ვლადიმირ დიმიტროვსკი: “ეს ტაქტიკური ბრძოლა იქნება, რომელი გუნდიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გამარჯვებულიც ის გახდება”
ვლადიმირ დიმიტროვსკი საქართველოს ჩემპიონატის ერთადერთი მაკედონიელი ლეგიონერია. 31 წლის ცენტრალური მცველი 2020 წლის იანვრის შემდეგ, “თელავის” მაისურს ირგებს და კახური გუნდის შემადგენლობაში უკვე 8 მატჩის ჩატარება მოასწრო. დიმიტროვსკის კარიერის განმავლობაში ისეთი გუნდების შემადგენლობაში უთამაშია, როგორიც “რაბოტნიჩკი“, “ვარდარი“, “მლადა ბოლესლავი“, “ყარაბახი“, “ტეპლიცე“, “კერკირა” და ჩრდ. მაკედონიის ნაკრებია. ეროვნული ლიგის მაკედონიელმა ლეგიონერმა მის სამშობლოსა და საქართველოს ნაკრებს შორის […]
თელავში სამგურალთან მატჩის დროს სტადიონზე გულშემატკივარი გარდაიცვალა
,,თელავსა” და ,,სამგურალს” შორის საქართველოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის შეხვედრის მიმდინარეობისას სტადიონზე 70 წლამდე გულშემატკივარი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთავი 2-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, თამაში ცოტა ხნის დაწყებული იყო, როცა მამაკაცმა თავი შეუძლოდ იგრძნო. თვითმხილველების თქმით, სტადიონზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე მას პირველადი დახმარება გულშემატკივრებმა გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა […]
2 გოლი ხუთ მატჩში: უპრეცედენტო შემთხვევა ეროვნული ლიგის ისტორიაში
საქართველოს ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის მესამე ტური ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. ერთმანეთს უშუალო კონკურენტები დაუპირისპირდნენ, რასაც თან ზამთრის პირობებში გაუარესებული მოედნების საფრების მდგომარეობა დაერთო და ალბათ ამიტომაც იყო, რომ სათამაშო კვირის ხუთ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გავიდა. სამი შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა, ორმა აჭარულმა კლუბმა კი ერთნაირი ანგარიშით – 1:0 იმარჯვა. მესამე ტურის […]
ხელჩართული დაპირისპირება დილა – თელავის მატჩში (ვიდეო)
ქუთაისში ტორპედო და თელავი დაზავდნენ – დებიუტანტმა პირველი წრე ერთადერთი წაგებით დაასრულა
საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტური ქუთაისში გაიხსნა. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, “ტორპედომ” “თელავს” უმასპინძლა და ფრე 1:1 ეთამაშა. მატჩამდე, მასპინძლებს 8 ქულა ჰქონდათ, გასავარდნ ზონას 1 საფეხურით უსწრებდნენ და მეშვიდე ადგილს იკავებდნენ. რაც შეეხებათ სტუმრებს მათი მონაგარი 11 ქულა და მეხუთე ადგილი იყო. წინა ტურში, იმერლებმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და თბილისში, “ლოკომოტივს” […]
ილია ბერიაშვილი: “გულშემატკივარი სხვადასხვა რაიონიდან მოდის, თელავის წარმატება მთელ რეგიონს ახარებს”
2007 წელს, საქართველოს უმაღლესი ლიგიდან თელავის “კახეთი” გავარდა და მას მერე ამ რეგიონს საფეხბურთო ელიტაში წარმომადგენელი არ ჰყოლია. 2020 წლიდან კი ეროვნულ ლიგაში “თელავი” თამაშობს, ოღონდ ეს სხვა გუნდია, რომელიც 4 წლის წინ დაარსდა და სრული სვლით ყველა ქვედა დივიზიონი გამოიარა – “თელავმა”, ვიდრე ჩემპიონატი ცნობილი მიზეზის გამო შეჩერდებოდა, დებიუტანტის სტატუსით მშვენიერი სტარტიც აჩვენა: ორ […]
ეროვნული ლიგა: 2020 წლის სეზონის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები
საქართველოში 2020 წლის საფეხბურთო სეზონი “დინამო თბილისის” ჩემპიონობით დასრულდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ტრიუმფი ისტორიაში მეთვრამეტედ იზეიმა და საჩემპიონო ფარი თავისთან კიდევ ერთი წლით დაიტოვა. “ლურჯ-თეთრებს” რთული სეზონი გამოუვიდათ: სეზონის შუაში შეცვლილი მთავარი მწვრთნელი, ევროტურნირებზე უმძიმესი მარცხი, თუმცა ამის მიუხედავად ჩისკოს გუნდმა შიდა ჩემპიონატში 40 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ზედიზედ მეორედ, ვიცე-ჩემპიონის წოდება […]
ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნული ლიგის მერვე ტურში საინტერესო შეხვედრები გაიმართა, წრის დასრულებამდე 1 ტურით ადრე კი, პირველობას გორის “დილა” არავის უთმობს. ეს მას შემდეგ, რაც გიორგი ნემსაძის 10-კაციანმა გუნდმა ექს-ჩემპიონ “საბურთალოსთან” სტუმრად არ წააგო და მორიგი ქულა მოიპოვა. თუმცა, გორელების უპირატესობა უახლოეს მდევართან 3-ქულიანი აღარ არის, რადგან “დინამო თბილისმა” საჩხერის “ჩიხურას” საშინაო არენაზე მოუგო – 1:0. იმარჯვა ჩემპიონობის […]
სიმბოლური გუნდი: ეროვნული ლიგის ფეხბურთელები, რომლებსაც შესაძლოა საქართველოს ნაკრებში შანსი მიეცეთ
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახლოვდება სანაკრებო პაუზაც და ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის წლის პირველი მატჩები. საქართველოს ნაკრები 2021 წელს, მარტის თვეში, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამი შეხვედრით დაიწყებს. ვილი სანიოლის დებიუტი 25 რიცხვში, სტოქჰოლმში, შვედეთის წინააღმდეგ შედგება, სამ დღეში ფრანგი სპეციალისტი გუნდს „დინამო არენაზე“ პირველად გაიყვანს და ესპანეთს დაუპირისპირდება, 31-ში კი ჩვენი მეტოქე საბერძნეთი იქნება. სანაკრებო […]
ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი
ქართულ ფეხბურთში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სამთვიანი პაუზა დასრულდა. ეროვნული ლიგა მესამე ტურის შეხვედრებით დაგვიბრუნდა და საკმაოდ საინტერესო შეხვედრებიც შედგა. ტურის ცენტრალური დაპირისპირება თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე შედგა: ბოლო 2 სეზონის ჩემპიონის მონაწილეობით გამართულ თბილისურ დერბიში “დინამო თბილისმა” 3:0 იმარჯვა. “საბურთალოსთან” მატჩში აქტიური იყო ირაკლი ბუღრიძე, ვინც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, გამორჩეული იყო ბრაზილიელი […]
დებიუტანტმა პირველი მატჩი მოიგო – თელავმა შთამბეჭდავად დაიწყო და ლიდერებში გაერია
საქართველოს ეროვნული ლიგა გრძელდება. მეოთხე ტურის ბოლოსწინა მატჩი კახეთის ცენტრში გაიმართა. თელავში, “კავკასიონი არენაზე”, “თელავმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეროვნულ ლიგაში აღზევებული ორი გუნდი შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდა. მასპინძლებმა სამ ტურში სამი ფრე ითამაშეს, თუმცა ქულები აღიარებულ ლიდერებს, თბილისის და ბათუმის “დინამოს” და ასევე გორის “დილას” დააკარგვინეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თითო მოგება, […]
ნუ მაბრმავებ – თელავის ფეხბურთელები საზოგადოებრივ პროტესტს შეუერთდნენ (ვიდეო)
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში, “თელავი” “მერანს” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. “მერანის” კარში გატანილი გოლის ავტორები გიორგი ერისთავი, დმიტრო პუდი და ირაკლი რუხაძე გახდნენ. აღსანიშნავია, რომ “თელავის” ფეხბურთელები გატანილი გოლების აღნიშვნის დროს საზოგადოებრივ პროტესტს “ნუ მაბრმავებ”-ს შეუერთდნენ.