BBC: “ქართული დროშები და ბომბარდირის ნიღაბი – ნეაპოლი 33 წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ემზადება”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია-საშუალება BBC “ნაპოლის” ამჟამინდელი ფანტასტიკური სეზონის შესახებ ვრცელ, საინტერესო სტატიას აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას როლს უსვამს ხაზს. “ნეაპოლი ზღვარზე მყოფი ქალაქია. ეს შეგიძლიათ ნახოთ, გაიგოთ, იგრძნოთ. ეს ჩანს თვალებში და ღიმილებში, მხიარულ ჭკუასა და ამაყ სიარულის მანერაში. “ნაპოლი” სერია A-ში 16 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “ლაციოს” და 1990 წლის […]
Corriere dello Sport: “კვარაცხელიამ შესაძლოა უდინეზეს წინააღმდეგ ითამაშოს”
იტალიური მედია “ნაპოლისა” და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიახლეს ავრცელებს. კონკრეტულად, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, რომ 21 წლის ქართველმა ვარსკვლავმა ტრავმა მოიშუშა და სერია A-ს მე-15 ტურში, “უდინეზეს” წინააღმდეგ მისი თამაში რეალურია. გამოცემის ინფორმაციით, არის იმის შანსი, რომ კვარაცხელიამ თამაში სასტარტო შემადგენლობიდანვე დაიწყოს. ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 […]
KVARAVIGLIOSO – სერია A კვარას სტატისტიკას აქვეყნებს
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა გამოაქვეყნა და ის როგორც – KVARAVIGLIOSO – შეაფასა. ეს იტალიური სიტყვიდან ნაწარმოები ტერმინია, რომელიც ბრწყინვალეს აღსანიშნად გამოიყენება. რაც შეეხება სტატისტიკას, იტალიის ჩემპიონატის გვერდმა ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოწყობილი ბენეფისის დროს კვარაცხელიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემები გამოარჩია, რომელიც ასე გამოიყურება: დარტყმა: 5 კარში დარტყმა: 3 […]
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სპორტული გამოცემა “La Gazzetta dello Sport”-ის ინფორმაციით, 4 ივნისს, სერია A-ს ბოლო ტურში “მილანი” “ვერონას” უმასპინძლებს, ეს კი ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის მილანური კარიერის ბოლო მატჩი იქნება, თუმცა იგი თამაშში მონაწილეობას ტრავმის გამო ვერ მიიღებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანთან” ახალ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, თუმცა მისი მომავალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია. იბრა მიზნად […]
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. “კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება? კი მაგრამ, არ გინდათ რომ თავი დამანებოთ? კონტრაქტს მხოლოდ ორი ადამიანი დებს. რას ნიშნავს ეს? ერთი მათგანი მოლაპარაკებებს აწარმოებს, შემდეგ კი კონტრაქტი 5 წლით გრძელდება და არა მხოლოდ […]
აურელიო დე ლაურენტისი: “როცა ვთქვი, სერია A-ს მოვიგებთთქო, როგორც საწყალს ისე შემომხედეს”
ნეაპოლის პრეფექტურის დარბაზში “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა თემის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. “მინდა, რომ ნეაპოლელებმა ახალი კურსი წამოიწყონ ამ “ნაპოლის” წყალობით, რომელიც მათ წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ზღვა და ფანტასტიკური მიწა, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. სამაგიეროდ, ყოველთვის არის ეს იმედგაცრუება, რომელსაც ჩვენ ერთად ვატარებდით წლების განმავლობაში. საუკუნეების განმავლობაში მათ ყველას […]
დანიელე ადანი: “კვარაცხელია ევროპული ფეხბურთის მწვერვალზეა”
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანმა საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მისი შესანიშნავი სათამაშო ფორმით აღფრთოვანება ვერ დამალა. “ხვიჩა კვარაცხელია დღეს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე მყოფ მოთამაშეებს შორის იმყოფება. ის ტექნიკურად ძალიან ძლიერი გარემარბია და ყველა მიმართულებით პროდუქტიულია, იქნება ეს გოლების გატანა, თანაგუნდელების არამხოლოდ გოლის გატანაში დახმარება, არამედ თავდაცვით მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. […]
ლაციოს საყრდენმა ნახევარმცველმა, დანილო კატალდიმ, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის და მეტოქე გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლისთან” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენ რთულ შეხვედრაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ, ტაქტიკურადაც მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. ლობოტკასთან გამკლავება რთული იქნება. ჩვენ მას კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ, რადგან ის წარმოუდგენლად გაიზარდა სათამაშო მოედანზე და ისევე მსუბუქად თამაშობს, როგორც […]
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა. როგორც Corriere dello Sport-ის უახლოეს გამოცემაშია ნათქვამი, აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ცალმხრივი შესაძლებლობა, რომელიც შეთავაზების ელექტრონული ფოსტით გაგზავნას გულისხმობს, ახლა კი ყველაფერი თავად 64 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ამჟამად, […]
დელ პიერო ტურინის იუვენტუსის დირექტორობას უახლოვდება
ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ალესანდრო დელ პიერო შესაძლოა ტურინის “იუვენტუსის” დირექტორი გახდეს. როგორც იტალიური მედია იუწყება, ტურინულ კლუბში მიმდინარე რევოლუციური ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ “ბიანკონერის” ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელსაც შეეხოს. საქმე ისაა, რომ მაშინ, როცა მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება კატარში მიმდინარე მოვლენებისკენ არის მიმართული, “ზებრებმა” 12-წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი შეიცვალეს – ანდრეა […]
ვინ გახდება ტურინის იუვენტუსის ახალი პრეზიდენტი?
29 ნოემბერს, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელთა გუნდმა თანამდებობა სრულად დატოვა, მათ შორის კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა. მალევე, იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იქნება ანდრეა ანიელის შემცვლელი. სხვადასხვა ვერსიებს შორის ყველაზე სარწმუნო ჯანლუკა ფერეროს კანდიდატურა გახლავთ, რომლის სახელს და გვარსაც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური გამოცემა, La Gazzetta Dello Sport-ი აჟღერებს. 46 […]
ვიქტორ ოსიმენი: “ჯერ კიდევ არ ვიცით თუ რა შეუძლია კვარაცხელიას”
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო. საქართველოს ნაკრების ლიდერმა შეხვედრაში სრულად ითამაშა, საგოლე პასი გააკეთა და ყველაზე მაღალი შეფასება – 8.3 დაიმსახურა. მატჩის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც კვარაცხელიას პასით გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა, 21 წლის ქართველის შესახებ ისაუბრა. “გვაოცებს თუ არა […]