ნიკა ნინუას დუბლი – დინამომ საბურთალოსთან შემოაბრუნა (ვიდეო)
LEN Champions League 2020-21 – წყალბურთში თბილისის დინამოს მეტოქეები ცნობილია
წყალბურთში LEN Champions League 2020-21 წლების სეზონის კენჭისყრის შედეგად, თბილისის “დინამოს” მეტოქეები გახდა ცნობილი. კენჭისყრის შედეგად, თბილისის დინამო B-ჯგუფში მოხვდა, სადაც მონტენეგროს, გერმანიის, ესპანეთისა და უნგრეთის რჩეულ გუნდებთან ერთად იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თბილისი “დინამო” ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის პირველი მატჩბი 14-15 დეკემბერს გაიმართება. LEN Champions League 2020-21 წლების სეზონი […]
ეროვნული ლიგის ნაადრევი ფინალი ბათუმში (პრევიუ)
საქართველოს ეროვნული ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. 7 თვის გავლის შემდეგ, ჩემპიონატში ორი ლიდერი, ორი „დინამო“ გამოიკვეთა – თბილისური და ბათუმური. კონკურენციას ფეხდაფეხ მოქმედი ჩემპიონი „საბურთალოც“ მისდევდა, თუმცა „დინამო არენაზე“ წაგებული დერბის (1:2) შემდეგ, წაიბორძიკა და მეტოქეებს წინ კიდევ უფრო გაქცევის შესაძლებლობა მისცა. „საბურთალოსთან“ გამარჯვების შემდეგ, დედაქალაქური „დინამო“ შავიზღვისპირულ მოსახელე კლუბს ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით დაეწია და […]
ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რეი კლემენსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა
“ლივერპულის”, “ტოტენჰემის” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე რეი კლემენსი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. კლემენსმა ინგლისის ნაკრებში 1972-1983 წლებში 61 შეხვედრა ჩაატარა. მისი ოჯახი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია: “დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ რეი კლემენსი მშვიდად აღესრულა დღეს თავისი მოყვარული ოჯახის გარემოცვაში. ამდენი ხნის მძიმე ბრძოლის შემდეგ ის ახლა იქაა, სადაც სიმშვიდეა და არ არის ტკივილი. ოჯახი […]
აჭარის თასი 2019, დღე პირველი: ოთხივე ქართულმა კლუბმა ქულა მოიპოვა
ვიდრე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი დაპირისპირება დაიწყება, ბათუმში, “ანგისის საწვრთნელ ბაზაზე” ახალგაზრდული ტურნირი – აჭარის თასი 2019 მიმდინარეობს. გათამაშებაში, რომელსაც აჭარის ფეხბურთის ფედერაცია სფფ-ს დახმარებით მართავს, 4 ქართული და ამდენივე უცხოური კლუბი მონაწილეობს. ორი “დინამოს” – თბილისის და ბათუმის, “საბურთალოს” და სფფ-ს აკადემიების გარდა, ტურნირზე ესპანური “ვალენსიას” გერმანული “ბაბელსბერგ 03-ის”, ჰოლანდიური “პსვ ეინდჰოვენის” […]
საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურში, ერთმანეთს ჩემპიონობის ორი მთავარი კანდიდატი, თბილისისა და ბათუმის “დინამოები” დაუპირისპირდნენ. აღიარებულ ლიდერთა მატჩი დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, აჭარელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. “დინამო არენაზე” ჩატარებული მატჩის აფიშის შესაბამისად, თამაში დაძაბული და მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ორივე გუნდის ფეხბურთელები ფრთხილობდნენ და შეცდომის დაშვებას მაქსიმალურად ერიდებოდნენ, ისინი არც მეტოქეთა მიმართ უხეშობას […]
დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მეტა – გაგრა; გურია – დინამო თბ; შუქურა – ტორპედო; ვიტ ჯორჯია – თელავი. 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი […]
მჭედლიძემ სადებიუტო გოლით საჩემპიონო რბოლა “პენალტების სერიად” აქცია
საქართველოს ჩემპიონატს ისეთი დასასრული გამოსდის, ტოპ ჩემპიონატებს რომ ეკადრება. გადამწყვეტ ფაზაში ორი საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდი ბათუმის და თბილისის “დინამო” ერთმანეთს სეზონის ერთ-ერთ ურთულეს მატჩში დაუპირისპირდა, ფრე ითამაშა და ქულები გაიყო. 30-ე ტურის შეხვედრის დაწყების წინ, ჯოჯოხეთური ამინდის, ტრავმირებული ლიდერებისა და მასპინძელი გულშემატკივრის შესანიშნავი ატმოსფეროს გამო, ბათუმურ კლუბს მეტოქესთან შედარებით გამარჯვების უკეთესი შანსი ჰქონდა. შავიზღვისპირელებმა […]
დინამო თბილისის ფეხბურთელით პორტუ ინტერესდება
ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დინამო თბილისის ნახევარმცველის – გიორგი აბუაშვილის პორტუგალიურ გრანდ ,,პორტუში” შესაძლო გადასვლაზე. Live.ge აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელის მამას ესაუბრა, რომელმაც მისი შვილის მიმართ ,,პორტუს” დაინტერესება დაგვიდასტურა. როგორც დავით აბუაშვილმა განგვიმარტა, ამ ეტაპზე გიორგი აბუაშვილი ,,დინამოს” რიგებში ვარჯიშობს და ნახევარმცველის გადაბირება არაერთ გუნდს სურს. ,,პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ გიორგი ახლა საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს” […]
ზაზა ფაჩულიამ ქართული კლუბი შეიძინა
კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა, საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს. თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია: ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს […]
თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იწყებს
წყალბურთის გუნდი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. „დინამოს“ პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტუნირზე დებიუტი 9 ოქტომბერს ესპანური „ტერასას“ წინააღმდეგ ექნება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. B ჯგუფში თბილისის „დინამოს“ მეტოქეები უნგრული „ტელეკომ ბუდაპეშტი“, „ფერენცვაროში“, ასევე ფრანგული „მარსელი“, „ტერასა“, ზაგრების „მლადოსტი“, გერმანული „ჰანოვერი“ და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული იტალიური „პრო […]
“ოქროს მატჩის” მონაწილე – ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა
თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი და 1964 წლის 18 ნოემბრის “ოქროს მატჩის” მონაწილე – ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტექნიკური შემტევი, რომელმაც “დინამოს” მაისურით ჩატარებულ 297 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა, 1937 წლის 24 დეკემბერს, გაგრაში დაიბადა. ბარქაიამ ვარჯიში პირველად გაგრაში, სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, შემდეგ კი სპორტსკოლაში განაგრძო ვარჯიში. თბილისის “დინამომდე” იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, […]