ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დინამო თბილისის ნახევარმცველის – გიორგი აბუაშვილის პორტუგალიურ გრანდ ,,პორტუში” შესაძლო გადასვლაზე. Live.ge აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელის მამას ესაუბრა, რომელმაც მისი შვილის მიმართ ,,პორტუს” დაინტერესება დაგვიდასტურა. როგორც დავით აბუაშვილმა განგვიმარტა, ამ ეტაპზე გიორგი აბუაშვილი ,,დინამოს” რიგებში ვარჯიშობს და ნახევარმცველის გადაბირება არაერთ გუნდს სურს. ,,პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ გიორგი ახლა საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს” […]