რევაზ ჩელებაძე: “თუ ფედერაციას გვერდში არ დაუდგებიან, საქმეს არ ეშველება, ნელ-ნელა ვიძირებით”
“დინამო თბილისის” ვეტერანმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტში” ქართულ საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა. “ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ჩვენ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, რომ სტადიონზე მე-12 მოთამაშე ვერ შევიყვანეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთს დიდი ყურადღება არ ექცევა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბიჭები საქმეში […]
გულშემატკივარი ტრიბუნაზე ბრუნდება: ესპანეთთან მატჩს მაყურებელი დაესწრება!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანეთთან მატჩს ტრიბუნაზე გულშემატკივარი დაესწრება. ქომაგები სტადიონზე 28 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაზე დაბრუნდებიან, როცა “ჯვაროსნები” “ფურია როხას” “დინამო არენაზე” უმასპინძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშილმაც დაადასტურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.
როგორ დაკომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი? – დავით მუჯირმა სანიოლის თანაშემწეების შესახებ ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ჰყავს. ფრანგი სპეციალისტის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში ისაუბრა. „ფეხბურთში წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ კარგია, რომ დავნიშნეთ მწვრთნელი, რომელიც ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სანიოლი უკვე კარგად იცნობს ჩვენს გუნდს და მასთან გასაუბრებამ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც იმედს გვაძლევს. სანიოლი ამბიციურია, […]
2021 წლის სეზონი: ეროვნულ ლიგაში ცვლილებები იქნება
25 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის წლის პირველი შეხვედრა გაიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეც გაჟღერდა. ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. “აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 2021 წლის სეზონის შესახებ იმსჯელეს. ძირითადი ცვლილება ლიგა 3-ს და ლიგა 4-ს შეეხო, აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით ლიგა 3-ში ახალი სეზონიდან 14 გუნდი იასპარეზებს, ლიგა 4-ში კი, 20. ეროვნულ […]
ლევან კობიაშვილი: 2021 წელს სფფ სახელმწიფოსგან თეთრსაც აღარ აიღებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო სახსრებით არსებობაზე უარი განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ეს გადაწყვეტილება თავად სფფ-ის მიერ იყო ინიცირებული. დამოუკიდებლობის შემდეგ სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამით, ისევე როგორც სხვა სპორტულ ფედერაციებს, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ. პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციას 6,7 მლნ ლარი ერიცხებოდა. ეს თანხები სხვადასხვა ასაკის საქართველოს ნაკრებების მომზადებას, მგზავრობას და სხვა საჭიროებას ხმარდებოდა. გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ […]
გამოდი კაპიტანო! დაგველაპარაკე, შეგვაგინე მაინც…
2020 წლის 12 ნოემბერი – კარგად დაიმახსოვრეთ ეს თარიღი. სისტემამ, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჰქვია, ჩემი, შენი, ჩვენი ოცნებები დაასამარა. 1992 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო სახელად საქართველო ოფიციალურად გახდა UEFA-სა და FIFA-ს წევრი, თითოეული ქართველი ოცნებობს საფეხბურთო ზეიმში (მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატი) მონაწილეობაზე. ისევ UEFA-ს ძალისხმევით, რომ ტურნირი გაფართოებულიყო და თითქმის ნახევარ ევროპას მიეღო მონაწილეობა, […]
ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს?
გახსოვთ ამონარიდი ქეცბაია-მინაშვილის ერთ-ერთ ეპიკური ინტერვიუდან? – ეს ვისი ბრალია? – ვისი ბრალია? – ვისი ბრალია? – ნუ, ვისი ბრალია, მითხარი. – ფედერაციის. ჩრდილოეთ მაკედონიასთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, სწორედ ეს კითხვა მიტრიალებს თავში. ჩემს კითხვაზე პასუხად, სოციალური ქსელი აფეთქდა: ყველა იმას იწერება, ვაისი არაფრისმცოდნე მწვრთნელია, რომელიც ფეხბურთელებს არასწორად არჩევს და შეცვლებს აგვიანებსო. ჰო, მართლა უცნაური […]
ლევან ცქიტიშვილი: “მოსახვედრს უნდა მოხვდეს”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისის წინ დაპირისპირება მოხდა – აქტივისტებს ყოფილი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე და სფფ-ს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტების სურვილი იყო, რომ მათ ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნი “ცხოველების ფერმა” შეეტანათ, რაც ერთგვარი პროტესტი იყო იმაზე, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა […]
ვეტერანი ფეხბურთელები და სფფ-ს თანამშრომლები აქტივისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისის წინ დაპირისპირებაა – აქტივისტებს ყოფილი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე და სფფ-ს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტების სურვილი იყო, რომ მათ ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნი “ცხოველების ფერმა” შეეტანათ, რაც ერთგვარი პროტესტი იყო იმაზე, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა სტადიონიდან […]
ახალი საფეხბურთო ცენტრი – სფფ დიდ დიღომში მშენებლობას იწყებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, დიდ დიღომში კიდევ ერთი საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება. დიდი დიღომში, დემეტრე თავდადებულის №14-ის მიმდებარე ტერიტორია სფფ-ს სახელმწიფოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადმოეცა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა ფორვარდის თანადაფინანსებით […]
გადაწყდა: ეროვნულ ლიგაზე გულშემატკივარი მერვე ტურიდან დაიშვება!
21 ივლისს, საქართველოს მთავრობის საგანგებო სხდომაზე სფფ-ს პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის, მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადების დეტალები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა – 31 ივლისიდან გულშემატკივარი სტადიონზე დაიშვება. “ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივარს სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, […]
ფეხბურთის ფედერაციის ახალი პარტნიორი – სადეზინფექციო საშუალებები ათივე კლუბს
11 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია “ინოლაბს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, კომპანია ეროვნული ლიგის ათივე კლუბს სადეზინფექციო საშუალებებსა და მოწყობილობებს გადასცემს. ამასთან ერთად ყველა მატჩის წინ მასპინძელი სტადიონი “ელექსირის” სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მემორანდუმს ხელი დავით მუჯირმა მოაწერა, კომპანია “ინოლაბს” კი, დირექტორი პაპუნა პაპიაშვილი წარმოადგენდა. […]