FIBA-ს ჯამურ სტატისტიკებში ქართველები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ
ევროპის 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ორი რაუნდი დასრულდა. ამის გამო FIBA-მ მოთამაშეების სტატისტიკური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი კალათბურთელები ბევრ კრიტერიუმში დომინირებენ. გთავაზობთ სტატისტიკურ მონაცემებს, სადაც ქართველები მოწინავე პოზიციებზე არიან: ქულა: ორი შეხვედრის ჯამში თად მაკფადენს 51 ქულა დაუგროვდა, რაც მეორე საუკეთესო მაჩვენებელია, ამ მხრივ პირველ პოზიციაზე პოლონელი კალათბურთელი ეი ჯეი სლაქტერია […]
პირველი გამარჯვება – ქართველმა კალათბურთელებმა შვეიცარიელები დაამარცხეს!
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარიის ნაკრები მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 96:88 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებში გამორჩეულები იყვნენ: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, თად მაკფადენი და დუდა სანაძე, რომლებმაც საკმაოდ კარგი სტატისტიკა დააფიქსირეს. გიორგი შერმადინი: 36:10 წუთი; 16 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა. ბექა ბურჯანაძე: 32:44 წუთი; 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 გადაცემა, […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ესტონეთთან და ისრაელთან მატჩებისთვის ცნობილია!
29 ნოემბერს, გამთენიისას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში მიემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ესტონეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა ტალინის “საკუ არენაზე” 30 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება. ესტონეთის ნაკრები L ჯგუფის აუტსაიდერია, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს უთანაბრდება და შესაბამისად, ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერს იღონებს. საქართველოს ნაკრები 23 ნოემბრიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ემზადება. ჩვენს ნაკრებს […]
მაკფადენის საოცარი მატჩი – 9 ჩაგდებული სამქულიანი 18 წუთში | VIDEO
თად მაკფადენის 5 სამქულიანი პირველ მეოთხედში | VIDEO
დანაკლისი და ახალი სახეები – ზუროსმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება. კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული “ბაბლის” […]
მაკფადენი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის MVP-ობის კანდიდატია
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შემდეგ, FIBA სათამაშო დღის საუკეთესო კალათბურთელს ავლენს. 5 კანდიდატს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი, თად მაკფადენიც მოხვდა, რომელმაც უკრაინასთან მოგებულ მატჩში 27 ქულა, 9 შედეგიანი გადაცემა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა (29 მარგი ქმედების კოეფიციენტი). მაკფადენის კონკურენტები მილოშ ტეოდოსიჩი (21 ქულა, 9 ასისტი, 27 მარგი ქმედების კოეფიციენტი), ტედი […]
მაკფადენი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ფინალის MVP გახდა
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ესპანური “ბურგოსი” გახდა. ჩვენი კონტინენტის რანგით მეორე ტურნირი ბურგოსელებს თად მაკფადენმა მოაგებინა, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართული რვათა ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაკფადენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრია და მას უდიდესი წილი მიუძღვის ჩვენი ნაკრების ბოლო ოფიციალურ მატჩში, ბელგრადში, სერბეთთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ბურგოსის” მეტოქე მასპინძელი აეკ-ი […]
მაკფადენის 27 ქულა და გამარჯვების ორქულიანი უნიკახასთან მატჩში | VIDEO
ესპანეთის ACB ლიგის 23-ე ტურში ,,მურსიამ” ,,უნიკახა” სტუმრად 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:87 დაამარცხა. გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,მურსიას” უკანახაზელმა, თად მაკფადენმა, რომელმაც არასრულ 26 წუთში 27 ქულა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა მოაგროვა. მაკფადენმა 10-დან 6 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა, […]
შერმადინი კვლავ დამაჯერებელია | ტენერიფე ნახევარფინალშია
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში საპლეიოფო დაპირისპირებები მიმდინარეობს, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფეც” ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი ACB-ის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პლეიოფშიც ღირსეულად ასპარეზობს. შერმადინის გუნდის ოპონენტი ნატურალიზებული ქართველი კალათბურთელის თად მაკფადენის გუნდი “ბურგოსია”, რომელთაც სერიაში 1:0-ს უგებდნენ. სერიის მე-2 მატჩი “ბურგოსის” საშინაო არენაზე გაიმართა და “ტენერიფემ” დამაჯერებელი უპირატესობით, ანგარიშით 92:68 იმარჯვა და ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა. […]
მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია. გასულ სეზონში 33 წლის კალათბურთელმა “ბურგოსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა, რითაც აღნიშნულ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. 7 თებერვალს, ბუენოს აირესში, ფინალურ მატჩში არგენტინული “ქუისმა” ესპანურმა კლუბმა 82:73 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს თასი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მოიგო. მაკფადენმა […]
ACB დაიწყო | თად მაკფადენის 14 ქულა ბარსელონას წინააღმდეგ
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატმა სტარტი აიღო, სადაც პირველი ტურის შეხვედრები ჩატარდა. საკუთარი დაპირისპირებები გამართეს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა, “მურსიასთან” ერთად “ბარსელონას” წინააღმდეგ იასპარეზა და საკმაოდ სოლიდური მონაგარიც ჰქონდა. თადმა პარკეტზე გატარებულ 26:14 წუთში, 14 ქულას, 1 შედეგიან გადაცემას, 1 მოხსნას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. მურსიელებს მომდევნო შეხვედრა […]