ლეგენდარული ქართული ბრენდი და ქართული რაგბი ერთიანდებიან
მინერალური წყალი „ბორჯომი“ რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი გახდა. მემორანდუმს „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ივანე მაჭავარიანმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ ხელი დღეს მოაწერეს. ივანე მაჭავარიანი: „მინერალური წყალი „ბორჯომი“ 130 წელზე მეტია ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. საქართველოს სპორტულ ტრადიციას წარადგენენ საერთაშორისო ასპარეზზე ბორჯღალოსნებიც. უნიკალური მინერალური შემადგენლობიდან გამომდინარე, „ბორჯომი“ ენერგიის […]
ლეგიონერები | გურამ პაპიძის პირველი ლელო ტოპ 14-ში
“ლა როშელის” ბურჯმა გურამ პაპიძემ, ტოპ 14-ის მეოთხე ტურში “ბიარიცს” ლელო გაუტანა. 24 წლის ქართველი “ლა როშელს” ზაფხულში შეუერთდა და ელიტურ დივიზიონში პირველ სეზონს ატარებს. მისი გუნდი მასპინძელი იყო, ორის წილ 9 ლელო გაიტანა და ბონუსიც ჩაიწერა – 59:17. პაპიძე “ლა როშელის” რიგებში 45-ე წუთზე გამოჩნდა, 63-ეზე მოლს მოწყდა და სამ მცველთან ჭიდილში გუნდის მეექვსე […]
ლეგიონერები | დებიუტანტები ტოპ 14-ში და აფრასიძის 3 ქულა
საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, ტოპ 14-ის პირველ ტურში, მოედანზე 16 ქართველი გავიდა. რამდენიმე მათგანს ელიტურ დივიზიონში, ან ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა, გელა აფრასიძემ კი, ჯარიმით გუნდს 3 ქულა შესძინა. ტოპ 14-ში დაბრუნებულმა “ბიარიცმა”, პირველ ტურში “ბორდო” მიიღო და 27:15 გაიმარჯვა. ბასკები ბონუს-ქულის აღებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დასკვნით 6 წუთში ორი ლელო გაუშვეს და მხოლოდ 4 […]
ლეგიონერები | კოტე მიქაუტაძე ბაიონში 2023 წლამდე!
ბორჯღალოსანმა კოტე მიქაუტაძემ “ბაიონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ბორჯღალოსანთა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ გუშინ ფრანგული ტოპ 14-ის “ბაიონთან” ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. 29 წლის მორაგბე ბასკურ კლუბს მიმდინარე სეზონის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში “სამედიცინო ჯოკერის” სტატუსით შეუერთდა და გუნდის უცვლელ წევრად მალევე იქცა. კოტეს თქმით, “ბაიონს” მასთან 3-წლიანი კონტრაქტის […]
ლეგიონერები | პრო დე2 მიქაუტაძემ გახსნა
საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დე2-ის 2021/2022 წლების გათამაშება “ბაიონისა” და “აჟენის” შეხვედრით გაიხსნა. მომავალ სეზონში ლიგის 16 გუნდიდან 15-ში, სულ 48 ქართველი ლეგიონერი ითამაშებს. მათგან 26-ს კლუბთან პროფესიული, ხოლი 22-ს ესპუარების კონტრაქტი აკავშირებს. სეზონის გახსნით მატჩში “ბაიონმა” “აჟენს” ბონუსით, 37:16 სძლია. მასპინძელთა შორის 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა კოტე მიქაუტაძემ, რომელმაც ივლისში ბასკებთან 2-წლიანი კონტრაქტი […]
ლეგიონერები | საახალწლო ლელოები ტოპ 14-იდან
ახალი წლების წინა და მომდევნო დღეეებში ტოპ 14-ში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა და როგორც მე-14, ასევე მე-15 ტურში, ლელოებით თავი ქართველმა პირველხაზელებმა გამოიჩინეს. ტოპ 14. მე-14 ტური 30 დეკემბერს ‘ბორდომ’ ‘მონპელიეს’ უმასპინძლა და ბონუსით, 40:10 დაამარცხა. ჟირონდელთა რიგებში პირველიდან 57-ე წუთამდე ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა. სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია გელა აფრასიძეს. წინასაახალწლოდ, 31 […]
ლეგიონერები | საუკეთესო ნინიაშვილი, ჭეიშვილის ლელო და მსაჯების დებიუტი
19 წლის ქართველი უკანახაზელი დავით ნინიაშვილი, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის “ხვამლიდან” ტოპ 14-ის “ლიონში’ ზაფხულში გადავიდა, ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 2021/22 წლების ევროტურნირების პირველ ტურში მისმა “ლიონმა” ინგლისურ “გლოსთერს” უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა. ნინიაშვილმა, რომელიც ფრანგულ კლუბს ზაფხულში შეუერთდა სრულად ითამაშა და 9 შეტევით ჯამში 53 მეტრი მოიგო, რაც მასპინძელთა […]
ლეგიონერები | საღინაძის და ნინიაშვილის ქართული აქცენტი
ორმა ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა – ბექა საღინაძემ და დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონი საოცრად დაიწყეს. მიუხედავად ასაკისა და დებიუტანტობისა, ისინი უმოკლეს დროში იქცნენ “ლიონის” ნაწილად. ეს არ გამორჩენია პოპულარულ ფრანგულ სარაგბო გამოცემა rugbyrama-ს, რომელიც ქართველ ლეგიონერებს “ლიონის” მომავლად მიიჩნევს: “ბექა საღინაძე და დავით ნინიაშვილი “ლიონს” ზაფხულში შეუერთდნენ და მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ამდენი სათამაშო დრო […]
ლეგიონერები | ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მეექვსე ტური
საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში გასულ კვირაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა და მასში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად მიიღეს მონაწილეობა. ტოპ 14 ტოპ 14-ის მეექვსე ტურში “ლიონი” “ბიარიცს” ეწვია და ბონუსით, 40:5 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყო ბექა საღინაძე. ის მე-66 წუთზე შეცვალეს, თუმცა დასკვნით წუთებში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. მასპინძელთა ძირითადში იყო ლუკა აზარიაშვილი და 51-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში […]
ლეგიონერები | ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
სანაკრებო მატჩების დაწყებამდე, საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-9 ტურში ქართველმა ლეგიონერებმა მრავლად ითამაშეს და ერთ თამაშში ორმა მორაგბემ ჯამში 22 ქულა მოიხვეჭა. “კასტრი” “ბრივს” დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 23-22 დაამარცხა. მოედანზე ექვსი ქართველი მორაგბე გავიდა. “კასტრის” ძირითადში იყო და 48 წუთი ითამაშა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ. ის სტატიკაში კარგად იდგა და მეტოქე არაერთხელ დააჯარიმა, 32-ე […]
ლეგიონერები | ცუცქირიძის ბონუს-ლელო
საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ის მიმდინარე სეზონში გიორგი ცუცქირიძემ მეორე ლელო გაიტანა. გასულ ტურში, ისე, როგორც ზოგადად მიმდინარე სეზონში, ქართველი ლეგიონერები მოედნებზე მრავლად გავიდნენ. ტოპ 14-ის მე-8 ტურში 20-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და აქედან ერთი ვახტანგ ჯინჭარაძე დებიუტანტი იყო. ტოპ 14 ტოპ 14-ის მე-8 ტურში “პო” კლერმონს” ეწვია და ვერაფერს გახდა – 20:42. ბექა […]
ლეგიონერები | ხუთი ლელო საფრანგეთის მე-6 ტურში
საფრანგეთის ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის მე-6 ტური წარმატებული აღმოჩნდა ქართველი ლეგიონერებისთვის. გასულ კვირაში ოთხმა მათგანმა ჯამში 5 ლელო გაიტანა. ტოპ 14-ის მე-6 ტურში ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანი’ მიიღო, 8 ლელო გაუტანა და ბონუსით დაამარცხა – 52:3. გიორგი მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-19 წუთამდე დუბლი შეასრულა. მე-10 წუთზე ის რამდენჯერმე მიეძალა მეტოქის დაცვას, ბოლოს კარის […]