FIBA-მ ბითაძე, სანაძე, შენგელია და კორკმაზი დასაჯა
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთს შორის საინტერესო მატჩი შედგა, რომელიც ჩვენმა გუნდმა 88:83 მოიგო. თუმცა, ეს შეხვედრა კიდევ ერთი რამით იყო დასამახსოვრებელი. დუდა სანაძესა და ფურქან კორკმაზს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც დიდ დაძაბულობაში გადაიზარდა. დაპირისპირების შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ქორქმაზს ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო, მას კი ასეთი რეაქცია ჰქონდა. სიმართლე გითხრათ, […]
ვირტუსმა ევროლიგაში მოიგო – შენგელიამ 25 წუთი ითამაშა
თორნიკე შენგელიამ და “ვირტუს ბოლონიამ” ევროლიგის მე-13 ტურში, გერმანული ბერლინის “ალბა” მიიღეს და 9 ქულიანი სხვაობით, 85:76 გაიმარჯვეს. მიმდინარე სეზონში ბოლონიის “ვირტუსისთვის” ევროლიგაში ეს მეხუთე გამარჯვება იყო. თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა – თორნიკე შენგელიამ, რომელმაც საბოლოოდ პარკეტზე 25:15 წუთი გაატარა. 25-წუთში თორნიკე შენგელიას მონაგარი შემდეგი იყო: 9 ქულა (1/1 სამქულიანი), 2 მოხსნა, […]
შენგელიამ შესაძლოა ვალენსიას წინააღმდეგ გასამართი მატჩი გამოტოვოს
“ვირტუს ბოლონიას” ქართველი ვარსკვლავი – თორნიკე შენგელია სანაკრებო პაუზიდან გუნდს მცირე ტრავმით დაუბრუნდა. იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსა და იტალიის საკალათბურთო მატჩის შემდეგ, შენგელია დაუყოვნებლიბ “ვირტუსს” დაუბრუნდა, თუმცა, “ვალენსიას” წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა. წყაროს მტკიცებით, შენგელიას კოჭის ტრავმა აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა არც ისე რთულია, ქართველი ვარსკვლავის “ვალენსიას” წინააღმდეგ თამაში ეჭვქვეშ დგას. შეგახსენებთ, […]
შენგელია: ,,ბოლო წამზე მომხდარის გამო, მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, იტალიასთან გამართულ მატჩზე ისაუბრა: ,,რთულია, ვისაუბრო ასეთი წაგების შემდეგ. დაცვაში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც სამწვრთნელო შტაბმა დაგვავალა, მეტოქეს უფრო მეტი სამქულიანი ვასროლინეთ, ვიდრე – ორქულიანი. წინასწარ ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, რადგან ეს გუნდი სამქულიანებს ხშირად ისვრის, ჩაგდებაში კი ხელი ვერ შევუშალეთ. ჩემით დაწყებული ძალიან ბევრი დაკარგვა გვქონდა. გარდა ამისა, […]
შენგელია: ,,უმნიშვნელოვანესი მოგება იყო, თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის გარანტიას არ გვაძლევს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, ისლანდიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო ჩვენი გუნდისთვის. ვამაყობ ჩვენი მოთამაშეებით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით, მთელი გუნდით… დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს, ვინც მოსული იყო დარბაზში და ძალიან ხმამაღლა გვგულშემატკივრობდა. დიდი მადლობა იმ ქომაგებსაც, რომლებიც ტელევიზორიდან გვადევნებდნენ თვალს. ეს მოგება გარანტიას არ გვაძლევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, უმნიშნველოვანესი თამაშები […]
2-თვიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელიამ პირველი მატჩი ჩაატარა
ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-6 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ლიონს” უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 79-84 დამარცხდა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 6 ქულით (21:15) მოიგეს. გუშინდელ შეხვედრაში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, პარკეტს დაუბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ვირტუსის” ფორვარდი, თორნიკე შენგელია, რომელმაც აგვისტოში მიღებული მძიმე ტრავმის გამო, ევრობასკეტი გამოტოვა. თოკომ ,,ლიონთან” მატჩში 17 წუთამდე ითამაშა, […]
თორნიკე შენგელია: ,,საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს”
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: ,,საბედნიეროდ, რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ჩემს საყვარელ საქმიანობას ვუბრუნდები. წინ Serie A-სა და Euroleague-ის თამაშებია Virtus Bologna-სთან ერთად, ხოლო 10 ნოემბრიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მნიშვნელოვანი თამაშები გველის,” – წერს შენგელია. თორნიკე შენგელიამ ნიდერლანდებთან […]
“შენგელიას თამაშის შესაძლებლობას მივცემ” – სკარიოლო
უმძიმესი ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია მოედანს უბრუნდება. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და “ვირტუს ბოლონიას” ლიდერის დაბრუნება ევროლიგის მე-6 ტურის ეგიდით გასამართ შეხვედრაში მოხდება. სკარიოლო: “უმჯობესია შენგელიასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ” ოფიციალურად – თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა მე-6 ტურის შეხვედრაში, “ვირტუსისა” და “ვილერბანის” დაპირისპირება შედგება. ბოლონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა – სერჯო სკარიოლომ […]
თორნიკე შენგელია რეალის წინააღმდეგ ბრუნდება
2-თვიანი პაუზის შემდეგ, თორნიკე შენგელია პარკეტზე ბრუნდება. იტალიური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე შენგელია 27 ოქტომბერს, “რეალის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ევროლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, “ვირტუსს” მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ ურთულესი გასვლა ელის. აღნიშნულ დაპირისპირებაში შენგელიაც მიიღებს მონაწილეობას და იტალიურ კლუბს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება. შეგახსენებთ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა მხრის უმძიმესი […]
მაჰმუტოღლუ: “შევხვდები მეორედ შენგელიას და ვნახავთ რა შეუძლია…”
“ფენერბაჰჩესა” და თურქეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა – მელიჰ მაჰმოტოღლუმ, ცნობილის საკალათუბრთო გამოცემა “eurohoops“-თან ისაუბრა. 32 წლის კალათბურთელი ინტერვიუში არაერთხელ საუბრობს “ეურობასკეტს 22”-ზე, საქართველოსთან ჩატარებულ მატჩზე. “საქართველოსთან თამაშის შემდეგ, შენგელიასთან საუბარი არ გვქონია. მე და თოკო ხშირად შევხვედრივართ, ვსაუბრობდით, მაგრამ ასეთი მოვლენის შესახებ (გასახდელში ჩხუბის) რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი. შენგელიასგან ასეთ რამეს არ ველოდი. არ მიმაჩნია […]
თორნიკე შენგელია: “მქონდა ბევრი შემოთავაზება, NBA-ში მინდოდა…”
ცნობილი საკალათბურთო საიტი “eurohoops“-ი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვირტუს ბოლონიას” კალათბურთელის – თორნიკე შენგელიას ინტერვიუს აქვეყნებს. თორნიკე შენგელია ევროლიგაში ბრუნდება მას შემდეგ, რაც “ვირტუს ბოლონიას” ევროთასის მოგებაში დაეხმარა. ბოლონია, იტალია – თორნიკე შენგელია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ნიდერლანდების წინააღმდეგ მხარზე დაეცა და უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც გამოტოვა 2022 წლის ევრობასკეტი […]
ოფიციალურად – თორნიკე შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და ლიდერმა – თორნიკე შენგელიამ “ვირტუს ბოლონიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, შენგელიამ იტალიურ საკალათბურთო კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა, რომელიც შესაძლოა კიდევ 1 წლით გაგრძელდეს. სკარიოლო: “უმჯობესია შენგელიასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ” “შენგელიას NBA-ში შეუძლია თამაში, თუმცა, მიხარია რომ ჩვენთანაა” – სკარიოლო “საქართველოზე საუბრისას ყველა შენგელიასა და შერმადინზე […]