ცნობილმა ბრიტანულმა სარაგბო ვებგვერდმა, PlanetRugby-მ, მსოფლიოს 5 საუკეთესო შერკინების პირველი ხაზი დაასახელა. მართალია, ტოპ ხუთეულში საქართველო ვერ მოხვდა, თუმცა საიტმა ,,ბორჯღალოსნებს” ყურადღება მაინც დაუთმო: ,,საქართველოს მაღალი ხარისხის შერკინების პირველი ხაზი ჰყავს და ხანმოკლე პაუზის შემდეგ, ისინი დომინირებას იწყებენ. ნიკა აბულაძემ, შალვა მამუკელაშვილმა და ალექსანდრე ქუნთელიამ უელსთან მოგებულ მატჩში ჩინებულად ითამაშეს. მათთან ერთად გურამ გოგიჩაშვილი, ბექა […]