როგორი სტატისტიკა აქვს გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის 42 მეკარეს შორის?

საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ ფორმაშია და კარიერის გამორჩეულ სეზონს ატარებს.

“დინამო თბილისიდან” “ვალენსიას” სარეზერვო გუნდში გადაბარგებულ იმ დროისთვის 20 წლის მეკარეს, “ღამურების” სისტემის აღნიშნულ კატეგორიაში არც კი უვარჯიშია და პირდაპირ მთავარი გუნდის გოლკიპერთა სიაში ჩაეწერა, მოგვიანებით კი სულაც მთავარი მეკარე გახდა.

მატჩის ქართველი მეფე – გიორგი მამარდაშვილის შეფასება კადისთან მატჩში

მთავარი კონკურენტის, იასპერ სილესენის ტრავმის და ხაუმე დომენიკის არასტაბილური თამაშის ფონზე, მამარდაშვილმა შანსი მიიღო და საბოლოო ჯამში, საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყენა.

“სილესენმა უნდა იფრთხილოს” – როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?

ამ მომენტისთვის, გიორგი მამარდაშვილს “ვალენსიას” შემადგენლობაში, ყველა ტურნირის ეგიდით 15 შეხვერა აქვს ჩატარებული, საიდანაც 8-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, აქედან 7-ჯერ ეს ქართველმა მეკარემ ლა ლიგაში შეძლო.

გიორგი მამარდაშვილის ყველა მომენტი კადისთან მატჩში | VIDEO

ლა ლიგაში ჩატარებული 13 მატჩით, საიდანაც, 7 შემთხვევაში ქართველმა მეკარემ გოლი არ გაუშვა, მამარდაშვილი იმ 42 მეკარეს შორის, რომელსაც 2021/22 წლების სეზონში სულ მცირე 1 შეხვედრა მაინც ჩაუტარებია, საუკეთესო 15 გოლკიპერს შორისაა. კერძოდ, ქართველი ფეხბურთელი მე-13 პოზიციას იკავებს, ცხრილის სათავეში კი 16-ჯერ მშრალი მატჩის ჩატარებით “რეალ სოსიედადის” კარის დარაჯი ალექს რემიროა. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებელს, ამ მხრივ, მამარდაშვილი მეხუთე პოზიციაზეა, ყველაზე ცოტა შეხვედრაში ყველაზე მეტჯერ გოლის არ გაშვებით კი მამარდაშვილი ლა ლიგაში საუკეთესოა.

ვალენსიას მწვრთნელი: “ბოლო მატჩებში ერთადერთი გოლი გაგვიტანეს და ეს თავდაჯერებულობას გვმატებს”

როგორი სტატისტიკა აქვს გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის 42 მეკარეს შორის?

სტატიის ავტორი
-