“ენფილდი ჩვენ არ გვაშინებს” – რას ამბობდნენ ლივერპულის მეტოქეები, ენფილდზე დამარცხებამდე!
“ენფილდის” ატმოსფერო ყველასათვის ცნობილია და არაერთ ფეხბურთელსა თუ მწვრთნელს აღუნიშნავს რომ აქ თამაში ძალიან რთულია – თუმცა არსებობენ ისეთები ვისაც სტადიონის ატმოსფერო მატჩამდე არ აღელვებდათ: ტომას ტუხელი : “ენფილდი ჩვენ არ შეგვაწუხებს” 2016 წლის 14 აპრილი ლივერპული 4-3 დორტმუნდი კევინ დე ბრუინე : “არ ვფიქრობ რომ ატმოსფეროს რაიმე მნიშვნელობა აქვს” 2018 წლის 4 აპრილი ლივერპული […]
“თავს დამნაშავედ ვგრძნობ, იქნებ ლამპარდი ისევ აქ ყოფილიყო” – ტიმო ვერნერი ყოფილი მწვრთნელის გამო წუხს
ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა თქვა, რომ გუნდიდან ფრენკ ლამპარდის გაშვების გამო, თავს დამნაშავედ გრძნობს. გერმანელი ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში ლონდონურმა კლუბმა სწორედ ახალგაზრდა ინგლისელი სპეციალისტის ინიციატივით, 53 მილიონ ევროდ “ლაიფციგიდან” გადაიბირა, თუმცა, სეზონის პირველ ნახევრში მან მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო, პრემიერ ლიგაში პირველი გოლი კი ოქტომბერში, “საუთჰემპტონის” კარში (3:3) გაიტანა. გერმანიის ნაკრების […]
“მამამისი არ ვარ,” – ტუხელი ნეიმარის მადრიდში ვიზიტზე
ნეიმარი ჟურნალისტებმა მადრიდში, მეგობრებთან ერთად დევისის თასის თამაშზე შენიშნეს. იქიდან გამომდინარე, რომ “პსჟ”-ს პარასკევს, “ლილის” წინააღმდეგ ლიგა 1-ის მატჩი ელის, ბრაზილიელის ვიზიტი ესპანეთში მოულოდნელი გამოდგა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჟურნალისტებთან ამის შესახებ ისაუბრა. “რა შემიძლია გავაკეთო? არც მისი მამა ვარ და არც პოლიცია, მე მწვრთნელი ვარ. გუშინ, ფრენის შემდეგ, ნეიმარს კარგი ვარჯიში ჰქონდა. როგორც […]
“როცა ადამიანები ხელს ართმევენ, ერთმანეთს თვალებში უყურებენ” – ტუხელი კონტესთან მომხდარ ინციდენტზე
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ჩელსისა” და “ტოტენჰემის” დაპირისპირება შედგა. “სტემფორდ ბრიჯზე” გამართული ლონდონური დერბი, მოლოდინისამებრ დრამატული გამოდგა და საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ჰარი კეინმა 96-ე წუთზე გატანილი გოლით “სპურსი” მარცხისგან იხსნა. ლონდონურ დერბის მთელი მატჩის განმავლობაში დაძაბულობა სდევდა ფონად. განსაკუთრებით ნერვიულობდნენ ტომას ტუხელი და ანტონიო კონტე, რომელთაც საფინალო სასტვენის შემდეგ […]
L’Equipe: ლეონარდოს ალეგრის ხილვა პსჟ-ში სურს
L’Equipe-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მასიმილიანო ალეგრი “პარი სენ ჟერმენში” ვიხილოთ. წყაროს მტკიცებით, პარიზული გრანდის დირექტორი პირადად არის დაინტერესებული ალეგრის გადაბირებით და იმედოვნებს, რომ სწორედ მისი გაწვრთნილი კლუბი შეძლებს ევროსარბიელზე წარმატებით ასპარეზობას. მასიმილიანო ალეგრი ევროპის ტოპ კლუბების რადარზე, “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გატარებული 5 წარმატებული წლის შემდეგ მოხვდა. ლეონარდოს ალეგრის ხილვა მომავალი სეზონიდან სურს, თუმცა […]
The Best FIFA: როგორ გადანაწილდა საქართველოს ხმები?
17 იანვარს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 2021 წლის საუკეთესოები დაასახელა. სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს ხმა ეროვნული ნაკრებების კაპიტნებმა, მთავარმა მწვრთნელებმა, ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა მისცეს. საინტერესოა, ვის მისცეს ხმა საქართველოს წარმომადგენლებმა, მათი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: საუკეთესო ფეხბურთელი ჯაბა კანკავა: ლიონელ მესი, ნგოლო კანტე, ჟორჟინიო ვილი სანიოლი: ქარიმ ბენზემა, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე ზურაბ ფოცხვერია: რობერტ ლევანდოვსკი, ქარიმ […]
ადრიენ რაბიო ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის
როგორც იტალიური პრესა იუწყება, ხვალ ადრიენ რაბიოს სატრანსფერო საგას ბოლო მოეღება და ფრანგი ტურინში სამედიცინო შემოწმებას გაივლის. რაბიო იტალიაში დღეს ჩაფრინდა. 24 წლის ნახევარმცველს “პსჟ-ში” მიმდინარე წელს არ უთამაშია, მიუხედავად იმისა რომ მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი ამას უარყოფდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ უთამაშებლობის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობასთან შექმნილი პრობლემები იყო, კერძოდ, რაბიოს კონტრაქტის გახანგრძლივება და […]
არც ბარსელონა, არც სიტი – დავიდ ალაბას ახალი ვარიანტი
მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველმა დავიდ ალაბამ კარიერა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ავსტრიელი ფეხბურთელის დამატება “პსჟ-ს” მთავარი მწვრთნელის ტომას ტუხელის პირადი ინტერესის საგანია. “რეკორდმაისტერს” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთან გამომშვიდობება არ სურს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მომავალ წელს, 28 წლის მარცხენა ფლანგელი თავისუფალი აგენტი ხდება, გერმანიის ბოლო 8 სეზონის ჩემპიონი გუნდი იძულებულია, ფეხბურთელი ამავე ზაფხულს დათმოს, რადგან მისგან […]
ბაიერნის მთავარ მწვრთნელად ტომას ტუხელი დაინიშნა
მიუნხენის ,,ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იულიან ნაგელსმანი გაათავისუფლა. ,,რეკორდმაისტერის” ახალ მწვრთნელად კი ტომას ტუხელი დაინიშნა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 49 წლის სპეციალისტი გერმანულ გრანდთან ხელშეკრულებას 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, პირველ ვარჯიშს კი ორშაბათს ჩაატარებს. ,,როცა 2021 წელს ნაგელსმანთან კონტრაქტი გავაფორმეთ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელვადიანი იქნებოდა და ეს ჩვენი მიზანიც იყო. იულიანი იზიარებდა […]
მიუნხენის “ბაიერნის” მესვეურები 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოები არიან და მზად არიან, რომ სადიო მანე გუნდიდან გაუშვან. მანემ მოედნის მიღმაც მიიპყრო არასასურველი ყურადღება, თანაგუნდელ ლეროი სანესთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ, რის შედეგადაც მას დისკვალიფიკაცია და ჯარიმა დაეკისრა. გერმანული წყაროების ცნობით, “ბაიერნის” ახალ მწვრთნელს – ტომას ტუხელს, სადიო მანესთან თანამშრომლობა არ მოსწონს და მზად არის რომ […]
დეშამი: “პსჟ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს”
საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის, დიდიე დეშამის განცხადებით, პარიზულ გრანდს შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც არაერთი კარგი სამწვრთნელო თვისებითა და უნარით გამოირჩევა, თუმცა “ტუხელი ჯადოქარი არაა”, – აღნიშნავს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ხელმძღვანელი. პარიზულ გუნდს საფრანგეთის ჩემპიონატში წელს არცერთი ქულა არ დაუკარგავს, თუმცა საფრანგეთში დომინაცია ევროპაში პირველობას არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტი ახალი ფეხბურთელების […]
დორტმუნდთან ლიდერის გარეშე? – პსჟ-ს შანსები მცირდება
კილიან მბაპემ შესაძლოა დორტმუნდის “ბორუსიას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა გამოტოვოს. Le Parisien-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს მატჩისწინა ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს არ შეუძლია ზუსტი ინფორმაციის გაჟღერება იმასთან დაკავშირებით, ითამაშებს თუ არა ფრანგი თავდამსხმელი მისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. საფრანგეთის დედაქალაქში გასამართი შეხვედრა 12 მარტს, თბილისის დროით 00:00 […]