სერია A-ს რეკორდი: კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი რეკორდი დაამყარა და ისტორიული ფაქტი დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავი იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – აღნიშნული აღიარება ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ მოიპოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 2019 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯილდო ფეხბურთელებს გადაეცემათ, […]
ზლატანის და მესიასის გარეშე? – მილანი ნაპოლის წინააღმდეგ დანაკლისის რისკის ქვეშ დგას
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “მილანს” უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩში სტუმარი გუნდი რამდენიმე ლიდერის დაკარგვის რიკის ქვეშ დგას. კერძოდ, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ “მილანს” მთავარი ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდეს. ამავე დროს, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდის წინააღმდეგ მატჩის გამოტოვების საფრთხე ჟუნიორ მესიასსაც ემუქრება. გადაწყვეტილია, რომ ტრავმის გამო “მილანს” პიერ […]
წვეულება კრუიზზე და საჩუქარი ფეხბურთელებს – როგორ ემზადება ნეაპოლი ჩემპიონობისთვის?
თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს მოიგებს. გათამაშების დასრულებამდე 11 ტურით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 19-ქულიანი უპირატესობა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს. ისევე, როგორც სრულიად ნეაპოლი, “ნაპოლის” ხელმძღვანელობაც სკუდეტოს რიგით მესამე ტრიუმფისთვის ემზადება. როგორც ბოლო კვირების განმავლობაში იტალიური მედია აქტიურად საუბრობს, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს, […]
სტანისლავ ლობოტკამ ნაპოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. სლოვაკ ნახევარმცველს აქამდე მოქმედი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურებოდა, ახალი კონტრაქტის პირობებით კი მხარეები 2027 წლამდე ითანამშრომლებენ. “ნაპოლი” მოხარულია გამოაცხადოს, რომ სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, რაც დამატებით, კიდევ 1 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გაგრძელების პირობას ითვალისწინებს”, – წერია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. […]
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და “ლეჩეს” ნახევარმცველი ფედერიკო ბასკიროტო, ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ანხელ დი მარია, “ტორინოს” შუახაზელი ალექსეი მირანჩუკი და თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი დაამარცხა. ამავე დროს, ხვიჩამ EA Sports-ის სპეციალური ჯილდოც მოიგო და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც აღნიშნულ პრიზს ერთ […]
საქართველოს ნაკრების და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი “კრემონეზეს” ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ფიფას მიერ დაწესებული სამართლიანი თამაშის ჯილდოს მოგება მოახერხა. 2022 წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გმირული საქციელისთვის გამოარჩიეს, რომელიც მან ზუსტად 1 წლით ადრე, ავსტრიის ბუნდესლიგაში “ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში თამაშის დროს ჩაიდინა და ვენის “აუსტრიას” ავსტრიელ მარჯვენა მცველს, ჯორჯ ტიგლს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რომელმაც შეჯახების […]
იტალიის სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში “ლაციოს” წინააღმდეგ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, ჯუზეპე ბერგომიმ, კომენტარი გააკეთა და როგორც ნეაპოლური გუნდის, ისე მისი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლი არის და რჩება სკუდეტოს ფავორიტად. ლაციოსთან” დამარცხება, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდის შანსები საეჭვო გახდეს. ერთი მატჩის წაგების უფლება […]
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, “ნაპოლის” და მისი შესანიშნავი სათამაშო სტილისა და ფორმის შესახებ ისაუბრა. “ახლა მხოლოდ “ნაპოლის” მატჩებს ვუყურებ, რომელიც იტალიასა და ევროპაში ერთობა და ეს ყველაფერი ლუჩიანო სპალეტის დამსახურებით ხდება. დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის სიტყვა “სიურპრიზი”. ის, რომ “ნაპოლი” ევროპის მასშტაბით მხიარულ განწყობაზეა, ეს მთლიანად სპალეტის დამსახურებაა. სპალეტისგან, […]
ლაციოს საყრდენმა ნახევარმცველმა, დანილო კატალდიმ, “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის და მეტოქე გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლისთან” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენ რთულ შეხვედრაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომ, ტაქტიკურადაც მაქსიმალურად კარგად მოვემზადეთ. ლობოტკასთან გამკლავება რთული იქნება. ჩვენ მას კომპლიმენტები უნდა ვუთხრათ, რადგან ის წარმოუდგენლად გაიზარდა სათამაშო მოედანზე და ისევე მსუბუქად თამაშობს, როგორც […]
იტალიური მედია: ნაპოლი კვარაცხელიასთვის კონტრაქტის განახლებას აპირებს
მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედია საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ევროპული გრანდების ინტერესსა და აქტიური მცდელობების დაწყების შესახებ საუბრობს, იტალიური გამოცემები ავრცელებენ ცნობებს, რომლის მიხედვითაც 22 წლის ქართველი ვარსკვლავი “ლურჯების” შემადგენლობაში უნდა დარჩეს. AS: კვარაცხელია რეალის სამიზნეა – ნაპოლიმ ლიდერებზე ფასი დააწესა იტალიური მედია: “კვარაცხელია კრუიფს ჰგავს – ნიდერლანდელი ტაშს დაუკრავდა” გამოცემა […]
უცნობი ისტორია – რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ბოლონიაში?
ვეტერანმა სპორტულმა დირექტორმა, რინო ფოსკიმ, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა საინტერესო ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ, სერია A-ს წარმომადგენელი “ბოლონია”, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ამჟამინდელი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა მისი ტრანსფერი საპასპორტე პრობლემის გამო არ შედგა. “დღეს ბევრი ამბობს, რომ კვარაცხელიას ადრეული წლებიდანვე იცნობდა, თუმცა ჩვენ მასზე მცირედი ინფორმაცია […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 21 წლის ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მას შემდეგ მოხვდა, რაც “სპეციას” წინააღმდეგ – 3:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. კვარაცხელიასთან ერთად, საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის მისი ორი თანაგუნდელი, ანდრე ფრანკ ზამბო-ანგისა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ. 21 წლის მსოფლიო […]