გიორგი მაკარიძეს ბრწყინვალე სეზონი აქვს. საქართველოს ნაკრების მეკარე ისეთ პრესტიჟულ ჩემპიონატში, როგორიც პორტუგალიის პრიმეირა ლიგაა, შედეგიანობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა, მთლიანად ევროპაში კი სამეულში შედის. ცხადია, ასე სტაბილურად მოთამაშე გოლკიპერი თვალთახედვის არედან არ გამოპარვიათ წამყვან პორტუგალიურ კლუბებს. ამიტომაც, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ აქტიურად იწერება, რომ 29 წლის კარის დარაჯის გადაბირება “ბენფიკასა” და “სპორტინგის” ინტერესებში შედის. თუმცა, […]