იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიის თანახმად, “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შესთავაზა. როგორც Corriere dello Sport-ის უახლოეს გამოცემაშია ნათქვამი, აურელიო დე ლაურენტისმა გამოიყენა კონტრაქტის კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ცალმხრივი შესაძლებლობა, რომელიც შეთავაზების ელექტრონული ფოსტით გაგზავნას გულისხმობს, ახლა კი ყველაფერი თავად 64 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. როგორც ხსენებული გამოცემა წერს, ამჟამად, […]
აურელიო დე ლაურენტისი: “როცა ვთქვი, სერია A-ს მოვიგებთთქო, როგორც საწყალს ისე შემომხედეს”
ნეაპოლის პრეფექტურის დარბაზში “ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა თემის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. “მინდა, რომ ნეაპოლელებმა ახალი კურსი წამოიწყონ ამ “ნაპოლის” წყალობით, რომელიც მათ წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ზღვა და ფანტასტიკური მიწა, რომლითაც უნდა ვიამაყოთ. სამაგიეროდ, ყოველთვის არის ეს იმედგაცრუება, რომელსაც ჩვენ ერთად ვატარებდით წლების განმავლობაში. საუკუნეების განმავლობაში მათ ყველას […]
ჩემპიონობა სტადიონზე? – ნეაპოლში მატჩის გადადებას ითხოვენ
იტალიის სერია A-ს 33-ე ტური “ნაპოლისთვის” უდიდესი ალბათობით ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნეაპოლელები “სალერნიტანას” საშინაო შეხვედრაში დაამარცხებენ, ხოლო უახლოესი მდევარი “ლაციო” “ინტერთან” გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს. დედაქალაქელები თავის შეხვედრას 30 აპრილს გამართავენ და მატჩი 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი წინა დღეს, 29 აპრილს ითამაშებს – დაპირისპირებაში, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. […]
ჯანფრანკო ძოლამ ნაპოლი – მილანის დაპირისპირებაზე პროგნოზი გააკეთა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “მილანს” დაუპირისპირდება. როგორც იტალიური, ისე ევროპული ფეხბურთისთვის გამორჩეულ ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე პროგნოზი ნეაპოლელთა და იტალიის ნაკრების ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ გააკეთა. “სერია A საბოლოოდ დაბრუნდა? არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდების ყოფნა ჩვენი ფეხბურთის პრობლემების გადაწყვეტაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიზიდავთ ფეხბურთელებს, როგორც […]
ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც ხვიჩა დაარქვეს
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლში პირველი ბავშვი დაიბადა, რომელსაც სახელად ხვიჩა დაარქვეს. როგორც ირკვევა, “ნაპოლის” გულშემატკივრების წყვილს 31 მარტს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც სახელად დანიელე-ხვიჩა დაარქვეს. საინტერესოა, რომ ახალშობილის მამას “ნაპოლის” ისტორიაში უდიდესი ფიგურის, დიეგო არმანდო მარადონას საპატივსაცემოდ, არმანდო ჰქვია. “გავრცელებული ინფორმაცია მართალია. ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმის შემდეგ მივიღეთ, რაც წლევანდელ სეზონში მოხდა. ჩვენი შვილის სრულფასოვანი […]
BBC: “ქართული დროშები და ბომბარდირის ნიღაბი – ნეაპოლი 33 წლის შემდეგ ჩემპიონობისთვის ემზადება”
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედია-საშუალება BBC “ნაპოლის” ამჟამინდელი ფანტასტიკური სეზონის შესახებ ვრცელ, საინტერესო სტატიას აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას როლს უსვამს ხაზს. “ნეაპოლი ზღვარზე მყოფი ქალაქია. ეს შეგიძლიათ ნახოთ, გაიგოთ, იგრძნოთ. ეს ჩანს თვალებში და ღიმილებში, მხიარულ ჭკუასა და ამაყ სიარულის მანერაში. “ნაპოლი” სერია A-ში 16 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან “ლაციოს” და 1990 წლის […]
ლუჩიანო სპალეტი: “უკანასკნელი სამურაი ვარ – მხოლოდ მე მჯერა, რომ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მისი გუნდი “ლეჩეს” დაუპირისპირდება, პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ ისაუბრა. “თქვენ მოგვაწერეთ შეუცდომლების სტატუსი, ჩვენ ყოველთვის თავმდაბლები ვიყავით, რადგან ვიცით, რომ სხვა გუნდების მსგავსად გვაქვს ნაკლოვანებები. ვიცით, რომ ამ მატჩზე “მილანი” წაგების შიშით მოვიდა, ჩვენ კი ალბათ უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვფიქრობდით და მოტივაციაში […]
“პიზას”, “ტორინოს” და “რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია? ჩვენ ვიცნობდით მას, მე ის ჩემს დავთარში ჩავინიშნე და დავაწერე – “წავიყვანოთ”. თუმცა, მისი გავლენა იტალიის სერია A-ზე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მის შესაძლებლობებში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დარწმუნდა. ძალიან ძლიერია – ვულოცავ “ნაპოლის”. კიმმაც გამაკვირვა: […]
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ, მათ შორის საქართველოს ნაკრების და მისი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბრა. “კვარაცხელიასთან კონტრაქტის განახლება? კი მაგრამ, არ გინდათ რომ თავი დამანებოთ? კონტრაქტს მხოლოდ ორი ადამიანი დებს. რას ნიშნავს ეს? ერთი მათგანი მოლაპარაკებებს აწარმოებს, შემდეგ კი კონტრაქტი 5 წლით გრძელდება და არა მხოლოდ […]
ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიელმა საფეხბურთო ფიგურამ, ლუჩიანო მოჯიმ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, “მილანთან” “ნაპოლის” მარცხის (0:4) შემდეგ, ნეაპოლური გუნდის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათი მთავარი წამყვანი ძალა ვიქტორ ოსიმენია. “გარდა იმისა, რომ, მის ბალანსზე 21 გატანილი გოლია, ნიგერიელი ამჟამად არაპროგნოზირებადობის განსახიერებაა და სწორედ ესაა “ნაპოლის” მთავარი სიძლიერე. მხოლოდ ის […]
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში ერთ-ერთ პრინციპულ მეტოქეს, “მილანს” საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის გარეშე დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა, ნიგერიელმა თავდამსხმელმა ტრავმა ნიგერიის ნაკრებში ყოფნის დროს მიიღო. ნეაპოლურ კლუბში დაბრუნების შემდეგ 24 წლის თავდამსხმელმა შემოწმება გაიარა, სადაც გაირკვა, რომ ბარძაყის პრობლემა იტალიის სერია A-ს საუკეთესო მეგოლეს “მილანთან” მოედანზე გასვლის შესაძლებლობას არ აძლევს. […]
ნეაპოლურ-მილანური მედიის პროგნოზები: კვარა VS ლეაო – ორი საუკეთესო გარემარბის დაპირისპირება
სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, კვლავაც საკლუბო სეზონის დრო დგება, რომელიც დასკვნით ფაზაში შედის და შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მესამედიც იწყება. აპრილის თვეს საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი “მილანთან” სერია A-ს 28-ე ტურის ეგიდით გასამართი შეხვედრით დაიწყებს. “ნაპოლის” მიერ საშინაო კედლებში ჩასატარებელი შეხვედრის შესახებ როგორც ნეაპოლური, ისე მილანური სპორტული მედია აქტიურად საუბრობს და განსხვავებულ პროგნოზებს გვთავაზობს, […]