15 აგვისტოს, თბილისი მერიოტში რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართა, რომელსაც 39 კლუბის წარმომადგენელი დაესწრო. სხდომა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, იოსებ ტყემალაძემ გახსნა, რომელმაც პირველ რიგში პოზიტიური სიახლე გაავრცელა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. იოსებ ტყემალაძის სიტყვებს რაგბის ნაკრების პრეს-სამსახური ავრცელებს. მისი თქმით, ბორჯღალოსნების თავკაცი თავს უკეთ გრძნობს და […]