FIBA-ს ჯამურ სტატისტიკებში ქართველები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ
ევროპის 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი რაუნდი დასრულდა. ამის გამო FIBA-მ მოთამაშეების სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი კალათბურთელები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც ქართველები მოწინავე პოზიციებზე არიან: ქულა: ორი შეხვედრის ჯამში თად მაკფადენს 51 ქულა დაუგროვდა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია, ამ მხრივ პირველ პოზიციაზე პოლონელი კალათბურთელი ეი ჯეი სლაქტერია […]
მაკფადენის 27 ქულა და გამარჯვების ორქულიანი უნიკახასთან მატჩში | VIDEO
ესპანეთის ACB ლიგის 23-ე ტურში ,,მურსიამ” ,,უნიკახა” სტუმრად 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:87 დაამარცხა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,მურსიას” უკანახაზელმა, თად მაკფადენმა, რომელმაც არასრულ 26 წუთში 27 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა. მაკფადენმა 10-დან 6 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა, […]
მაკფადენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ფინალის MVP გახდა
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ესპანური “ბურგოსი” გახდა. ჩვენი კონტინენტის რანგით მეორე ტურნირი ბურგოსელებს თად მაკფადენმა მოაგებინა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული რვათა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაკფადენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრია და მას უდიდესი წილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ბოლო ოფიციალურ მატჩში, ბელგრადში, სერბეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ბურგოსის” მეტოქე მასპინძელი აეკ-ი […]
დანაკლისი და ახალი სახეები – ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” […]
FIBA: “საქართველომ ისტორია დაწერა”
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:80 დამარცხდა. საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დღეს მოგება ან 3 ქულაზე მეტით არწაგება სჭირდებოდა (თუ მეტოქე 89 ქულაზე მეტს ჩააგდება და მოიგებდა, მაშინ საქართველოს მხოლოდ 1 ან 2 ქულით წაგება აძლევდა ხელს). შედეგად, ისტორიაში პირველად, ჩვენი ნაკრები მსოფლიო […]
მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია. გასულ სეზონში 33 წლის კალათბურთელმა “ბურგოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, რითაც აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. 7 თებერვალს, ბუენოს აირესში, ფინალურ მატჩში არგენტინული “ქუისმა” ესპანურმა კლუბმა 82:73 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს თასი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მოიგო. მაკფადენმა […]
ქართველების ბრწყინვალე მატჩი – მურსიამ ვალენსია დაამარცხა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში 28-ე ტურის მატჩები შედგა, სადაც ქართველებით დაკომპლექტებულმა “მურსიამ”, შინ “ვალენსია” მძიმე ბრძოლაში, 8-ქულიანი სხვაობით 90:82 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “მურსიას” გამარჯვებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა – თად მაკფადენმა და რატი ანდრონიკაშვილმა შეიტანეს. მაკფადენმა პარკეტზე 22:12 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 21 ქულა (3 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 შედეგიანი […]
FIBA-ის ეგიდით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გიორგი შერმადინის “ტენერიფე” ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის, თად მაკფადენის გუნდს “სან პაბლო ბურგოსს” შეხვდა. “ტენერიფე” გასვლით მატჩში, ფაქტობრივად უშანსოდ, 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 101:79 დამარცხდა. შერმადინმა პარკეტზე 21:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულას, 3 შედეგიანი გადაცემას, 6 მოხსნასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. ქართველი ცენტრის მარგი […]
7 სამქულიანი: მაკფადენი მარცხის მიუხედავად სარაგოსასთან მატჩში საუკეთესო იყო
ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურში, “სან პაბლო ბურგოსი” დრამატულ შეხვედრაში “ბასკეტ სარაგოსას” წინააღმდეგ – 95:98 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი, თად მაკფადენი იყო, რომლის მონაგარმაც პარკეტზე გატარებულ 22:59 წუთში 27 ქულა და თითო-თითო მოხსნა და შედეგიანი გადაცემა შეადგინა. წარმოშობით ამერიკელმა მოთამაშემ 10-დან 7 სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა, ასევე მეტოქის ფარში ერთი ორქულიანი და 3 საჯარიმო […]
შერმადინი კვლავ დამაჯერებელია | ტენერიფე ნახევარფინალშია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებები მიმდინარეობს, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფეც” ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ACB-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პლეიოფშიც ღირსეულად ასპარეზობს. შერმადინის გუნდის ოპონენტი ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის თად მაკფადენის გუნდი “ბურგოსია”, რომელთაც სერიაში 1:0-ს უგებდნენ. სერიის მე-2 მატჩი “ბურგოსის” საშინაო არენაზე გაიმართა და “ტენერიფემ” დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 92:68 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა. […]
ACB დაიწყო | თად მაკფადენის 14 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატმა სტარტი აიღო, სადაც პირველი ტურის შეხვედრები ჩატარდა. საკუთარი დაპირისპირებები გამართეს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა, “მურსიასთან” ერთად “ბარსელონას” წინააღმდეგ იასპარეზა და საკმაოდ სოლიდური მონაგარიც ჰქონდა. თადმა პარკეტზე გატარებულ 26:14 წუთში, 14 ქულას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. მურსიელებს მომდევნო შეხვედრა […]