საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში 2021 წლის სეზონი დასრულდა
3 დეკემბერს საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის 36-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ამით ტურნირის რეგულარული სეზონი დასრულდა. ბოლო ტურის შეხვედრებში ნაადრევად გაჩემპიონებული ბოლნისის “სიონი” თბილისის “მერანთან” – 1:2 დამარცხდა, ხოლო სამეულში მოხვედრილმა “გაგრამ” 3:0 (“გარეჯთან) და მარტვილის “მერანმა” – 6:0 (“ჩიხურასთან”) დიდი ანგარიშებით იმარჯვეს. 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხა გასავარდნ ზონაში მოხვედრილმა “ვიტ ჯორჯიამაც“, რომელმაც ზუგდიდის […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი მე-18 ტურის შეხვედრებით დასრულდა. ბოლო სათამაშო კვირამ განსაკუთრებული უხვგოლიანობით თავი ვერ დაგვამახსოვრა. რამდენიმე ინტრიგა ბოლო ტურამდე შემორჩა და სწორედ ამიტომ გუნდებს გაცილებით პრაგმატული მიზნები ჰქონდათ, ვიდრე ხალისიანი ფეხბურთის თამაშია. მეთვრამეტე ტურის შედეგები: “თელავი” – “ტორპედო” 1:1 “საბურთალო” – “სამტრედია” 2:1 “დინამო ბათუმი” – “ჩიხურა” 0:0 “დინამო თბილისი” – ”მერანი” 3:0 […]
ეროვნული ლიგა: XVII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-17 ტური 2020 წლის სეზონში ყველაზე უხვგოლიანი და საინტერესო მატჩებით დახუნძლული გამოვიდა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ტურში მონაწილე 10 გუნდიდან 6-მა სულ მცირე 2, სამმა კი 4 გოლის გატანა მოახერხა. სულ მცირე 4-ბურთაინი უპირატესობით იმარჯვეს “თელავმა” და “ლოკომოტივმა“, რომლებმაც შესაბამისად, გასავარდნ ზონაში მყოფ “მერანს” (6:1) და “ტორპედოს” (5:1) აჯობეს. ბოლოსწინა სათამაშო […]
ეროვნული ლიგა: XVIII ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი დასრულდა. იქამდე, ვიდრე სრულიად სეზონს შევაჯამებდეთ, მოდით უშუალოდ მე-18 ტური განვიხილოთ, რომელშიც რამდენიმე საინტერესო მატჩი გაიმართა და მთავარი სატურნირო ინტრიგებიც სწორედ ბოლო სათამაშო კვირაში გაირკვა. ტურის ხუთივე შეხვედრა პარასკევს, 10 დეკემბერს გაიმართა. სათამაშო დღე “საბურთალოსა” და “სამტრედიას” დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც თბილისში შედგა და სადაც მასპინძლებმა – 2:1 იმარჯვეს. შედეგად, […]
ეროვნული ლიგა: XVI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-16 ტური გოლებით დახუნძლული არ ყოფილა და პირიქით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალშედეგიანი გამოვიდა. სამმა გუნდმა ანალოგიური ანგარიშით – 1:0 იმარჯვა, ერთადერთი შეხვედრა კი, რომელშიც სულ მცირე 3 ბურთი გავიდა უშუალო კონკურენტების, ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი “მერანისა” და “ჩიხურას” დაპირისპირება გამოდგა. რაც შეეხება ტურის დარჩენილ ერთ მატჩს, “თელავმა” და “ლოკომოტივმა” კახეთში – 1:1 ითამაშეს. […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
ეროვნული ლიგის მე-15 ტური რამდენიმე ლიდერის ურთიერთშეხვედრით და დაძაბულ-საინტერესო მატჩებით გამოირჩა. მე-15 სათამაშო კვირა განსაკუთრებით უხვგოლიანი არ ყოფილა, თუმცა გულშემატკივარმა რამდენიმე ლამაზი და დასამახსოვრებელი მომენტი მაინც იხილა, რომელთაგან საუკეთესოც ნოდარ იაშვილის ბრწყინვალე გასროლა იყო – “დინამო თბილისის” მარჯვენა მცველმა გორის “დილასთან” მატჩში ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში ლამაზი მოძრაობით ჩაახვია. მეთხუთმეტე ტურის შედეგები: “ჩიხურა” – […]
ეროვნული ლიგა: XV ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 და მე-16 ტურის გადადებული შეხვედრები 5 დეკემბერს გაიმართა და შედეგად, სატურნირო ცხრილში გუნდებს თანაბარი რაოდენობის ჩატარებული შეხვედრები დაუგროვდათ. გადადებული მატჩი, რომელიც XV-ე ტურის ეგიდით, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, მასპინძელი “ტორპედოს” “დინამო ბათუმთან” მარცხით – 1:2 დასრულდა. ანალოგიური ანგარიშით, ოღონდ საშინაო კედლებში იმარჯვა თბილისის “ლოკომოტივმა“, რომელმაც უშუალო კონკურენტ “საბურთალოს” სძლია. 2:1 […]
ეროვნული ლიგა: XIII ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ. “სამტრედიასა” და “თელავის” მატჩი უგოლოდ დასრულდა, თითო-თითო ბურთით გამარჯვება მოახერხეს “საბურთალომ” და “ტორპედომ”, ხოლო “დინამო თბილისმა” “ლოკომოტივს” დერბიში ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ყველაზე უხვგოლიანი და ამავე დროს ერთადერთი მატჩი, რომელშიც გოლის გატანა ორივე მეტოქემ მოახერხა, გორის “დილასა” და საჩხერის […]
ეროვნული ლიგა: XVII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი კულმინაციას უახლოვდება. ამ მომენტისთვის მე-15 და მე-16 ტურების თითო-თითო შეხვედრაა გადადებული, თუმცა მე-17 სათამაშო კვირა უკვე შედგა და 5 დეკემბერს გასამართი მატჩების დასრულებისთანავე, ათივე გუნდს თითო-თითო მატჩი ექნება ჩასატარებელი. მე-17 ტური ყველაზე უხვგოლიანი გამოვიდა და თავი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრითაც დაგვამახსოვრა – გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ერთმანეთს სამეულისთვის მებრძოლი […]
ცვლილებები ეროვნული ლიგის კალენდარში – COVID19-ის გამო შეხვედრების ნაწილი გადაიდო
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ცვლილებები საქართველოს ჩემპიონატსაც შეეხო. ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოქტომბერში გასამართი თითქმის ყველა დაპირისპირება ერთი თვით გადაიდო. “მეცამეტე ტურის მატჩს, “ლოკომოტივი” – “დინამო თბილისი”, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დაპირისპირება თბილისის “ლოკომოტივსა” და […]
ეროვნული ლიგა: XI ტურის TOP 3 გოლი (ვიდეო)
მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს მატჩებში ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტური ერთ-ერთი ყველაზე მწირგოლიანი გამოდგა. ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც ესპანეთში გასამგზავრებლად გამზადებულმა “ლოკომოტივმა” “ჩიხურას” – 4:1 აჯობა. ცენტრალური მატჩი ქუთაისში შედგა, სადაც “დინამოების” დაპირისპირებაში, თბილისელებმა – 3:1 იმარჯვეს. რამაზ შენგელიას არენაზევე, ერთი დღის შემდეგ შედგა ის ბოლო დაპირისპირება, რომელიც უგოლოდ არ დასრულებულა – […]