ინტერ მაიამიმ სერხიო ბუსკეტსის ტრანსფერი დაადასტურა
კატალონიის ,,ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი კარიერას ,,ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ინფორმაციას ამერიკული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 35 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ანაზღაურება სეზონში 10 მილიონი დოლარი იქნება. ,,ინტერ მაიამიმ” გუშინ ლეო მესის გაფორმებაც დაადასტურა, რომელმაც გუნდთან 2,5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ბუსკეტსმა მთელი კარიერა ,,ბარსელონაში” გაატარა, სადაც 32 […]
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიო ბუსკეტსი კატალონიურ გრანდს დატოვებს. “ბლაუგრანას” მაისურით გატარებული 18-წლიანი, ტიტულებით დახუნძლული ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა, თუმცა, სერხიო ბუსკეტსის წასვლით, “ბარსელონამ” შესაძლოა განსაკუთრებული სარგებელი მიიღოს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ლა ლიგის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა. ტებასი აღნიშნავს, რომ ბუსკეტსის წასვლა მესის დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯია. “ბუსკეტსის “ბარსადან” წასვლა, მესის დასაბრუნებელი გზის დასაწყისია. […]
18 წლიანი კარიერის დასასრული – ბუსკეტსი ბარსელონას ტოვებს
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. რომანოს მტკიცებით, სერხიო ბუსკეტსმა კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ოფიციალურ განცხადებას მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაავრცელებს. ამ დროისათვის უცნობია, მიიღებს თუ არა ბუსკეტსი ახალ გამოწვევას და სად გაგრძელდება მისი პროფესიონალური კარიერა. ვეტერან ესპანელ ფეხბურთელს კატალონიურ გრანდთან […]
რონალდუს შემდეგ ბუსკეტსი?! – ალ ნასრის შეთავაზება ესპანელს
კრიშტიანუ რონალდუს შეძენის შემდეგ, “ალ ნასრი” არაერთი ვეტერანი და გამოცდილი ფეხბურთელით არის დაინტერესებული. ერთ-ერთი ასეთი სერხიო ბუსკეტსია, რომელსაც საუდის არაბულმა კლუბმა შეთავაზება უკვე გაუკეთა. ამ ყველაფერს კი ის ფაქტი ემატება, რომ 34 წლის ესპანელ ლეგენდარულ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება, რის გახანგრძლივებაზე არც ფიქრობს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბუსკეტსმა კატალონიური კლუბის დატოვება 2023 […]
ოფიციალურად: სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ესპანელი ფეხბურთელისთვის სანაკრებო კარიერაში ბოლო დიდი ტურნირი გახლდათ, რის შემდეგაც მან “ფურია როხას” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, 34 წლის ფეხბურთელი საკლუბო კარიერაში ცვლილებისთვისაც ემზადება და უახლოეს თვეებში “ბარსელონას” დატოვებს და “ინტერ მაიამის” წევრი გახდება. სერხიო ბუსკეტსმა ესპანეთის […]
სერხიო ბუსკეტსი ბარსელონას სეზონის ბოლოს დატოვებს
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი კლუბს დატოვებს. 34 წლის ფეხბურთელს “კამპ ნოუზე” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. დიდი ალბათობით კატალონიელები სერხიოს კონტრაქტს არ გაუგრძელებენ და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემშვიდობება. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ესპანელი კარიერას “ინტერ მაიამიში” გააგრძელებს. ამერიკულ კლუბთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პიკესა და ალბასგან განსხვავებით, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სათადარიგოთა სკამზე, ბუსკეტსი […]
სერხიო ბუსკეტსმა სელტას გაუტანა | VIDEO
ბუსკეტსმა 96-ე წუთზე მეტოქეს გოლის გატანაში ხელი უცნაურად შეუშალა | VIDEO
“მადლობა ლეო, მოგვენატრები” – სერხიო ბუსკეტსის პირველი სიტყვები კაპიტნის რანგში (ვიდეო)
სერხიო ბუსკეტსმა, რომელიც “ბარსელონას” კაპიტანი გახდა, ტურინის “იუვენტუსთან” ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების (3:0) და ჟოან გამპერის თასის მოგების შემდეგ, გულშემატკივრებისთვის “კამპ ნოუზე” პირველი სიტყვები წარმოთქვა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს, ლეო მესის გუნდიდან წასვლას გამოეხმაურა. “მე ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბის კაპიტნობა მხვდა წილად. ეს ტიტული აქამდე ისეთ დიდებულ ფეხბურთელებს უტარებიათ, როგორებიც კარლეს პუიოლი, ჩავი, […]
ტესტის პასუხი უარყოფითია – ბუსკეტსი ესპანეთის ნაკრებს დაუბრუნდა
კატალონიის “ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი – სერხიო ბუსკეტსი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა. სერხიო ბუსკეტსს კორონავირუსი Euro 2020-ის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე დაუდასტურდა, თუმცა გუშინ (17 ივნისს) გაკეთებულმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და ექიმებმა მას ვარჯიშისა და თამაშის უფლება მისცეს. კორონავირუსის გამო 32 წლის საყრდენს, ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი გაუცდა, სადაც ესპანეთმა შვედეთის ნაკრებს […]
პიკე, გრიზმანი, კოუტინიო | კოლოსალური ვალის შესამცირებლად ბარსელონა 18 ფეხბურთელს ყიდის
ესპანური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 18 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს. კატალონიური გრანდიდან წასვლის საფრთხის წინაშე ოსმან დემბელე, ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო და სხვა ვარსკვლავები დგანან. წყაროს მტკიცებით, კატალონიური გრანდი კოლოსალური ვალის შემცირებას სწორედ რომ ფეხბურთელების გაყიდვით გეგმავს. “ბლაუგრანას” ვალი £862 მილიონს შეადგენს და კოვიდ-პანდემიის შედეგად, კატალონიელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. […]