2023/24 წლების სეზონი: ნაპოლის ყველა მატჩის კალენდარი სერია A-ში
5 ივნისს, იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის კალენდარი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, რომ პირველ ტურში, ქართველი ფეხბურთელების, ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი კვერნაძის გუნდები, შესაბამისად “ნაპოლი” და “ფროზინონე” ტურნირის გახსნით მატჩს ჩაატარებენ. ამ სტატიაში, მოქმედი ჩემპიონის ყველა მატჩის კალენდარს შემოგთავაზებთ, რომელსაც 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდი მომდევნო სეზონში ჩაატარებს: 1| ფროზინონე – ნაპოლი | 20/08/2023 2| […]
ტურინის იუვენტუსი გიორგი მამარდაშვილის დამატებით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური და ევროპული გამოცემა, La Gazzeta Dello Sport-ი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 22 წლის ქართველი გოლკიპერის დამატება ტურინის “იუვენტუსს” სურს. “ქართველი ფეხბურთელის დამატება პოპულარული და მოდურია, მაგრამ ეს მხოლოდ კვარაცხელიას ეფექტის გამო არ ხდება. საქმე ეხება გიორგი მამარდაშვილს, რომლის გადასაბირებლადაც ტურინის “იუვენტუსმა” თავისი რადარები მწყობრში […]
წვეულება კრუიზზე და საჩუქარი ფეხბურთელებს – როგორ ემზადება ნეაპოლი ჩემპიონობისთვის?
თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს მოიგებს. გათამაშების დასრულებამდე 11 ტურით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 19-ქულიანი უპირატესობა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს. ისევე, როგორც სრულიად ნეაპოლი, “ნაპოლის” ხელმძღვანელობაც სკუდეტოს რიგით მესამე ტრიუმფისთვის ემზადება. როგორც ბოლო კვირების განმავლობაში იტალიური მედია აქტიურად საუბრობს, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს, […]
ნაპოლის ვეტერანი: “კვარაცხელია სკუდეტოს კაცია, ფსონს მასზე და ნეაპოლელებზე ჩამოვდივარ”
ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი, კლაუდიო სალა, რომელიც 1968/69 წლებში “ნაპოლიში”, კარიერის დანარჩენი პერიოდის განმავლობაში კი “მონცას”, “ტორინოსა” და “ჯენოას” შემადგენლობაში გამოდიოდა, ნეაპოლური გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და მიიჩნევს, რომ მას გუნდისთვის იტალიის სერია A-ს მოგებაში დახმარება შეუძლია. “მე კვარაცხელიაში ჩემს თავს ვხედავ, ის სირბილით, ტექნიკით და კონტრშეტევის დროს დაგვირგვინების უნარით […]
KVARAVIGLIOSO – სერია A კვარას სტატისტიკას აქვეყნებს
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა გამოაქვეყნა და ის როგორც – KVARAVIGLIOSO – შეაფასა. ეს იტალიური სიტყვიდან ნაწარმოები ტერმინია, რომელიც ბრწყინვალეს აღსანიშნად გამოიყენება. რაც შეეხება სტატისტიკას, იტალიის ჩემპიონატის გვერდმა ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მოწყობილი ბენეფისის დროს კვარაცხელიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემები გამოარჩია, რომელიც ასე გამოიყურება: დარტყმა: 5 კარში დარტყმა: 3 […]
ჯანფრანკო ძოლამ ნაპოლი – მილანის დაპირისპირებაზე პროგნოზი გააკეთა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “მილანს” დაუპირისპირდება. როგორც იტალიური, ისე ევროპული ფეხბურთისთვის გამორჩეულ ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაზე პროგნოზი ნეაპოლელთა და იტალიის ნაკრების ლეგენდამ, ჯანფრანკო ძოლამ გააკეთა. “სერია A საბოლოოდ დაბრუნდა? არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ჩვენი გუნდების ყოფნა ჩვენი ფეხბურთის პრობლემების გადაწყვეტაა. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიზიდავთ ფეხბურთელებს, როგორც […]
“ეს დღე შენთვის იყო” – კვარამ მატჩი ტრაგიკულად გარდაცვლილი მარიტას ხსოვნას მიუძღვნა
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა. ნეაპოლელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც მოედანზე 94 წუთი გაატარა, სრულად ითამაშა და ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს იმ 29 მოთამაშეს შორის, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა – […]
პროკურორი სკანდალში გაეხვა: “ნაპოლის ვქომაგობ – იუვენტუსი მძულს”
ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ერთ-ერთი მთავარი პროკურორი, ჩირო სანტორიელო სკანდალში გაეხვა. საქმე ისაა, რომ ცნობილი გახდა 2019 წლის ვიდეო, რომელშიც პროკურორი ამბობს, რომ ის “ნაპოლის” გულშემატკივარია, ხოლო ტურინის “იუვენტუსი” სძულს. ამის შემდეგ, ის ერთ-ერთი მონაწილე იყო იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიხედვითაც “ბებერი ქალბატონის” აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელობა დამნაშავედ ცნეს, ხოლო კლუბს სერია A-ს მიმდინარე გათამაშების […]
პირველი შეკრება: ნაპოლის ამხანაგური მატჩების კალენდარი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” 2022/23 წლების სეზონისთვის მომზადებას იწყებს და პირველ შეკრებას ივლისის თვეში გეგმავს. უკვე ცნობილია იმ მატჩების განრიგი, რომელსაც იტალიის აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი ივლისის თვეში ჩაატარებს. დიმაროში შეკრების დაწყების თარიღად 14 ივლისი არის მიჩნეული, ხოლო 20 ივლისს რუდი გარსიას გუნდს პირველი ამხანაგური მატჩი ელოდება ქვედა ლიგის წარმომადგენელი “ანაუნე ვალ დი […]
რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ რომასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიმ” “რომას” სტუმრად, “სტადიო ოლიმპიკოზე” – 1:0 სძლია და მორიგი, მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავს, მისი შეფასება Sofascore-ის ვერსიით – 6.7 იყო, ხოლო დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება: ნათამაშები წუთი: 90 კოეფიციენტი: 6.7 კარისკენ დარტყმა: 1 დაბლოკილი დარტყმა: […]
ზლატანის და მესიასის გარეშე? – მილანი ნაპოლის წინააღმდეგ დანაკლისის რისკის ქვეშ დგას
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “მილანს” უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩში სტუმარი გუნდი რამდენიმე ლიდერის დაკარგვის რიკის ქვეშ დგას. კერძოდ, არსებობს იმის დიდი შანსი, რომ “მილანს” მთავარი ვარსკვლავი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი დააკლდეს. ამავე დროს, 22 წლის ქართველი ვარსკვლავის გუნდის წინააღმდეგ მატჩის გამოტოვების საფრთხე ჟუნიორ მესიასსაც ემუქრება. გადაწყვეტილია, რომ ტრავმის გამო “მილანს” პიერ […]
კლაუდიო რანიერი: “კვარაცხელია საოცარი მოთამაშეა, რისკიან და ეფექტურ ფეხბურთს თამაშობს”
გამოცდილმა იტალიელმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ, რომელიც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში “ნაპოლისაც” თავკაცობდა, Corriere dello Spor-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების და ნეაპოლური გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლი სკუდეტოსთვის იბრძოლებს თუ არა? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ გასული სეზონის ნეგატიური გამოცდილება, როცა სახლში პატარა კლუბებთან ქულებს კარგავდნენ. კვარაცხელია. ის საოცარი მოთამაშეა. უფროს ფეხბურთელებს ჯიჯი მერონის უნდა ახსენებდეს, რომელიც საპირისპირო ფლანგზე იგივეს აკეთებდა. ბიჭს […]