რასპადორი: “კვარა წარმოუდგენლად ნიჭიერ ფეხბურთელთან ერთად, ძალიან კარგი ბიჭია”
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა. ნეაპოლელთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც მოედანზე 94 წუთი გაატარა, სრულად ითამაშა და ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა. 21 წლის ქართველ ფეხბურთელს იმ 29 მოთამაშეს შორის, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა – […]
როგორ აფასებს იტალიური მედია კვარას თამაშს ინტერის წინააღმდეგ?
2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის ეგიდით მილანის “ინტერის” წინააღმდეგ (0:1) დამარცხდა. ზურგის ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ეს 21 წლის ქართველი ამომავალი ვარსკვლავისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო, რომელშიც მოედანზე 75 წუთი გაატარა. მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ტალანტის თამაში განსხვავებულად შეაფასა. […]
“პიზას”, “ტორინოს” და “რომას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ჯანლუკა პეტრაჩიმ საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია? ჩვენ ვიცნობდით მას, მე ის ჩემს დავთარში ჩავინიშნე და დავაწერე – “წავიყვანოთ”. თუმცა, მისი გავლენა იტალიის სერია A-ზე ამჟამად იმდენად ძლიერია, რომ მის შესაძლებლობებში უკვე არამხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა დარწმუნდა. ძალიან ძლიერია – ვულოცავ “ნაპოლის”. კიმმაც გამაკვირვა: […]
საბა საზონოვის დამატებით იტალიის სერია A-ს ორი კლუბი ინტერესდება
იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი ორი კლუბი, “სასუოლო” და “უდინეზე” საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის დამატებით ინტერესდებიან. “მთელი ყურადღება 2002 წელს დაბადებულ და მოსკოვის “დინამოში” მოთამაშე საბა საზონოვზეა მიპყრობილი. ორ გუნდს შორის ახლა ბრძოლაა გაჩაღებული. ეს არის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება მხარეებს შორის კონკურენციის მთავარი მიზეზი გახდეს. “უდინეზე” ამ ეტაპზე მეტოქეს ჩამორჩება”, – წერს tuttomercatoweb-ი. “ევროპული ფეხბურთის ელიტაში თამაში შეუძლია” – […]
საუკეთესო მოედანზე – რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიასთან მატჩში?
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” საშინაო კედლებში “ბოლონია” მიიღო და 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში უკვე ტრადიციულად, საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც 94 წუთის განმავლობაში, სრულად ითამაშა და მოედანზე მყოფ 29 ფეხბურთელს შორის საუკეთესო შეფასება – 8.3 მიიღო. გარდა კონკრეტული კოეფიციენტისა, 21 წლის ქართველს დიდებული მატჩი ჰქონდა, ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი […]
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო და “ლეჩეს” ნახევარმცველი ფედერიკო ბასკიროტო, ტურინის “იუვენტუსის” შემტევი ანხელ დი მარია, “ტორინოს” შუახაზელი ალექსეი მირანჩუკი და თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი დაამარცხა. ამავე დროს, ხვიჩამ EA Sports-ის სპეციალური ჯილდოც მოიგო და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც აღნიშნულ პრიზს ერთ […]
სერია A-ს მეორე ტურის TOP 5 გოლი | VIDEO
სერია A-მ, მიმდინარე სეზონის მეორე ტურის 5 საუკეთესო გოლი გამოაქვეყნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კვირის ხუთ გამორჩეულ გოლში, ქართველი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიას ორივე გოლი მოხვდა, რომელიმ რამდენიმე დღის წინ მან “მონცას” გაუტანა. “მონცას” წინააღმდეგ გატანილი პირველი გოლი მე-2 ადგილზე გავიდა, მეორე გატანილი გოლი კი მეხუთეზე. პირველი ადგილი კი იტალიელი ფეხბურთელის – დომინიკო ბერარდის ულამაზესმა […]
სერია A-ს რეკორდი: კვარაცხელიამ ისტორია დაწერა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი მესამედ გახდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი რეკორდი დაამყარა და ისტორიული ფაქტი დააფიქსირა. საქმე ისაა, რომ 22 წლის ქართველი ვარსკვლავი იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა – აღნიშნული აღიარება ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორედ, მიმდინარე სეზონში კი მესამედ მოიპოვა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ 2019 წლის, ანუ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ჯილდო ფეხბურთელებს გადაეცემათ, […]
იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის პირველი ტურის კალენდარი ცნობილი გახდა. სერია A-ს ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის მასშტაბით აწ უკვე რეიტინგში მეორე პოზიციაზე დაწინაურებულ ჩემპიონატს ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება გახსნის. კერძოდ, “ფროზინონე”, რომელიც სერია B-ს გამარჯვებული გახდა და რომლისთვისაც სატრანსფერო ფანჯრის პირველივე აქტიურობა გიორგი კვერნაძის დამატება იყო, ქვეყნის ჩემპიონ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” დაუპირისპირდება. […]
სერია A: “იტალიურ ლექსიკონში კვარაცხელიას აღსაწერი სიტყვა მოიძებნება?!”
იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, “ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი პოსტი მიუძღვნა. იტალიის ჩემპიონატის გვერდმა იტალიური ენის ოფიციალური ლექსიკონი, ე.წ “ტრეჩანი” მოიხსენია და იკითხა, არსებობს თუ არა სიტყვა, რომელიც კვარას აღწერს. “ტრეჩანი, გაქვს სიტყვა, რომელიც კვარას აღწერს?”, – წერს სერია A-ს ოფიციალური გვერდი. ამავე დროს, სერია A-ს ოფიციალური გვერდის ჟურნალისტმა, ფლავიო ჯულიანიმ თქვა: “დღეს კვარაცხელიამ თავისი მეტოქეების […]
სპალეტი: “კვარა ძალიან კარგი ბიჭია, ის ჩვენთვის დამატებითი ღირებულებაა”
იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში, მილანის “ინტერთან” გასამართი შეხვედრის წინ, “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა თემებთან ერთად, მისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა. “ლობოტკა და კვარაცხელია თავს კარგად გრძნობენ. მათ მოსამზადებელ პერიოდში არსებული დრო სწორად გამოიყენეს და ახლა თავს კარგად გრძნობენ. “იუვე სტაბიასთან” კარგი მატჩი გამოვიდა, რომელშიც […]
სტანისლავ ლობოტკამ ნაპოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
“ნაპოლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა. სლოვაკ ნახევარმცველს აქამდე მოქმედი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურებოდა, ახალი კონტრაქტის პირობებით კი მხარეები 2027 წლამდე ითანამშრომლებენ. “ნაპოლი” მოხარულია გამოაცხადოს, რომ სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, რაც დამატებით, კიდევ 1 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გაგრძელების პირობას ითვალისწინებს”, – წერია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. […]