ახალი ზელანდიის ნაკრებს მსოფლიო თასზე ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება
წარმოშობით ფიჯელი, ახალი ზელანდიის ნაკრების 26 წლის მორაგბე – სევუ რისი, 2023 წლის მსოფლიო თასს ოფიციალურად გამოტოვებს. სევუ რისმა მუხლის ჯვარედინი მყესების მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც იგი საოპერაციოა და ექიმების ცნობით, 2023 წელს მისი თამაში გამორიცხულია. “ეს მისთვის, მთელი კლუბისა და ახალი ზელანდიისთვის ძალიან რთულია. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მის გვერდით ვდგავართ. […]
სევუ რისის შესანიშნავი ლელო ირლანდიის წინააღმდეგ | VIDEO
Super Rugby Pacific | უპრესტიჟულესი საკლუბო ჩემპიონატი კრუსეიდერსის ტრიუმფით დასრულდა | VIDEO
Super Rugby Pacific-ის 2022 წლის სეზონის ფინალში, “ბლუზი” “კრუსეიდერსს” დაუპირისპირდა. ოკლენდში, “ედენ პარკზე” გამართული ახალ ზელანდიური ფინალი, ნომინალური მასპინძლის – “ბლუზის” მარცხით, 7:21 დასრულდა. სემ უაითლოკი, სევუ რისი, სკოტ ბარეტი, რიჩი მო’უნგა და კომპანია სრული მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ – წამყვანი მოთამაშეების აქტიურობით, “კრუსეიდერსმა” ძლევამოსილი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ოკლენდში 45,000 გულშემატკივრის წინაშე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, […]