ალმერიამ მაკარიძის გარეშე პენალტებში მოიგო – კოპა დელ რეის საუკეთესო 8 გუნდში ორი ქართველისაა
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელმა “ალმერიამ” პრიმერა დივიზიონელი “ოსასუნას” დამარცხება მოახერხა. შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში კი უკეთესი ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი გუნდი აღმოჩნდა და – 5:4 იმარჯვა. “ალმერიას” ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა გიორგი მაკარიძე, თუმცა მისმა შემცვლელმა იყოჩაღა და 2 პენალტის მოგერიება მოახერხა. საქართველოს […]
ახალი ინტერესი – მაკარიძე ესპანურ გუნდს სურს
ერთ-ერთი ესპანური საიტის ინფორმაციის თანახმად, გიორგი მაკარიძის გადაბირებით “ალმერია” დაინტერესდა. გასულ სეზონში ლა ლიგაში აღზევების შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ, გუნდი გაძლიერებას ცდილობს. რაც შეეხება მაკარიძეს, ის “სეტუბალის” საკუთრებაა და დიდია იმის ალბათობა, რომ პორტუგალიური გუნდი დაბალ ლიგაში დააქვეითონ. გიორგი წინა სეზონში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. 31 წლის მეკარე პრიმეირა ლიგაში, თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მანამდე ვრცელდებოდა […]
გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს
გიორგი მაკარიძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია-საშუალებები ავრცელებენ. საქართველოს ნაკრების მეკარე “ალმერიაში” ითამაშებს. diariodealmeria.es-ი იუწყება, რომ ლა ლიგა 2-ში მოთამაშე კლუბი უახლოეს საათებში ორ ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს. ერთი მათგანი გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელი, “სარაგოსას” ცენტრალური ნახევარმცველი რაულ გუტია, მეორე კი ქართველო გოლკიპერი. 30 წლის კარის დარაჯს პორტუგალიურ “სეტუბალთან” კონტრაქტი კიდევ 1 წლით აკავშირებს, […]
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მეკარედ აღიარეს
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. პორტუგალიურმა გამოცემა goalpoint.pt-მა პრიმეირა ლიგის დეკემბრის თვის საუკეთესო 11 ფეხბურთელი გამოარჩია, სადაც “ბენფიკას”, “პორტუსა” და “სპორტინგის” მოთამაშეების გვერდით ქართველი გოლკიპერი აღმოჩნდა. “სეტუბალის” 29 წლის ქართველს, რომელსაც შესანიშნავი სერია აქვს, თერთმეტეულში 6.55-ქულიანი შეფასება აქვს, რაც გუნდში ოთხი ფეხბურთელის მაჩვენებელს აღემატება. “მართალია, მაკარიძემ ბოლო მატჩებში რამდენიმე […]
გიორგი მაკარიძე პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ გუნდშია
პორტუგალიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი დასრულდა. გასულ სეზონში ტიტული “პორტუმ” მოიპოვა, ხოლო უმაღლეს ლიგას “პორტიმომენსე” და “ავეში” დაემშვიდობნენ. პრიმეირა ლიგის ბოლო ტურში გიორგი მაკარიძის “სეტუბალმა” შინ “ბელენენსეში” 2:0 დაამარცხა და ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა. ქართველმა მეკარემ სეზონში მე-13 მშრალი მატჩი ჩაატარა, რითაც პორტუგალიის ჩემპიონატში მე-3 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გიორგი მაკარიძე არაერთმა გამოცემამ პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 2019/20 […]
გიორგი მაკარიძე ტურის სიმბოლურ გუნდშია
პორტუგალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში “სეტუბალსა” და “სპორტინგს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა. გიორგი მაკარიძე მატჩში გამორჩეული იყო და სეზონში კარის მშრალად შენახვა 12-ედ მოახერხა. “სპორტინგის” ფეხბურთელებმა მისი კარის მიმართულებით 13-ჯერ დაარტყეს, საიდანაც ზუსტი 3 იყო. მაკარიძის თამაში პორტუგალიაში 7.6 ქულით შეაფასეს, რაც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გიორგი ტურის სიმბოლურ გუნდში მომხვდარიყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს […]
გიორგი მაკარიძე: “ყველას გისურვებთ მშვიდობას.”
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი მაკარიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. რა თქმა უნდა, “სეტუბალის” ფეხბურთელმა პოსტში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა. “კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, პორტუგალიაშიც საფეხბურთო სეზონი დროებით შეჩერებულია. არ მიეცეთ პანიკას და გაითვალისწინეთ ყველა საჭირო რეკომენდაცია. გისურვებთ მშვიდობას.” შეგახსენებთ, რომ ახალი ვირუსის გამო ევროპული ქვეყნების ჩემპიონატების უდიდესი ნაწილი შეჩერებულია.
გიორგი მაკარიძემ ზედიზედ 2 მეტოქე მოატყუა (ვიდეო)
გიორგი მაკარიძემ თერთმეტმეტრიანი მოიგერია (ვიდეო)
გიორგი მაკარიძით პოლონური გრანდი დაინტერესდა
“სეტუბალის” ქართველი მეკარის გიორგი მაკარიძის გადაბირება “ლეგიას” სურს. ინფორმაცია ვარშავული კლუბის არაოფიციალურ საიტზე ვრცელდება. როგორც ცნობილია, პოლონელები 30 წლის მეკარის ტრანსფერზე უკვე მუშაობენ. მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატის გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და სეზონის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. გიორგიმ “სეტუბალის” კარის მშრალად შენახვა 13 თამაშში მოახერხა, რაც პრიმეირა ლიგაში მე-3 საუკეთესო შედეგია. შეგახსენებთ, რომ “ლეგიაში” თამაშობს ვაკო […]
მაკარიძე ბენფიკასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
პორტუგალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში “სეტუბალმა” შინ “ბენფიკა” მიიღო და ჩემპიონატის ლიდერს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა – 1:1. მასპინძელთა კარს იცავდა გიორგი მაკარიძე. 29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “ბენფიკასთან” 5 სეივი გააკეთა და ქულის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაკარიძე “ბენფიკასთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ გიორგი წინა ტურში, “პორტიმონენსესთან” შეხვედრის MVP-იც გახდა. ასე რომ, საქართველოს ნაკრების წევრი […]