საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართა თბილისში, რომლის შედეგად ის 18 მოთამაშე შეირჩა, რომლითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. 4 კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან, ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი, თად მაკფადენი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და […]
12-13 აგვისტოს თბილისი საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირს “მერიის თასს” უმასპინძლებს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ პროცესს გაივლის, ამის ფარგლებში კი 12-13 აგვისტოს თბილისში შეჯიბრს ვუმასპინძლებთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მონტენეგროს, ირანისა და იორდანიის ნაკრებები მიიღებენ. 12 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ირანს დაუპირისპირდება, შესაბამისად მონტენეგრო იორდანიას შეხვდება. 13 აგვისტოს კი III და I ადგილისთვის ფინალები […]
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება
ლიეტუვის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ლიეტუველები მოსამზადებელ ეტაპზე 10 მატჩს გამართავენ, ლიეტუვის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე კი საქართველო იქნება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ლიეტუვასა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი, 1 აგვისტოს, კაუნასში გაიმართება. შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, […]
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების განრიგი ცნობილია
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და მას სამი ქვეყანა – იაპონია, ფილიპინები და ინდონეზია უმასპინძლებს. ფიბა-მ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 100 დღით ადრე მატჩების გამართვის საათები დაადგინა, შესაბამისად ცნობილია საქართველოს ნაკრების განრიგიც. 26 აგვისტო 12:00 საათი – კაბო ვერდე Vs. საქართველო 15:30 საათი – სლოვენია Vs. ვენესუელა 28 აგვისტო 12:00 ვენესუელა Vs. კაბო-ვერდე 15:30 საქართველო Vs. სლოვენია […]
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვლადიმერ ბოისას თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს: ,,ოკინავაში მეორე ჯგუფში ითამაშებს ავსტრალიის ნაკრები, რომელშიც NBA-ის რამდენიმე კალათბურთელია. მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ასევე, იგეგმება ძლიერი გუნდების სტუმრობა თბილისის ოთხთა ტურნირზე. მათ შორის იქნება მონტენეგრო. გვექნება […]
ზუროსი: ,,რთული ჯგუფი შეგვხვდა”
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა. წილისყრის შედეგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი გამოეხმაურა: ,,მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხვდა და ბრძოლა მოგვიწევს!” – ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ციტირებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და […]
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფის კალენდარი ცნობილია
საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 26 აგვისტოს, ოკინავაში, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი მეორე მატჩს 28 აგვისტოს, ჯგუფის ფავორიტთან, სლოვენიის ნაკრებთან ჩაატარებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში კი, 30 აგვისტოს, ვენესუელას შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ცნობილია მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ყველა ჯგუფი ცნობილია მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი | რა ვიცით ჩვენი მეტოქეების […]
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი | რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ?
დღეს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა. რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ? სლოვენიის ნაკრები ჯგუფის აშკარა ფავორიტია, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი, ,,დალას მავერიქსის” სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი ულიდერებს. სლოვენიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე […]
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
დღეს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელის და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ილიას ზუროსის გუნდი შეხვედრებს იაპონიაში ჩაატარებს. 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია) უმასპინძლებს.
გიორგი შერმადინი მე-6 ტურის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე […]