“ახალგაზრდა ფენომენი” – ნაპოლი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ, “ნაპოლი” კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება. როგორც ირკვევა, იტალიური გრანდის სკაუტები საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების მარცხენა შემტევს, გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან. “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონში “თელავის” შემადგენლობაში გამოდიოდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერის ინტერესების სფეროში მოექცა. უფრო უკეთ რომ გაგაცნოთ, გიორგი კვერნაძე […]
2 გოლი ხუთ მატჩში: უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული ლიგის ისტორიაში
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მესამე ტური ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რასაც თან ზამთრის პირობებში გაუარესებული მოედნების საფრების მდგომარეობა დაერთო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ სათამაშო კვირის ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. სამი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ორმა აჭარულმა კლუბმა კი ერთნაირი ანგარიშით – 1:0 იმარჯვა. მესამე ტურის […]
6 ახალი ფეხბურთელი სამგურალში – წყალტუბოელებმა ლოკომოტივიდან და თელავიდან წასულებიც დაიმატეს
წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგის წარმომადგენელი ერთ-ერთი ის გუნდია, რომელიც 2022 წლის სეზონისთვის განსაკუთრებულად აქტიურად ემზადება. საქართველოს რანგით უმაღლეს ლიგაში 2021 წლის სეზონიდან დაბრუნებულმა გუნდმა კიდევ 6 ახალი ფეხბურთელი დაიმატა. იმერულ კლუბში “თელავიდან” წამოსული ლიდერები, გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი მიხეილ ბაშელეიშვილი და ირაკლი რუხაძე, “ლოკომოტივის” ყოფილი თავდამსხმელი მამია გავაშელიშვილი, ქუთაისის “ტორპედოს” მეკარე ლევან შოვნაძე, გორის “დილას” ცენტრალური […]
ანტონ თოლორდავა: “მინდა თავი სხვა ჩემპიონატში მოვსინჯო, ახალი გამოწვევების დროა”
2020 წლის ეროვნული ლიგის სეზონის დებიუტანტი საფეხბურთო კლუბი “თელავი” გახლდათ, სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინათ დაარსებული კლუბი, რომელმაც ქართული ფეხბურთის ნეიტრალურ გულშემატკივარში მხოლოდ დადებითი ემოციები გააჩინა. კახეთის რეგიონში ფეხბურთის გამოცოცხლებაში და საუკეთესო ათ გუნდში თავის ღირსეულად და დამაჯერებლად წარმოჩენაში ერთ-ერთი უდიდესი წვლილი გუნდის კაპიტანმა, ანტონ თოლორდავამ შეიტანა. 24 წლის მცველის თითქმის მთელი კარიერა სწორედ კახურ […]
ბეგლარიშვილის მეშვიდე გოლი და საგოლე გადაცემა – ქართველების გუნდმა მეხუთე მატჩი მოიგო (ვიდეო)
ესტონეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურის შეხვედრაში, ზაქარია ბეგლარიშვილისა და ანტონ თოლორდავას “ლევადიამ” “ნარვას” უმასპინძლა და – 3:2 დაამარცხა. ორივე ქართველმა ლეგიონერმა თამაში გამარჯვებული გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, შეხვედრა სრულად ჩაამთავრა და 3 ქულის მოპოვებაში თავისი წვლილიც შეიტანა. ბეგლარიშვილმა 25-ე წუთზე თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა და 61-ზე საგოლე გადაცემაც მიითვალა, ხოლო თოლორდავამ 41-ე წუთზე ყვითელი ბარათი […]
გოლი და საგოლე გადაცემა: ბეგლარიშვილმა ჩემპიონატიც შედეგიანად დაიწყო, თოლორდავას ისევ არ უთამაშია (ვიდეო)
ქვეყნის თასის ნახევარფინალში გასვლის და 11-მეტრიანის გატანის შემდეგ, ესტონეთის ჩემპიონატის პირველივე ტურში, ზაქარია ბეგლარიშვილმა მეტოქის კარის დალაშქვრა და გამარჯვების მოპოვება მოახერხა. “ლევადიამ” შიდა ჩემპიონატში გამოსვლა ვაპრუსის “პარნუსთან” გამარჯვებით – 5:0 დაიწყო. შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში სწორედ ბეგლარიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ გაიხსნა, 7 წუთში კი 30 წლის ნახევარმცველმა მიჯრით მეორე მატჩში პენალტი ზუსტად შეასრულა. ბეგლარიშვილმა მოედანი […]
გულშემატკივარი ტრიბუნაზე დაბრუნდა – თელავმა და მერანმა ქულები გაიყვეს
საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური კახეთის ცენტრში, “თელავისა” და “მერანის” დაპირისპირებით გაიხსნა. თელავში, “კავკასიონი არენაზე” გამართულ შეხვედრაში უგოლო ფრე დაფიქსირდა. შეხვედრას გუნდები განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ: მასპინძლებს 10 ქულა ჰქონდათ, მეხუთე ადგილს იკავებდნენ და ლიდერ გორის “დილას” 5-ით ჩამორჩებოდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს, თბილისელები ერთადერთნი იყვნენ, რომელთაც ამ სეზონში შეხვედრა არ მოუგიათ და მარაგში მხოლოდ 3 […]
დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრაში მონაწილეობა ეროვნული ლიგიდან ორმა, ეროვნული ლიგა 2-დან ოთხმა, ლიგა 3-დან ორმა და რეგიონული ლიგიდან თითო გუნდმა მიიღო. წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: მეტა – გაგრა; გურია – დინამო თბ; შუქურა – ტორპედო; ვიტ ჯორჯია – თელავი. 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრების ჩატარების თარიღი […]
დაძაბული ბოლო წუთები: ჩხუბი და 3 გაძევება თელავი-საბურთალოს მატჩში (ვიდეო)
დებიუტანტმა მოქმედ ჩემპიონს ქულა მეორე მატჩშიც აართვა -ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო
საქართველოს ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დაიწყო. სეზონის მეორე ნახევრის სადებიუტო შეხვედრა კახეთის ცენტრში შედგა და აქ “თელავმა” “დინამო თბილისს უმასპინძლა. მატჩს მოქმედი ჩემპიონი 18 ქულით და პირველი წრის გამარჯვებულის სტატუსით შეხვდა, ელიგის დებიუტანტ გუნდს კი 12 ქულა და მეხუთე პოზიცია ჰქონდა. მატჩის პირველ ნახევარში გამოკვეთილი უპირატესობა არცერთ გუნდს ჰქონია. ბურთს უფრო მეტად მასპინძლები აკონტროლებდნენ და […]
დებიუტანტმა პირველი მატჩი მოიგო – თელავმა შთამბეჭდავად დაიწყო და ლიდერებში გაერია
საქართველოს ეროვნული ლიგა გრძელდება. მეოთხე ტურის ბოლოსწინა მატჩი კახეთის ცენტრში გაიმართა. თელავში, “კავკასიონი არენაზე”, “თელავმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეროვნულ ლიგაში აღზევებული ორი გუნდი შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდა. მასპინძლებმა სამ ტურში სამი ფრე ითამაშეს, თუმცა ქულები აღიარებულ ლიდერებს, თბილისის და ბათუმის “დინამოს” და ასევე გორის “დილას” დააკარგვინეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თითო მოგება, […]
დებიუტი და გოლი – თოლორდავას და ბეგლარიშვილის გუნდმა წელი თასის ნახევარფინალში გასვლით დაიწყო
ესტონეთის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე, “ლევადიამ” “მაარდუს” უმასპინძლა და – 2:0 დაამარცხა. გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლისთვისაც ეს ახალი კლუბის მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გახლდათ და სადებიუტო გოლითაც აღნიშნა – ქართველმა შემტევმა 50-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. აქამდე, “ფლორას” ყოფილ ფეხბურთელს “ტულევიკთან” ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა გატანილი. რაც შეეხება “ლევადიას” კიდევ ერთ ქართველ ახალწვეულს, ანტონ […]