საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას, გადაწყვეტილება ,,ცსკა-ს” დატოვების შესახებ, მოსკოვურმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. რუსული კლუბის ვებგვერდის ცნობით, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ. ,,მინდა, მადლობა გადავუხადო ცსკა-ს გაწეული სამუშაოსთვისა და ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულებისთვის. ასევე, მადლობას ვუხდი ანდრეი ვატუტინსა (ცსკას პრეზიდენტი) და ნატალია ფურაევას. გარდა ამისა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო დიმიტრი იტუდისს, სამწვრთნელო შტაბსა […]