გიორგი ნიჟარაძე – მივმართავ საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს
საქართველოს რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა – გიორგი ნიჟარაძემ, მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოქვეყნა, რომლითაც საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს მიმართა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს გავიდა სიუჟეტები, რომელიც ქართულ რაგბში შექმნილ მდგომარეობასა და ნიჟარაძის მიმართ ფინანსურ ბრალდებებს ეხებოდა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “მივმართავ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თაობის მორაგბეს, მათ მწვრთნელებს, სპეციალისტებს, აკადემიებს და სარაგბო […]
რაგბის კავშირის განცხადება 2021 წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ
რაგბის კავშირის განცხადება 2021 წლის მორიგი საერთო კრების (ყრილობის) მოწვევის შესახებ ა(ა)იპ საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის მოწვევით 2021 წლის 24 თებერვალს, 13:00 საათზე, ავჭალის რაგბის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: თბილისი, სარაჯიშვილის გამზ. 27, გაიმართება საქართველოს რაგბის კავშირის 2021 წლის მორიგი საერთო კრება (ყრილობა) შემდეგი დღისწესრიგით: სრკ-ის გამგეობის ანგარიში; სრკ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა საერთო კრებისათვის წარდგენა, კანიდატთა გამოსვლები; სრკ-ის პრეზიდენტის არჩევა; სრკ-ის არჩეული პრეზიდენტის მიერ […]
საქართველოს რაგბის კავშირს ირაკლი აბუსერიძე უხელმძღვანელებს
30 დეკემბერს, რაგბის კლუბ “ლოკომოტივის” სავარჯიშო ბაზაზე, საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად საჭირო დელეგატების შეკრების შემდეგ, კვორუმი შედგა და ხმის მიცემის პროცედურა გაიმართა. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა. ვეტერანმა ქართველმა მორაგბებ 31 ხმა დააგროვა – მისმა მოწინააღმდეგე გოჩა სვანიძემ კი 10 ხმის დაგროვება შეძლო. საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვების […]
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია
16 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი (ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე) იბრძვის. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ფორმატისა და თარიღის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია გავრცელდა. საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა […]
რაგბის კავშირი და Live.ge დავმეგობრდით
საქართველოს რაგბის კავშირსა და სპორტულ პორტალ Live.ge-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტი ქართული რაგბის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვთა რაგბის სრულფასოვან გაშუქებას გულისხმობს. პროექტის მთავარი მიზანია, მომავალ თაობას რაგბისადმი ინტერესი გაუჩინოს და შედეგად, სპორტის ამ სახეობით მეტი ბავშვი დაკავდეს. მიზნის მისაღწევად, სრულფასოვნად გაშუქდება სარაგბო ფესტივალები, სხვადასხვა კლუბების აკადემიები, საბავშვო სამოყვარულო კლუბები, ცალკეული საინტერესო ისტორიის […]
ქართული რაგბის კლუბები საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის განცხადებას ემიჯნებიან
17 ქართული სარაგბო კლუბი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას თავი წარმატებით გაართვეს. განცხადებაზე ხელისმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან კლუბების საინიციატივო ჯგუფის ზოგიერთი წევრის მიერ, მათი სახელით გაკეთებულ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ მხარდამჭერ და საწინააღმდეგო განცხადებებს. “ჩვენ საქართველოს რაგბის კლუბები გავერთიანდით კონკრეტული მიზნის გარშემო, რომ გამოვსულიყავით ბოლო პერიოდში ქართულ რაგბში […]
რაგბის კავშირში სროლა იყო, დაჭრილია ერთი ადამიანი
საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ცნობილია, რომ დაჭრილია რაგბის 7-კაცა ნაკრების კაპიტანი, სარაგბო კლუბ “იუნკერების” მორაგბე და რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი – რამაზ ხარაზიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თორნიკე გოგებაშვილი ადასტურებს: „რამაზ ხარაზიშვილი ფეხშია დაჭრილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაგბის კავშირის ყველა თანამშრომელი თანამშრომლობს პოლიციასთან“, – […]
დავით კაჭარავას გამორჩეული მომენტები ბორჯღალოსანთა შემადგენლობაში (ვიდეო)
საქართველოს რაგბის კავშირმა გამორჩეულ ქართველ მორაგბე – დავით კაჭარავას სპეციალური ვიდეო მიუძღვნა. წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
საქართველოს რაგბის კავშირი 6 ერთან მოლაპარაკებას ადასტურებს
ბოლო დროს, სხვა და სხვა მედია საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის, შესახებ რომ შემოდგომას გასამართ ეგრედ წოდებულ 8-ერის ტურნირში, იაპონიის ნაცვლად, საქართველო მიიღებს მონაწილეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის დადასტურება შეგვიძია, რომ საქართველოს რაგბის კავშირი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც მსოფლიო რაგბის, ისე 6 ერის წარმომადგენლებთან. გვინდა […]