შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი U20 ექვს ერში
მსოფლიო რაგბმა 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება. მანამდე, 19 თებერვალს, 27 წლის რეფერი რაგბი ევროპის “ალაფაზე” ჰაიდელბერგში, გერმანიისა და ბელგიის ჯახს იმსაჯებს. ამ გუნდების დაპირისპირება პრინციპულობით გამოირჩევა და სასიამოვნოა, რომ რთული შეხვედრის […]
შოთა თევზაძე ექვსი ერის 20-წლამდელთა სერიებს იმსაჯებს
24 ივნისიდან 12 ივლისამდე გასამართ ექვსი ერის 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე ქართველი რეფერი, შოთა თევზაძე იმსაჯებს. ის ტიერ2-ის ქვეყნებიდან ერთადერთი მსაჯია, რომელიც ამ ტურნირზე იქნება წარმოდგენილი. 20-წლამდელთა ზაფხულის სერიებზე, რომელსაც ვერონა და ტრევიზო უმასპინძლებს, ექვსი ერის ქვეყნების (საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია) გარდა სამხრეთ აფრიკა და საქართველო არიან წარმოდგენილი. 28 წლის მსაჯისთვის ეს მორიგი ნაბიჯია […]
ლეგანდარული ქართველი მწვრთნელის, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის (ბურძგლა) შვილი, ბორჯღალოსანი შოკა მოდებაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ღირსებას 1993-2002 წლებში იცავდა მიიჩნევს, რომ აუცილებელი არაა რაგბის, გნებავთ ფარიკაობის ფედერაციას მორაგბე, ან მოფარიკავე მართავდეს. ის მიიჩნევს, რომ რაგბი და ნაკრები მთელ ქვეყანას ეკუთვნის, მორაგბეები კი რიგითი ჯარისკაცები არიან: “ვერ გავიზიარებ ირაკლი აბუსერიძის და მისი მომხრეების ხედვას, […]
ჩაერთე რაგბიში – ოთხმხრივი მემორანდუმი მსოფლიო რაგბის მაღალჩინოსნებთან ერთად
დიდ დიღომში, „ლელო არენაზე“, ქართული რაგბისა და ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა“ და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მსოფლიო რაგბის პროექტი – „ჩაერთე რაგბიში“, ამიერიდან ქართულ სკოლებში ამოქმედდება და ქართულ რაგბის მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი […]
ჩელენჯ თასი | გიგაშვილი ჩემპიონია! ქართული რაგბი ტურნირს უახლოვდება!
ბორჯღალოსანი ბექა გიგაშვილი ევროპის ჩელენჯ თასის ჩემპიონია! მისმა ‘ტულონმა’ ფინალში ‘გლაზგო უორიორსი’ „ავივა სთედიუმზე“ 43:19 დაამარცხა. ჩელენჯ თასი მეორე დონის საკლუბო ევროტურნირია ჩემპიონთა თასის შემდეგ. ევროპის პროფესიული კლუბების რაგბი (EPCR) მათ 1996 წლიდან ატარებს. ჩელენჯ თასზე საფრანგეთის ტოპ 14-ის, ინგლისის პრემიერშიფის, ასევე „იუნაიტედ რაგბი ჩემპიონშიფიდან“ ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის, იტალიისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები თამაშობენ. წელს […]
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელო’ გალიდერდა და ზამთრის ჩემპიონი გახდა
ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მიმდინარე პირველობას სათავეში ‘ლელო’ ჩაუდგა. თორნიკე ბუბუტეიშვილის ბიჭები ცხრილში ქულებით ‘აიას’ გაუტოლდნენ და უკეთესი პირისპირ ბალანსის ქონის გამო დიდ დიღმელებმა ლიდერობა სეზონში ხელთ პირველად იგდეს. ჩემპიონატში განცდილი მეოთხე მარცხის მიუხედავად, ‘ბათუმი’-1 მესამე პოზიციას მყარად ინარჩუნებს, მე-4 ადგილზე ანაცვლებულ ‘ყოჩებს’ 5 ქულით უსწრებს და თან მარაგში ‘აკადემიასთან’ გადადებული საშინაო შეხვედრაც რჩება. […]
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ჯგუფურ ეტაპზე ვადამდე იპირველა
ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის რეგულარულ სეზონში ‘ლელომ’ პირველი ადგილი დასკვნით ტურამდე დაიბევა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა მე-11 გამარჯვება მოიპოვეს, რომელთა შორის 9 მატჩი პრემიალური ქულით მოიგეს და მის მიერ ძლეულ ‘ხვამლს’ 14 ქულით დაშორდნენ. წარმატებული თამაშის შემდეგ ‘ბათუმმა’ და ‘აიამ’ მუხიანელებთან ცხრილში ჩამორჩენა შესაბამისად 1 და 2 ქულამდე შეამცირეს. ‘აკადემია’ ჯგუფურ ეტაპს მეხუთე პოზიციაზე ასრულებს. […]
‘შავ ლომს’ თელავივში ფეხი დაუცდა
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეოთხე ტურში, სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით დაკომპლექტებულმა ‘ჰითმა’ ‘შავ ლომს’ თელავივში 24:18 სძლია. ისრაელის გუნდი ქართული ფრენჩაიზისთვის კერკეტ კაკალად იქცა. მეტოქემ გამარჯვება არც პირველ წრეში, ქუთაისში დაგვანება (25:25), განმეორებით შეხვედრაში კი სულაც ნუგეშ-ქულას დაგვაჯერა. თამაში ხისტი გამოდგა. ხშირი იყო ტრავმები და გუნდებს ტონუსში შესვლა გაუჭირდათ. გარდა ამისა, ორივე გუნდი უშვებდა […]
‘შავი ლომი’ მზადებას იწყებს
საახალწლო არდადეგების შემდეგ ‘შავი ლომი’ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ, ბიჭებმა რამდენიმე დღე დაისვენეს, ახალი წელი იზეიმეს და „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ვარჯიშები განაახლეს. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ რა საერთაშორისო თამაშები ექნება ქართულ ფრენჩაიზს, მანამდე კი ‘შავი ლომი’ 15 იანვარს, „ავჭალის“ სტადიონზე თბილისის ‘ლელო სარასენსს’ ერკინება. 17 დეკემბერს სუპერ თასის […]