“ოქროს მატჩის” მონაწილე – ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა
თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი და 1964 წლის 18 ნოემბრის “ოქროს მატჩის” მონაწილე – ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტექნიკური შემტევი, რომელმაც “დინამოს” მაისურით ჩატარებულ 297 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა, 1937 წლის 24 დეკემბერს, გაგრაში დაიბადა. ბარქაიამ ვარჯიში პირველად გაგრაში, სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, შემდეგ კი სპორტსკოლაში განაგრძო ვარჯიში. თბილისის “დინამომდე” იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, […]
დინამო თბილისის ფეხბურთელით პორტუ ინტერესდება
ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დინამო თბილისის ნახევარმცველის – გიორგი აბუაშვილის პორტუგალიურ გრანდ ,,პორტუში” შესაძლო გადასვლაზე. Live.ge აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელის მამას ესაუბრა, რომელმაც მისი შვილის მიმართ ,,პორტუს” დაინტერესება დაგვიდასტურა. როგორც დავით აბუაშვილმა განგვიმარტა, ამ ეტაპზე გიორგი აბუაშვილი ,,დინამოს” რიგებში ვარჯიშობს და ნახევარმცველის გადაბირება არაერთ გუნდს სურს. ,,პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ გიორგი ახლა საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს” […]
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი კანდიდატი, თბილისისა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდნენ. აღიარებულ ლიდერთა მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, აჭარელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. “დინამო არენაზე” ჩატარებული მატჩის აფიშის შესაბამისად, თამაში დაძაბული და მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ, ისინი არც მეტოქეთა მიმართ უხეშობას […]
ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რეი კლემენსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა
“ლივერპულის”, “ტოტენჰემის” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რეი კლემენსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. კლემენსმა ინგლისის ნაკრებში 1972-1983 წლებში 61 შეხვედრა ჩაატარა. მისი ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: “დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ რეი კლემენსი მშვიდად აღესრულა დღეს თავისი მოყვარული ოჯახის გარემოცვაში. ამდენი ხნის მძიმე ბრძოლის შემდეგ ის ახლა იქაა, სადაც სიმშვიდეა და არ არის ტკივილი. ოჯახი […]
LEN Champions League 2020-21 – წყალბურთში თბილისის დინამოს მეტოქეები ცნობილია
წყალბურთში LEN Champions League 2020-21 წლების სეზონის კენჭისყრის შედეგად, თბილისის “დინამოს” მეტოქეები გახდა ცნობილი. კენჭისყრის შედეგად, თბილისის დინამო B-ჯგუფში მოხვდა, სადაც მონტენეგროს, გერმანიის, ესპანეთისა და უნგრეთის რჩეულ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თბილისი “დინამო” ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი მატჩბი 14-15 დეკემბერს გაიმართება. LEN Champions League 2020-21 წლების სეზონი […]
ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა დაასრულა
ბათუმის “დინამოს” თავდამსხმელმა ნიკოლოზ საბანაძემ კარიერა დაასრულა. 29 წლის ფეხბურთელმა ასეთი ნაადრევი გადაწყვეტილება მძიმე ტრავმის გამო მიიღო. საბანაძე სხვადსხვა დროს ქუთაისის “ტორპედოში”, “ზესტაფონში”, “დინამო თბილისში”, “საბურთალოში”, “სამტრედიასა” და მარტვილის “მერანში” ითამაშა და ყველა კლუბის გულშემატკივარს თავი გამორჩეული საფეხბურთო და პიროვნული თვისებებით დაამახსოვრა. 2018 წლის მარტიდან საბანაძე აჭარულ კლუბში ირიცხებოდა, სადაც 21 შეხვედრაში 5 გოლის გატანა […]
თბილისის დინამოს ფეხბურთელების ვიდეო მიმართვა (ვიდეო)
გორის დილა 1:2 დინამო თბილისი (მიმოხილვა)
გორის დილამ თბილისის დინამოს ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)
თბილისის დინამომ ახალი სათამაშო ფორმა და პარტნიორი წარადგინა
თბილისის “დინამომ” ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც დედაქალაქური კლუბი 2020 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებას დაიწყებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტრადიციული ლურჯ-თეთრი ფორმით ითამაშებს, მესამე კი შავი ფერის მაისურები იქნება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებს ახალი პარტნიორი ჰყავთ – განახლებული ეკიპირება გერმანული სპორტული კომპანია “პუმას” დამზადებულია. ახალი ფორმისა და სპონსორის წარდგენა 15 ოქტომბერს, თბილისში,”დინამო არენაზე” შედგა. სათამაშო მაისური […]
დინამომ ამხანაგური მატჩი მოიგო
სანაკრებო პაუზის დროს, თბლისის “დინამო” ეროვნული ლიგის დარჩენილი, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. 12 ოქტომბერს, “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილ აუტსაიდერ “ვიტ ჯორჯიასთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა და 2:0 იმარჯვა. გოლები 32-ე და 62-ე წუთზე შესაბამისად აკაკი შულაიამ და მათე კვირკვიამ გაიტანეს. “დინამოს” შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ლიტოვჩენკო, რუხაია, ხვადაგიანი, კაპლიენკო, ქიმაძე, […]
თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იწყებს
წყალბურთის გუნდი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. „დინამოს“ პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტუნირზე დებიუტი 9 ოქტომბერს ესპანური „ტერასას“ წინააღმდეგ ექნება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. B ჯგუფში თბილისის „დინამოს“ მეტოქეები უნგრული „ტელეკომ ბუდაპეშტი“, „ფერენცვაროში“, ასევე ფრანგული „მარსელი“, „ტერასა“, ზაგრების „მლადოსტი“, გერმანული „ჰანოვერი“ და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული იტალიური „პრო […]