იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში ,,მილანმა” თორნიკე შენგელიას ,,ბოლონიას” უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარით 79:76 დაამარცხა. შედეგად, სერიაში ანგარიში 2:0 გახდა. შენგელიამ მატჩში 28 წუთამდე ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 2-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი […]