პსჟ სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს
“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ორი სენსაციური ტრანსფერის განხორციელების ალბათობას ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბაიერნის” ფეხბურთელის, ხუან ბერნატი და “სტოკელი” ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი უახლოეს საათებში პარიზული გრანდის მაისურს მოირგებენ. ტომას ტუხელმა ორი ფეხბურთელის მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა დაადასტურა. იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო პროცედურები წარმატებით დასრულდება, ორივე მათგანი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “პსჟ”-ს ფეხბურთელი გახდება.
იუვენტუსთან მატჩის წინ ჩელსის ლიდერი გამოაკლდა
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “ჩელსის” დაუპირისპირდება. ტურინში გასამართი მატჩის წინ, “არისტოკრატებს” ლიდერი გამოაკლდათ. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ნ’გოლო კანტეს კორონავირუსი დაუდასტურდა და იგი “ბიანკონერის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ტომას ტუხელის მტკიცებით, კანტე თვითიზოლაციაში გადავიდა და ხელისუფლების მიერ დაწესებულ კოვიდ პროტოკოლს იცავს. “იუვენტუსთან” გასამართი მატჩის შემდეგ, კანტემ შესაძლოა 7 ოქტომბერს […]
ტუხელი: “შიშით ვითამაშეთ, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ”
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში დორტმუნდის “ბორუსიასთან” წაგება (1:2) “პსჟ-ს” თავკაცმა ტომას ტუხელმა შეაფასა. “ბიჭები სინანულს არ უნდა გრძნობდნენ. არავინ იცის რა მოხდებოდა სხვა სისტემით რომ გვეთამაშა, მე მწვრთნელი ვარ და ჩემი მოვალეობაა, რომ მატჩის წინ სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ამ სისტემამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ შეტევაში დალაგებულად გვეთამაშა და […]
ოფიციალურად | ტუხელი დაისაჯა, კონტე – არა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირების შემდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დამოუკიდებელმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო. კონტეს და ტუხელის დაპირისპირება მატჩის დასრულების შემდეგ | VIDEO “როცა ადამიანები ხელს ართმევენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ” – ტუხელი კონტესთან მომხდარ ინციდენტზე “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული ლონდონური დერბი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ […]
ტომას ტუხელი: “ბაიერნი ფენომენალურ ფორმაშია, მათ უფრო დიდი გამოცდილებაც აქვთ”
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრის წინ, “პსჟ-ს” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მოლოდინების, განწყობის და საკუთარი გუნდის მზადების შესახებ ისაუბრა. “ამ დროისთვის “ბაიერნი” ფენომენალურ ფორმაშია. ეს არის ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავი, რომლებიც მშივრები არიან და ტურნირის მოგება სწყურიათ. ბევრს ვლაპარაკობ კეილორ ნავასთან, როგორც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან, ასევე გვყავს ანხელ დი მარია და ნეიმარი, რომლებმაც […]
ტომას ტუხელი: “ბაიერნმა ძალიან დააგვიანა”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა, L’Equipe-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი გამხდარიყო, თუმცა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა პარიზში წასლვა. “ჩემი შესვენების პერიოდში ბაიერნიდან დამიკავშირდნენ, თუმცა ეს უკვე ძალიან გვიანი იყო” – განაცხადა გერმანელმა. მან ასევე დაამატა, რომ დორტმუნდის “ბორუსიას” დატოვების შემდეგ, მას ძალების მოსინჯვა უცხოეთში სურდა. ტუხელმა თავისი სამწვრთნელო კარიერა “აუგსბურგი […]
ტუხელი – ჩელსის საჩემპიონო შანსებზე ფიქრი სისულელეა
პრემიერ ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში, “ჩელსი” “ბრაიტონს” დაუპირისპირდა. ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. “არისტოკრატები” რომელუ ლუკაკუს გოლის წყალობით დაწინაურდნენ, თუმცა დანი უელბეკმა 91-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ბრაიტონთან” დაკარგული ქულების შემდეგ, ლონდონური კლუბის საჩემპიონო შანსები კიდევ უფრო შემცირდა. ლიდერ “მანჩესტერ სიტისთან” სხვაობა 8 ქულას შეადგენს – პრემიერ ლიგის […]
დორტმუნდთან ლიდერის გარეშე? – პსჟ-ს შანსები მცირდება
კილიან მბაპემ შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა გამოტოვოს. Le Parisien-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს არ შეუძლია ზუსტი ინფორმაციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, ითამაშებს თუ არა ფრანგი თავდამსხმელი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. საფრანგეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 00:00 […]
ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა
მიუნხენის ,,ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა. ,,რეკორდმაისტერის” ახალ მწვრთნელად კი ტომას ტუხელი დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 49 წლის სპეციალისტი გერმანულ გრანდთან ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, პირველ ვარჯიშს კი ორშაბათს ჩაატარებს. ,,როცა 2021 წელს ნაგელსმანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნებოდა და ეს ჩვენი მიზანიც იყო. იულიანი იზიარებდა […]
იმედგაცრუება | ლამპარდმა დუმილი დაარღვია
“ჩელსი” პრემიერ ლიგაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, რის გამოც 25 იანვარს, “სტემფორდ ბრიჯის” ლეგენდა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ფრენკ ლამპარდმა დუმილი დაარღვია და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან სიტუაციის გამოსწორებისა და “ჩელსის” მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი არ მიეცა. მაურიციო სარის გათავისუფლების შემდეგ, “არისტოკრატების” მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრენკ ლამპარდმა დაიკავა – ლონდონური კლუბის მენეჯერის პოსტზე მოღვაწეობის 18-თვიანი პერიოდი, ლამპარდისთვის […]
დეშამი: “პსჟ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს”
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებით, პარიზულ გრანდს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც არაერთი კარგი სამწვრთნელო თვისებითა და უნარით გამოირჩევა, თუმცა “ტუხელი ჯადოქარი არაა”, – აღნიშნავს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელი. პარიზულ გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში წელს არცერთი ქულა არ დაუკარგავს, თუმცა საფრანგეთში დომინაცია ევროპაში პირველობას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტი ახალი ფეხბურთელების […]
ტუხელმა ლუკაკუს შემადგენლობაში დაბრუნების შანსები შეაფასა
ლონდონის ,,ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, რომელუ ლუკაკუს სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ბელგიელი ფეხბურთელის შემადგენლობაში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა: ,,არსებობს თუ არა ჩელსის შემადგენლობაში დასაბრუნებელი გზა? ლუკაკუ ჩვენი ფეხბურთელია და უკან დასაბრუნებელი გზა ყოველთვის არსებობს. ყველაფერს დახურულ კარს მიღმა გადავწყვეტთ და როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამის შესახებ მაშინვე გაიგებთ,” – განაცხადა ტუხელმა. რამდენიმე დღის წინ, ლუკაკუმ იტალიურ […]