ერთი ხმის უფლებით). ქვეყანაში არსებული კოვიდ-პანდემიის გათვალისწინებით, საერთო კრებაზე (ყრილობაზე) დასწრების უფლება ნამდვილი წევრის (დელეგატის) მხოლოდ ერთ პირს, ან უფლებამოსილი პირის წარმომადგენელს ჰქონდა. ყრილობა ვეტერანი მორაგბეების დაჯილდოვებით დაიწყო. ისინი ვეტერან […]
სუპერ თასი | შავი ლომი – ნახევარფინალი ისრაელიდან
“შავმა ლომმა” წლის ბოლო მატჩში “თელავივ ჰითი” ლამაზ სტილში, 52:28 დაამარცხა და სამით მეტი ლელოს გატანისთვის დამატებითი ბონუსიც წამოიღო. გამარჯვებამ ჩვენს გუნდს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაუბრუნა და ნახევარფინალის საგზურიც დაუბევა. ახლა “ენისეისთან” გადადებულმა შეხვედრამ უნდა გაარკვიოს, ვინ უმასპინძლებს ნახევარფინალში ესპანურ “იბერიანზს” და ვინ გაემგზავრება პორტუგალიაში “ლუზიტანუშთან” სათამაშოდ. აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის წინ, […]
შოთა თევზაძე – ერთი საფეხურით მაღლა
ქართველ რეფერის შოთა თევზაძეს კარიერაში საინტერესო პერიოდი უდგას – 12 დეკემბერს მას კასტრში ჩემპიონთა თასზე დებიუტი ჰქონდა, 15-ში კი “ავჭალაში”, რაგბი ევროპის სუპერ თასის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრას განსჯის. წელს ჩემპიონთა თასზე ქართველი მსაჯების დებიუტი შედგა. ფრანგული “კასტრისა” და ინგლისური “ჰარლიქუინსის” დაპირისპირებაში რეფერი ნიკა ამაშუკელი იყო, შოთა თევზაძე კი კიდიდან ეხმარებოდა. საგულისხმოა, რომ საბა აბულაშვილი მეორე […]
ლეგიონერები | საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
19 წლის ქართველი უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის “ხვამლიდან” ტოპ 14-ის “ლიონში’ ზაფხულში გადავიდა, ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2021/22 წლების ევროტურნირების პირველ ტურში მისმა “ლიონმა” ინგლისურ “გლოსთერს” უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. ნინიაშვილმა, რომელიც ფრანგულ კლუბს ზაფხულში შეუერთდა სრულად ითამაშა და 9 შეტევით ჯამში 53 მეტრი მოიგო, რაც მასპინძელთა […]