ლევან ცქიტიშვილი: “მოსახვედრს უნდა მოხვდეს”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისის წინ დაპირისპირება მოხდა – აქტივისტებს ყოფილი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე და სფფ-ს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტების სურვილი იყო, რომ მათ ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნი “ცხოველების ფერმა” შეეტანათ, რაც ერთგვარი პროტესტი იყო იმაზე, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა […]
ლევან კობიაშვილი: “მე და შოთის შინაარსობრივ ნაწილში აცდენა არ გვაქვს”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, სხვადასხვა საინტერესო და აქტუალური საფეხბურთო თემის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ეროვნული გუნდის მიერ სექტემბერში ნაჩვენებ ცუდ შედეგებთან და “ჯვაროსნების” ვეტერანი ფეხბურთელების, შოთა და არჩილ არველაძეების განცხადებებთან დაკავშირებით. “სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს თემა დახურულია და არ ვაპირებ ამ პოლემიკის გაგრძელებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ […]
კობიაშვილი: “მადლობა გულშემატკივარს” | კითხვა: რატომ იყო მაკედონიასთან ტრიბუნა ცარიელი?
საქართველოს ნაკრების მიერ შვედეთის დამარცხებას, ლევან კობიაშვილი, სოციალური ქსელით გამოეხმაურა. სფფ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და გულშემატკივარის უმნიშვნელოვანეს როლს ხაზი გაუსვა. “მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ბიჭებს, მწვრთნელებს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მატჩის ორგანიზებაში იყო ჩართული. გუნდური მუშაობით და მონდომებით ყოველთვის მივაღწევთ გამარჯვებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენ გულშემატკივარს. გუშინ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ […]
ვეტერანი ფეხბურთელები და სფფ-ს თანამშრომლები აქტივისტებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისის წინ დაპირისპირებაა – აქტივისტებს ყოფილი ფეხბურთელები, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე და სფფ-ს თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტების სურვილი იყო, რომ მათ ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნი “ცხოველების ფერმა” შეეტანათ, რაც ერთგვარი პროტესტი იყო იმაზე, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყოფილმა ფეხბურთელებმა და სახელოვნებო წრის წარმომადგენლებმა სტადიონიდან […]
18 წლის წინ: ჩამქრალი შუქი, პოლიტიზირებული ფეხბურთი და გამარჯვება პრინციპულ მეტოქესთან
ზუსტად 18 წლის წინ, 2003 წლის 30 აპრილს, ქართულმა ფეხბურთმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმა. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი საქართველოს ნაკრებმა პრინციპულ მეტოქესთან გამართა. თუმცა, რუსეთის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირება 1 წლით ადრე უნდა შემდგარიყო. ასეც მოხდა, 2002 წელს თბილისში დაწყებული შეხვედრა პირველი ტაიმის ბოლოს იმ მიზეზით შეწყდა, რაც იმდროინდელ საქართველოში არცისე […]
თბილისის “ლოკომოტივს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “რკინიგზელებს” მიმდინარე სეზონში გამოცდილი ქართველი სპეციალისტი სოსო ფრუიძე უთავკაცებს. საჩხერის “ჩიხურას” ყოფილმა დამრიგებელმა Live.ge-სთან ინტერვიუში ახალი კლუბის და გამოწვევების შესახებ ისაუბრა. გილოცავთ დაკავებულ პოსტს და წარმატებებს გისურვებთ. როდის მიიღეთ შეთავაზება “ლოკომოტივიდან”? ლევან კორღალიძის “ლოკომოტივიდან” წასვლის შემდეგ დამიკავშირდნენ. რამდენიმე ვარიანტს განიხილავდნენ და მათ შორის ერთ-ერთი მე ვიყავი. გავისაუბრეთ და შევთანხმდით. […]
ოფიციალურად: ბილეთების 95% გაყიდულია!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა, საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების რაოდენობის შესახებ დაწერა. სფფ-ს ცნობით, ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის ბილეთების 95% უკვე გაყიდულია. საქართველო-ბელარუსის ისტორიული დაპირისპირება 26 მარტს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
როგორ დაკომპლექტდება სამწვრთნელო შტაბი? – დავით მუჯირმა სანიოლის თანაშემწეების შესახებ ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ჰყავს. ფრანგი სპეციალისტის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ტაიმაუტის” ეთერში ისაუბრა. „ფეხბურთში წარმატების ფორმულა არ არსებობს, მაგრამ კარგია, რომ დავნიშნეთ მწვრთნელი, რომელიც ბევრ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. სანიოლი უკვე კარგად იცნობს ჩვენს გუნდს და მასთან გასაუბრებამ დაგვარწმუნა, რომ სწორედ ის კანდიდატია, რომელიც იმედს გვაძლევს. სანიოლი ამბიციურია, […]
სფფ: ბილეთების ნახევარი გაყიდულია!
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ახლოვდება. 26 მარტს, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩამდე 38 დღით ადრე, “დინამო არენაზე” დასასწრები ბილეთების ნახევარზე მეტი უკვე გაყიდულია. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი აქვეყნებს. “დინამო არენას” ტევადობა 54 202 ადგილია, ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან კი 48 საათია გასული.
კობიაშვილმა და მუჯირმა ფიგუსთან, დრენტესთან, კურანთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ითამაშეს (ვიდეო)
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა, ლევან კობიაშვილმა და დავით მუჯირმა ლატვიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ისეთმა ვარსკვლავებმაც ითამაშეს, როგორებიც ლუიშ ფიგუ, როისტონ დრენტე, კევინ კურანი, ნუნუ გომეში და სხვები არიან. აღნიშნული მატჩი ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მატჩში ერთმანეთს ლატვიელი ვეტერანი ფეხბურთელები და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები დაუპირდნენ, რომელთა გუნდსაც […]
ლევან კობიაშვილი: “დაძაბულობა ყოველ სეზონში იმატებს – ახალმა ფორმატმა გაამართლა”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშება და “დინამო თბილისის” საჩემპიონო სეზონი შეაფასა. “ის დაძაბულობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში ცხრილის ზედა თუ ქვედა ნაწილში არსებობდა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ჩემპიონატის ახალმა ფორმატმა გაამართლა. ყოველ სეზონში დაძაბულობა უფრო და უფრო იმატებს. “დინამო თბილისს” გამარჯვებას ვულოცავ. მათ ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვეს. ყველა […]
სფფ ვეტერანებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეხმარება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წინასააღდგომო პერიოდში, სხვადახვა საჭიროების მქონე ადამიანებს დაეხმარა. სფფ-ს ორგანიზებით, რეგიონალურ ფედერაციებს სპეციალური სასაჩუქრე ყუთები გაეგზავნათ, რომლებიც თავის მხრივ საქართველოს მასშტბით ყველა 70 წელს გადაცილებულ ვეტერან ფეხბურთელს გადასცემენ. გარდა ამისა, ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ თბილისის მერიას საკვები და ჰიგიენური პროდუქტები გადასცა, რომელიც სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებულ მოქალაქეებს დაურიგდებათ. “ფეხბურთის ფედერაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში […]