ტურინის იუვენტუსი გიორგი მამარდაშვილის დამატებით ინტერესდება
ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური და ევროპული გამოცემა, La Gazzeta Dello Sport-ი საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 22 წლის ქართველი გოლკიპერის დამატება ტურინის “იუვენტუსს” სურს. “ქართველი ფეხბურთელის დამატება პოპულარული და მოდურია, მაგრამ ეს მხოლოდ კვარაცხელიას ეფექტის გამო არ ხდება. საქმე ეხება გიორგი მამარდაშვილს, რომლის გადასაბირებლადაც ტურინის “იუვენტუსმა” თავისი რადარები მწყობრში […]
უეფას ვიცე-პრეზიდენტი: “კვარას ლეგენდარული მარადონას დაჩრდილვა შეუძლია”
უეფას ვიცე-პრეზიდენტი, ვეტერანი პოლონელი ფეხბურთელი, მწვრთნელი და პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის 9 წლის პრეზიდენტი ზბინევ ბონიეკი სპორტულ ბლოგერ გია ჯანაშვილს საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე ესაუბრა. ტურინის “იუვენტუსისა” და “რომას” ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა, 21 წლის ქართველის შესახებ თქვა, რომ მას დიეგო მარადონას ლეგენდის დაჩრდილვა შეუძლია. “შარშანდელთან შედარებით “ნაპოლი” გაცილებით გამართული გუნდია. ნეაპოლელებმა ბევრი ფეხბურთელი […]
უცნობი ისტორია – რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ბოლონიაში?
ვეტერანმა სპორტულმა დირექტორმა, რინო ფოსკიმ, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში მუშაობდა საინტერესო ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ რამდენიმე წლის წინ, სერია A-ს წარმომადგენელი “ბოლონია”, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ამჟამინდელი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით იყო დაინტერესებული, თუმცა მისი ტრანსფერი საპასპორტე პრობლემის გამო არ შედგა. “დღეს ბევრი ამბობს, რომ კვარაცხელიას ადრეული წლებიდანვე იცნობდა, თუმცა ჩვენ მასზე მცირედი ინფორმაცია […]
უცნობი ისტორია: რატომ არ შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი ტურინის იუვენტუსში?
ტრავმით გამოწვეული პაუზის და სტატისტიკური კუთხით მცირე მშრალი სერიის შემდეგ, 2023 წლის რიგით მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა და ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ბენეფისი მოაწყო. 21 წლის ქართველმა ამომავალმა ვარსკვლავმა “ზებრების” წინააღმდეგ (5:1) მოგებულ შეხვედრაში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა – 1 თავად გაიტანა, 2-ჯერ საგოლე […]
საქართველოს ნაკრების და იტალიის სერია A-ს წარმომადგენელი “კრემონეზეს” ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ფიფას მიერ დაწესებული სამართლიანი თამაშის ჯილდოს მოგება მოახერხა. 2022 წლის შემაჯამებელ დაჯილდოებაზე 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გმირული საქციელისთვის გამოარჩიეს, რომელიც მან ზუსტად 1 წლით ადრე, ავსტრიის ბუნდესლიგაში “ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში თამაშის დროს ჩაიდინა და ვენის “აუსტრიას” ავსტრიელ მარჯვენა მცველს, ჯორჯ ტიგლს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რომელმაც შეჯახების […]
ჩემპიონობა სტადიონზე? – ნეაპოლში მატჩის გადადებას ითხოვენ
იტალიის სერია A-ს 33-ე ტური “ნაპოლისთვის” უდიდესი ალბათობით ჩემპიონობის მომტანი აღმოჩნდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ნეაპოლელები “სალერნიტანას” საშინაო შეხვედრაში დაამარცხებენ, ხოლო უახლოესი მდევარი “ლაციო” “ინტერთან” გამარჯვების მოპოვებას ვერ შეძლებს. დედაქალაქელები თავის შეხვედრას 30 აპრილს გამართავენ და მატჩი 14:30 საათზე დაიწყება, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი წინა დღეს, 29 აპრილს ითამაშებს – დაპირისპირებაში, რომელიც 17:00 საათზე დაიწყება. […]
წვეულება კრუიზზე და საჩუქარი ფეხბურთელებს – როგორ ემზადება ნეაპოლი ჩემპიონობისთვის?
თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, “ნაპოლი” იტალიის სერია A-ს მოიგებს. გათამაშების დასრულებამდე 11 ტურით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 19-ქულიანი უპირატესობა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს. ისევე, როგორც სრულიად ნეაპოლი, “ნაპოლის” ხელმძღვანელობაც სკუდეტოს რიგით მესამე ტრიუმფისთვის ემზადება. როგორც ბოლო კვირების განმავლობაში იტალიური მედია აქტიურად საუბრობს, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს, […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აღმოჩენა გახდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს აღმოჩენად დასახელდა. გამოცემა italpress-მა იტალიის სერია A-ს 20 მწვრთნელს შორის გამოკითხვა ჩაატარა და მათ 3 სხვადასხვა ნომინაციის გამოვლენა სთხოვა, ესენია: ჩემპიონატის აღმოჩენა – გუნდი და ფეხბურთელი და რომელი კლუბი მოიგებს ჩემპიონატს. ჩემპიონატის აღმოჩენა ფეხბურთელებს შორის სწორედ 21 წლის ქართველი ტალანტი გახდა. გამოკითხვაში 20-დან 17-მა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობა, […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 21 წლის ქართველი სიმბოლურ ნაკრებში მას შემდეგ მოხვდა, რაც “სპეციას” წინააღმდეგ – 3:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. კვარაცხელიასთან ერთად, საუკეთესო თერთმეტ ფეხბურთელს შორის მისი ორი თანაგუნდელი, ანდრე ფრანკ ზამბო-ანგისა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ. 21 წლის მსოფლიო […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. Whoscored.com-ის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელიამ 8.9 კოეფიციენტი დაიმსახურა და ამ მაჩვენებლით საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა. კვარაცხელიასთან ერთად გუნდში დუშან ვლაჰოვიჩი, ლაუტარო მარტინესი, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ნიკოლო ბარელა და სხვა ვარსკვლავები მოხვდნენ. მე-10 ტურში კვარაცხელია “ნაპოლის” შემადგენლობაში “ბოლონიას” დაუპირისპირდა და 3:2 […]
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, იტალიის სერია A-ს პირველი წრის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 19 ტურის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა იტალიურმა გამოცემა tuttomercatoweb-მა საუკეთესო თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც 21 წლის ქართველ ამომავალ ვარსკვლავთან ერთად, კიდევ 4 ნეაპოლელი, კიმ მინ ჯაე, მარიო რუი, სტანისლავ ლობოტკა და ვიქტორ ოსიმენი მოხვდნენ. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ წრეში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 […]
ხვიჩა კვარაცხელია: “ოცნებები ხდება – ძალიან ბედნიერი ვარ”
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, “ნაპოლიმ” სტუმრად ამსტერდამის “აიაქსი” დიდი ანგარიშით – 6:1 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. “ვფიქრობ, ოცნებები ხდება, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშე და დღეს გოლი გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ […]