არც ბარსელონა, არც სიტი – დავიდ ალაბას ახალი ვარიანტი
მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველმა დავიდ ალაბამ კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ავსტრიელი ფეხბურთელის დამატება “პსჟ-ს” მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის პირადი ინტერესის საგანია. “რეკორდმაისტერს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთან გამომშვიდობება არ სურს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს, 28 წლის მარცხენა ფლანგელი თავისუფალი აგენტი ხდება, გერმანიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონი გუნდი იძულებულია, ფეხბურთელი ამავე ზაფხულს დათმოს, რადგან მისგან […]
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე, “მანჩესტერ სიტისთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში (0:3, 1:1 – 1:4) მარცხის და ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნის” ახლადდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა. “ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი დღევანდელი თამაშის სტილით. ჩვენ ვითამაშეთ ევროპის ყველაზე კარგ ფორმაში მყოფ გუნდთან და მათ თავაწეულები დავუპირისპირდით. სეზონი გრძელდება და ახლა ბუნდესლიგის ტიტულზე ფიქრის დროა. იყო სხვაობა […]
“თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იქნებ ლამპარდი ისევ აქ ყოფილიყო” – ტიმო ვერნერი ყოფილი მწვრთნელის გამო წუხს
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა თქვა, რომ გუნდიდან ფრენკ ლამპარდის გაშვების გამო, თავს დამნაშავედ გრძნობს. გერმანელი ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში ლონდონურმა კლუბმა სწორედ ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტის ინიციატივით, 53 მილიონ ევროდ “ლაიფციგიდან” გადაიბირა, თუმცა, სეზონის პირველ ნახევრში მან მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო, პრემიერ ლიგაში პირველი გოლი კი ოქტომბერში, “საუთჰემპტონის” კარში (3:3) გაიტანა. გერმანიის ნაკრების […]
ადრიენ რაბიო ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
როგორც იტალიური პრესა იუწყება, ხვალ ადრიენ რაბიოს სატრანსფერო საგას ბოლო მოეღება და ფრანგი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რაბიო იტალიაში დღეს ჩაფრინდა. 24 წლის ნახევარმცველს “პსჟ-ში” მიმდინარე წელს არ უთამაშია, მიუხედავად იმისა რომ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ამას უარყოფდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ უთამაშებლობის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობასთან შექმნილი პრობლემები იყო, კერძოდ, რაბიოს კონტრაქტის გახანგრძლივება და […]
ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის მატჩში, ლონდონის “ჩელსიმ” სტუმრად “ბარნლი” – 4:0 დაამარცხა. მატჩის დროს, “არისტოკრატების” ზოგიერთმა გულშემატკივარმა კლუბის მფლობელის, რომან აბრამოვიჩის გამხნევება გადაწყვიტა. მატჩის შემდეგ, “ლურჯების” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ზოგიერთი ქომაგის ასეთი საქციელი არ მოიწონა და თქვა, რომ ახლა ამის დრო არ არის. “ახლა ამის დრო არ არის, თუ სოლიდარობა გამოვხატავთ, ერთად უნდა გამოვხატოთ. ერთად […]
პსჟ-ს მწვრთნელიც დაემტვრა – ტუხელმა ფეხი მოიტეხა
“პარის სენ-ჟერმენში” ტრავმიანობის პრობლემა ისედაც არ ასვენებდათ, ახლა კი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს საკმაოდ საინტერესო და უცნაური რამ შეემთხვა. კილიან მბაპეს, მარკო ვერატის, ტილო კერერის და ლავინ კურზავას შემდეგ, ტრავმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მიიღო. თანაც საკმაოდ სერიოზული: გერმანელმა სპეციალისტმა ვარჯიშში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა და ფეხი მოიტეხა. “პსჟ-ს”, რომელმაც ლიგა 1 და საფრანგეთის თასი უკვე მოიგო, […]
მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მზად არიან, რომ სადიო მანე გუნდიდან გაუშვან. მანემ მოედნის მიღმაც მიიპყრო არასასურველი ყურადღება, თანაგუნდელ ლეროი სანესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, რის შედეგადაც მას დისკვალიფიკაცია და ჯარიმა დაეკისრა. გერმანული წყაროების ცნობით, “ბაიერნის” ახალ მწვრთნელს – ტომას ტუხელს, სადიო მანესთან თანამშრომლობა არ მოსწონს და მზად არის რომ […]
ტუხელი: ,,ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია და არა – საჩოგბურთო მატჩი”
ლონდონის ,,ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, ,,მანჩესტერ სიტისთან” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩის წინ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დაპირისპირების მიუხედავად, გამარჯვების იმედი აქვს: ,,ეს არ არის დაპირისპირება ჩემსა და გვარდიოლას შორის, რადგან ჩვენ ჩოგბურთს არ ვთამაშობთ. ,,სიტის” ორ სხვადასხვა ტურნირზე, ორი განსხვავებული შემადგენლობით დავუპირისპირდით. ვაცნობიერებთ, რამდენად გაბედულები უნდა ვიყოთ ზოგიერთ ასპექტში. პეპის გუნდთან თამაში ყოველთვის […]
“მამამისი არ ვარ,” – ტუხელი ნეიმარის მადრიდში ვიზიტზე
ნეიმარი ჟურნალისტებმა მადრიდში, მეგობრებთან ერთად დევისის თასის თამაშზე შენიშნეს. იქიდან გამომდინარე, რომ “პსჟ”-ს პარასკევს, “ლილის” წინააღმდეგ ლიგა 1-ის მატჩი ელის, ბრაზილიელის ვიზიტი ესპანეთში მოულოდნელი გამოდგა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ამის შესახებ ისაუბრა. “რა შემიძლია გავაკეთო? არც მისი მამა ვარ და არც პოლიცია, მე მწვრთნელი ვარ. გუშინ, ფრენის შემდეგ, ნეიმარს კარგი ვარჯიში ჰქონდა. როგორც […]
ტომას ტუხელი: “საფეხბურთო პრობლემები არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შიეცვალოს”
ლონდონის “ჩელსის” მიმართ წაყენებული სანქციების შემდეგ, რაც კლუბის მფლობელის, რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩის ბრიტანული აქტივების გაყინვამ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა. “ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია, ვერ გეტყვით შეშფოთებული ვარ თუ არა. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება, ასე რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მე მაინც ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მიხარია, რომ ძლიერი საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი ვარ. […]