საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და “ლეჩეს” ნახევარმცველი ფედერიკო ბასკიროტო, ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ანხელ დი მარია, “ტორინოს” შუახაზელი ალექსეი მირანჩუკი და თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი დაამარცხა. ამავე დროს, ხვიჩამ EA Sports-ის სპეციალური ჯილდოც მოიგო და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც აღნიშნულ პრიზს ერთ […]
იტალიური მედია: “კვარაცხელიამ ფეხბურთის არსი დააბრუნა, რომელიც თითქმის დაკარგულია”
იტალიური საფეხბურთო გამოცემა Liberro საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო სტატიას ქვეყნებს. იტალიური მედია-საშუალება 21 წლის ქართველი შემტევის გარშემო არსებულ აჟიოტაჟს მიმოიხილავს და საქართველოს ნაკრებსა და ქართულ ფეხბურთში არსებულ წარმატებაზე საუბრობს. “როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ბურთს ურტყამს, მთელი საქართველო ჩერდება. კვარას ძალიან ფართო მხრები აქვს, რადგანაც ძალიან დიდი ზეწოლა უწევს. 21 წლის ასაკში მისი მისამართით არსებული მთელი […]
როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს ინტერის წინააღმდეგ?
2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ეგიდით მილანის “ინტერის” წინააღმდეგ (0:1) დამარცხდა. ზურგის ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ეს 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, რომელშიც მოედანზე 75 წუთი გაატარა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ტალანტის თამაში განსხვავებულად შეაფასა. […]
BBC: “ქართული დროშები და ბომბარდირის ნიღაბი – ნეაპოლი 33 წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ემზადება”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია-საშუალება BBC “ნაპოლის” ამჟამინდელი ფანტასტიკური სეზონის შესახებ ვრცელ, საინტერესო სტატიას აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას როლს უსვამს ხაზს. “ნეაპოლი ზღვარზე მყოფი ქალაქია. ეს შეგიძლიათ ნახოთ, გაიგოთ, იგრძნოთ. ეს ჩანს თვალებში და ღიმილებში, მხიარულ ჭკუასა და ამაყ სიარულის მანერაში. “ნაპოლი” სერია A-ში 16 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “ლაციოს” და 1990 წლის […]
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ბოლონიას წინააღმდეგ | VIDEO
ლუჩიანო სპალეტი სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი იტალიის სერია A-ში იანვრის თვის საუკეთესოდ დასახელდა. აღნიშნული ჯილდო 63 წლის სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში მეორედ, ხოლო კარიერაში მესამედ მოიგო. View this post on Instagram A post shared by Lega Serie A (@seriea) იანვრის თვეში “ნაპოლიმ” სერია A-ში 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 1-ში დამარცხდა, 4 კი გამარჯვებით დაასრულა, რაშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა […]
იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის კალენდარი ცნობილი გახდა. სერია A-ს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის მასშტაბით აწ უკვე რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაწინაურებულ ჩემპიონატს ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გახსნის. კერძოდ, “ფროზინონე”, რომელიც სერია B-ს გამარჯვებული გახდა და რომლისთვისაც სატრანსფერო ფანჯრის პირველივე აქტიურობა გიორგი კვერნაძის დამატება იყო, ქვეყნის ჩემპიონ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება. […]
იტალიური მედია: “კვარაცხელია თავს კომფორტულად გრძნობს – კონტრაქტის განახლება არ იგეგმება”
რამდენიმე დღის წინ იტალიურ საფეხბურთო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შემოგთავაზეთ, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ. კვარას თავის კლუბთან 2027 წლამდე მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელშიც 1 წლით გახანგრძლივების პირობაც შეტანილია, წყაროს ცნობით კი, აურელიანო დე ლაურენტისს და მის გუნდს ამ მუხლის ამოქმედება სურდათ. ეს იმით იყო განპირობებული, რომ 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო […]
სტანისლავ ლობოტკამ ნაპოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. სლოვაკ ნახევარმცველს აქამდე მოქმედი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურებოდა, ახალი კონტრაქტის პირობებით კი მხარეები 2027 წლამდე ითანამშრომლებენ. “ნაპოლი” მოხარულია გამოაცხადოს, რომ სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, რაც დამატებით, კიდევ 1 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გაგრძელების პირობას ითვალისწინებს”, – წერია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. […]
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი: “გასწავლით როგორ უნდა შეაჩეროთ კვარაცხელია”
“ბრეშას”, “ლაციოს”, მილანის “ინტერისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, დანიელე ადანმა საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, თუ როგორ უნდა ითამაშონ მის წინააღმდეგ ცენტრალურმა მცველებმა წარმატებით. “რას ვფიქრობ ხვიჩა კვარაცხელიაზე?” – მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან და სპალეტის თამაშიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ ეს შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა ყოფილიყო. მან ასეთი გავლენა იქონია […]
იბრაჰიმოვიჩი მილანს დაუბრუნდა – შვედი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება
“მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კლუბის საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, შვედი თავდამსხმელი აშშ-ში გატარებული რამდენიმე თავისუფალი დღის შემდეგ კლუბს დაუბრუნდა და მოედანზე დასაბრუნებლად მომზადება განაახლა. მიღებული ტრავმის შემდეგ, ზლატანის მიზანია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებში მონაწილეობა მიიღოს. აღნიშნული შეხვედრებისთვის მოსამზადებლად, 41 წლის შვედმა ფორვარდმა სამედიცინო კვლევებიც ჩაიტარა. იტალიაში […]
ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც ხვიჩა დაარქვეს
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც სახელად ხვიჩა დაარქვეს. როგორც ირკვევა, “ნაპოლის” გულშემატკივრების წყვილს 31 მარტს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც სახელად დანიელე-ხვიჩა დაარქვეს. საინტერესოა, რომ ახალშობილის მამას “ნაპოლის” ისტორიაში უდიდესი ფიგურის, დიეგო არმანდო მარადონას საპატივსაცემოდ, არმანდო ჰქვია. “გავრცელებული ინფორმაცია მართალია. ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მივიღეთ, რაც წლევანდელ სეზონში მოხდა. ჩვენი შვილის სრულფასოვანი […]