BBC-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების სიმბოლური გუნდი დაასახელა
წამყვანი ბრიტანული მედია-კომპანია BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 60 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ფინალში მონაწილეობა მიუღიათ, სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, “პსჟ”); მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”, “სევილია”, “იუვენტუსი”, “პსჟ”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), პაოლო მალდინი (“მილანი”), რობერტო […]
Calciomercato: ‘კვარაცხელიათი იუვენტუსი და ბაიერნი ინტერესდებიან’
ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იტალიური გამოცემა calciomercato ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს. “ევროპულ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ახალი სახე არის 20 წლის მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელი ყაზანის “რუბინში” თამაშობს და მის მიმართ ინტერესს ტურინის “იუვენტუსი” და მიუნხენის “ბაიერნი” იჩენს. ველოდებით უფრო კონკრეტულ სამომავლო სიახლეებს, იქამდე კი იცოდეთ ამ ტალანტის შესახებ, რომელმაც […]
Marca: “ანტონიო კონტე უგო ლორისის შეცვლას მამარდაშვილით აპირებს”
მას შემდეგ, რაც იტალიურ მედიაში, საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიადან” ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ინგლისის პრემიერ ლიგის წარმომადგენელი კლუბების დაინტერესებაზე ცნობებიც მალევე გაჩნდა. ტურინის იუვენტუსი გიორგი მამარდაშვილის დამატებით ინტერესდება ამჯერად, ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, ლონდონის “ტოტენჰემის” გეგმები 2023 წლის ზაფხულში უგო ლორისის გაშვება და მისი შემცვლელის ნახვაა. იმის მიუხედავად, რომ […]
Marca: ოქროს ბურთს მესი მოიგებს!
2 დეკემბერს, ფეხბურთში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო ჯილდოს ოქროს ბურთის გამარჯვებული ცნობილი გახდება. უპრესტიჟულესი პრიზისთვის ვირჯილ ვან დაიკი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძოლებენ. როგორც წამყვანი ესპანური გამოცემა Marca ირწმუნება, France Football-ის მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი “ბარსელონას” კაპიტანი გახდება. თუ მართლაც ასე მოხდება, მაშინ არგენტინელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად კარიერაში მეექვსედ დასახელდება, რა შედეგითაც ტურინის “იუვენტუსის” […]
Sky Sport: იუვენტუსს ანდრეა პირლო ჩაიბარებს
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაძლოა ძალიან მალე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გრანდი ჩაიბაროს. მას მერე, რაც მაურიციო სარი ტურინის “იუვენტუსიდან” დაითხოვეს, იტალიურ მედიაში “ზებრების” ახალი თავკაცის შესახებ უკვე არაერთი ცნობა გავრცელდა. ყველაზე ხშირად, მაურიციო პოჩეტინოს სახელი ჟღერდება, თუმცა ბოლოს, Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანდრეა ანიელი და კლუბის სხვა მმართველები გუნდის […]
UEFA-მ ტურინის იუვენტუსის წინაღმდეგ გამოძიება დაიწყო
მაშინ, როცა სრულიად მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მთავარი ყურადღების ეპიცენტრი, კატარის დედაქალაქი დოჰა და იქ მიმდინარე მუნდიალია, იტალიური გრანდის, ტურინის “იუვენტუსის” გარშემო მოვლენები მყისიერად, უფრო და უფრო უარყოფითად ვითარდება. რამდენიმე დღის წინ, კლუბის პრეზიდენტის თანამდებობიდან 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ანდრეა ანიელი გადადგა, რასაც აღმასრულებელ დირექტორთა გუნდის სხვა წევრების მიერ დაკავებული პოზიციების დატოვებაც მოჰყვა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ […]
UEFA: დაისჯება თუ არა რონალდუ?
კრიშტიანუ რონალდუ შესაძლოა, UEFA-მ, დისკვალიფიკაციით დასაჯოს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირას პორტუგალიელმა “ატლეტიკოს” ჰეთ-თრიქი შეუსრულა და “იუვენტუსის” შემდეგ ეტაპზე გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა. აღნიშნული მატჩის დასრულების შემდეგ, გახარებულმა კრიშტიანუმ მადრიდელთა მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ჟესტი გაიმეორა. ცნობისთვის, არგენტინელი სპეციალისტი დისკვალიფიკაციას გადაურჩა, თუმცა ჯარიმას, ვერა. UEFA-მ კი დღეს რონალდუს საქმეზე განცხადება გაავრცელა: “UEFA-ს დისციპლინალური საბჭო 12 მარტს, “იუვესა” […]
ადამიანი მოტივაცია: მესის გამარჯვების შემდეგ რონალდუ საუკეთესოა
კრიშტიანუ რონალდუს მოტივაცია არასდროს აკლია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საქმე ოქროს ბურთის მოგებას ეხება. მას მერე, რაც ლიონელ მესი ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, პორტუგალიელ ვარსკვლავზე მეტი გოლი მსოფლიოში არავის გაუტანია. ბოლოს ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა “ვერონას” კარი აიღო, თუმცა “იუვენტუსისთვის” ეს სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოლო ორ თვეში, […]
აიაქსის მორიგი აღიარება – ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად …
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩები, სადაც სენსაცია დაფიქსირდა, “მადრიდის რეალის” შემდეგ “აიაქსმა” “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობიდან გამოთიშა და 1/2 ფინალში გავიდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ აიაქსი გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და ნახევარფინალში გავიდა. ასევე იხილეთ: იუვენტუსი 1:2 აიაქსი (მიმოხილვა)
ალეგრიმ იუვედან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
ტურინის “იუვენტუსში” გატარებული 5 წლის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის გუნდის დატოვება მოუწია. იტალიური კლუბის ხელმძღვანელებმა გუშინ 51 წლის სპეციალისტი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს. მასიმილიანო ალეგრიმ “იუვენტუსიდან” წასვლის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა. “ნამდვილად არ ვიცი, თუ ვინ იქნება ტურინელთა შემდეგი მწვრთნელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ “იუვენტუსის” დონის კლუბს ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. აქ მე ხუთი წარმოუდგენელი წელი გავატარე. სად […]
ალესანდრო ბასტონი: “როგორ გავაჩეროთ კრიშტიანუ? ნეტავ ეს ვიცოდე”
მილანის “ინტერის” მცველმა ალესანდრო ბასტონიმ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს შეჩერების გზებზე ისაუბრა. “იუვენტუსი” მრავალი წლის განმავლობაში იმარჯვებდა იტალიის ჩემპიონატში. ჩვენი გზა “სკუდეტოს” დაპყრობისკენ დაიწყო შარშან, კონტეს მოსვლის შემდეგ. გვინდა გავიზარდოთ. შევეცდებით “იუვენტუსი” რთულ მდგომარეობაში ჩავაგდოთ. ბევრს ვთამაშობთ და ცხრილს არ ვუყურებთ. “იუვენტუსი” არის სკუდეტოს ფავორიტი? რა თქმა უნდა. დიახ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გუნდი […]
ალესანდრო დელ პიერო: “კვარაცხელია გასაოცარია, ასეთი ფეხბურთელი მეტოქესთან უპირატესობას გაძლევს”
ტურინის “იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ალესანდრო დელ პიერომ საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. “”ნაპოლის” სამწვრთნელო სტაფმა და მთლიანად კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან კარგად იმუშავეს, რადგან დღეს ლუჩიანო სპალეტის აქვს ის რესურსი, რომელიც მას სურდა. მათი სატრანსფერო პერიოდი უბრალოდ ნაყოფიერ თევზაობას კი არ ჰგავდა, არამედ ეს იყო კლუბში […]