დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მეტა – გაგრა; გურია – დინამო თბ; შუქურა – ტორპედო; ვიტ ჯორჯია – თელავი. 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი […]
მჭედლიძემ სადებიუტო გოლით საჩემპიონო რბოლა “პენალტების სერიად” აქცია
საქართველოს ჩემპიონატს ისეთი დასასრული გამოსდის, ტოპ ჩემპიონატებს რომ ეკადრება. გადამწყვეტ ფაზაში ორი საუკეთესო ფორმაში მყოფი გუნდი ბათუმის და თბილისის “დინამო” ერთმანეთს სეზონის ერთ-ერთ ურთულეს მატჩში დაუპირისპირდა, ფრე ითამაშა და ქულები გაიყო. 30-ე ტურის შეხვედრის დაწყების წინ, ჯოჯოხეთური ამინდის, ტრავმირებული ლიდერებისა და მასპინძელი გულშემატკივრის შესანიშნავი ატმოსფეროს გამო, ბათუმურ კლუბს მეტოქესთან შედარებით გამარჯვების უკეთესი შანსი ჰქონდა. შავიზღვისპირელებმა […]
დინამო თბილისის ფეხბურთელით პორტუ ინტერესდება
ქართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია დინამო თბილისის ნახევარმცველის – გიორგი აბუაშვილის პორტუგალიურ გრანდ ,,პორტუში” შესაძლო გადასვლაზე. Live.ge აღნიშნულის შესახებ ფეხბურთელის მამას ესაუბრა, რომელმაც მისი შვილის მიმართ ,,პორტუს” დაინტერესება დაგვიდასტურა. როგორც დავით აბუაშვილმა განგვიმარტა, ამ ეტაპზე გიორგი აბუაშვილი ,,დინამოს” რიგებში ვარჯიშობს და ნახევარმცველის გადაბირება არაერთ გუნდს სურს. ,,პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ გიორგი ახლა საფეხბურთო კლუბ თბილისის ,,დინამოს” […]
ზაზა ფაჩულიამ ქართული კლუბი შეიძინა
კალათბურთის და კალათბურთში საკლუბო სისტემის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა, საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ და ამ კლუბის ბაზა შეიძინეს. თბილისის „დინამო“ ქართული საკლუბო კალათბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია: ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ოთხგზის (1950, 1953, 1954, 1968) ჩემპიონი. „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს […]
თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს იწყებს
წყალბურთის გუნდი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. „დინამოს“ პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო ტუნირზე დებიუტი 9 ოქტომბერს ესპანური „ტერასას“ წინააღმდეგ ექნება. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. B ჯგუფში თბილისის „დინამოს“ მეტოქეები უნგრული „ტელეკომ ბუდაპეშტი“, „ფერენცვაროში“, ასევე ფრანგული „მარსელი“, „ტერასა“, ზაგრების „მლადოსტი“, გერმანული „ჰანოვერი“ და ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი, მსოფლიო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული იტალიური „პრო […]
“ოქროს მატჩის” მონაწილე – ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა
თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელი და 1964 წლის 18 ნოემბრის “ოქროს მატჩის” მონაწილე – ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტექნიკური შემტევი, რომელმაც “დინამოს” მაისურით ჩატარებულ 297 შეხვედრაში 108 გოლი გაიტანა, 1937 წლის 24 დეკემბერს, გაგრაში დაიბადა. ბარქაიამ ვარჯიში პირველად გაგრაში, სკოლის საფეხბურთო სექციაში დაიწყო, შემდეგ კი სპორტსკოლაში განაგრძო ვარჯიში. თბილისის “დინამომდე” იცავდა აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრების, […]
თბილისის დინამო საქართველოს თასის ნახევარფინალში გაგრასთან დამარცხდა
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა “დავით ყიფიანის” სახელობის საქართველოს თასის გათამაშება, სადაც 1/2 ფინალში თბილისის “დინამო” “გაგრას” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში “გაგრელებმა” თბილისის დინამო მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩში ერთადერთი გოლი 105-ე წუთზე ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა და საკუთარი გუნდი, საქართველოს თასის ფინალში გაიყვანა. საქართველოს “დავით ყიფიანის” თასის ფინალში “გაგრას” მეტოქე “ქუთაისის […]
დინამომ ამხანაგური მატჩი მოიგო
სანაკრებო პაუზის დროს, თბლისის “დინამო” ეროვნული ლიგის დარჩენილი, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის მზადებას აქტიურად აგრძელებს. 12 ოქტომბერს, “დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მიმდინარე გათამაშების გამოკვეთილ აუტსაიდერ “ვიტ ჯორჯიასთან” ამხანაგური შეხვედრა გამართა და 2:0 იმარჯვა. გოლები 32-ე და 62-ე წუთზე შესაბამისად აკაკი შულაიამ და მათე კვირკვიამ გაიტანეს. “დინამოს” შემადგენლობა ასეთი გახლდათ: ლიტოვჩენკო, რუხაია, ხვადაგიანი, კაპლიენკო, ქიმაძე, […]
პატარა გიორგი ჩაკვეტაძის უნიკალური კადრები (ვიდეო)
თბილისის დინამომ ახალი სათამაშო ფორმა და პარტნიორი წარადგინა
თბილისის “დინამომ” ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომლითაც დედაქალაქური კლუბი 2020 წლის ეროვნული ლიგის გათამაშებას დაიწყებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტრადიციული ლურჯ-თეთრი ფორმით ითამაშებს, მესამე კი შავი ფერის მაისურები იქნება. აღსანიშნავია, რომ თბილისელებს ახალი პარტნიორი ჰყავთ – განახლებული ეკიპირება გერმანული სპორტული კომპანია “პუმას” დამზადებულია. ახალი ფორმისა და სპონსორის წარდგენა 15 ოქტომბერს, თბილისში,”დინამო არენაზე” შედგა. სათამაშო მაისური […]